ვის ხელშია ზესტაფონი

 

ქართული ფერადი მეტალურგიის აკვანი, მიწათმოქმედებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობის უმდიდრესი რეგიონი გაჩანაგებულია მოქალაქეთა მცირე ჯგუფის მიერ ყველა სიმდიდრისა და სიკეთის ხელში ჩაგდების შედეგად. ოფიციალურად უძრავ და მოძრავ ქონებას ფლობენ დეპუტატები, თბილისელი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენები.

მერაბ და ომარ სამადაშვილები, გიორგი კაპანაძე, ილია კოკაია, აკაკი გურჯიძე, შმაგი ქემერტელიძე, რომელთაც ალბათ არცთუ უანგაროდ მფარველობენ ნიკა გილაური, ზურა ადეიშვილი, პავლე კუბლაშვილი, კახა გეწაძე. ზესტაფონელების მოსაზრებით „საქკაბელის“ და ზესტაფონი – ჭიათურის კარიერებისადმი გაუნელებელ ინტერესს იჩენს პრეზიდენტის ოჯახის არაერთი წევრი.

ზესტაფონში თავისი ქონება და ინტერესები გააჩნიათ ცხრა ზღვის იქეთა ი. კოლომენსკის, გ. ბოგოლუბოვს, ა. მარტინოვს, ვინმე ზიბერმანს და ასე განსაჯეთ, კვიპროსზე (?!) რეგისტრირებულ ფირმას და ჰოლანდიურ გაურკვეველი წარმოშობისა და შემდგომ მიუკვლევარ – მიუგნებელ ფირმას.

ზესტაფონი ყველასია! გარდა ზესტაფონელების!

zestafoni

პოლიტიკოსების ანატომია – მერაბ სამადაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *