რა ხდება განათლებაში? (ნაცმოძრაობის მმართველობის წლები)

 

თემურ შაშიაშვილი: ნახეთ “ნაცების”იდეოლოგ ეკონომიკის მინისტრ ბენდუქიძის მიერ განადგურებული განათლების სისტემა.

ჩვენი ტრაგედია იმაშია,რომ ამის მქმნელ “ნაცებს”ოპოზიციად ვთვლით,მათ ბელადს-პრეზიდენტად ,მათ იდეოლოგს-განათლების დამფინანსებლად,განმანათლებლად….

აშკარაა,რომ შეგნებულად ანადგურებდა,რომ მას,პრეზიდენტის დედას მის მეგობარ თურქ ბიზნესმენებთან ერთად და სააკაშვილის მორჩილ ბიზნესმენებს ხელში ჩაეგდოთ კაპიკებად,შემდგომ ეტრაბახად ჩადებული მიზერული ინვესტიციებით…სინამდვილეში ეს არის “თავისუფლების ინსტიტუტის” მტრული იდეოლოგია საქართველოს წინააღმდეგ,რომლის მიზანია ბრძოლა ქართული ცნობიერების წინააღმდეგ.

გამოვფხიზლდეთ ქართველებო და საქართველოს მეგობრებო!”

განათლების მდგომარეობა “ნაცმოძრაობის” მმართველობის წლებში:

▪ “ნაციონალების” ხელისუფლების აზრით მიმდინარეობს წარმატებული რეფორმა…
▪ ხალხის და ექსპერტების უმრავლესობის აზრით: განათლებისა და მეცნიერების სისტემა პრაქტიკულად დაინგრა. სკოლების რაპდენობა შემცირდა 40%-ით (1000-ზე მეტი დაიხურა), საბავშვო ბაღების რაოდენობა განახევრდა, სტუდენტების რაოდენობა შემცირდა 3-ჯერ, ქართული სამეცნიერო სკოლები დაიხურა. განათლება და მეცნიერება არაკომპეტენტურ მმართველთა ხელშია.

კონკრეტულად:

• ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2-ჯერ, ხოლო სახელმწიფოს ბიუჯეტში – თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებია.

• საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის პრაქტიკულად ყველაზე ძვირია უმაღლესი განათლების მიღება, ყველაზე დაბალია სტიპენდია, ყველაზე ნაკლებია მეცნიერებაში ჩადებული თანხების მოცულობა.

• საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება 76 აშშ დოლარი, ანუ ყველაზე ნაკლები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში… დაფიქრებისათვის – საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება 76 აშშ დოლარი, ისრაელში – 1477, ფინეთში – 1940, გერმანიაში – 2548, აშშ – ში 5 000, ამერიკული დოლარი.

• საქართველოში განათლებაზე იხარჯება რამდენჯერმე, ან გაცილებით ნაკლები, ვიდრე კეთილმოწყობაზე, ვიდრე გზების დაგებაზე. ცნობისათვის: ყველა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება ჰყავს – პირიქით ხდება.

• საქართველოში სამთავრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო სტრუქტურების შენახვა ჯდება 1,8-ჯერ მეტი, ვიდრე განათლება, რაიონის გამგებელის ყოველთვიური ოფიციალური შემოსავალი – 20-ჯერ აღემატება მასწავლებელთა საშუალო ხელფასს, მხარის გუბერნატორის შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს გაცილებით მეტი უჯდება, ვიდრე ნებისმიერი ქალაქისა და რაიონის ყველაზე დიდი სკოლა. ხელისუფლების ასეთ ქმედებასა და თავგასულობას ანალოგი არ აქვს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა დიქტატორულისა.

• ოფიციალური სტატისტიკით საშუალო ხელფასი ქვეყანაში 600 ლარის ფარგლებშია. მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 248 ლარია. მსოფლიომ არ იცის ქვეყანა, სადაც მასწავლებელთა საშუალო ხელფასი არათუ 2,5- ჯერ ნაკლები იყოს იმ ქვეყნის საშუალო ხელფასზე, არამედ არ აღემატებოდეს მას.

• საქართველოში მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,22% – ს
ევროპაში – 2-3%
აშშ – 3,4%
ისრაელში – 4,1%

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულზე გაანგარიშებით რამდენიმე ასეულ დოლარს აღემატება, საქართველოს მიმართ, დარწმუნდებით, თუ როგორ გამიზნულად ებრძვის „ნაციონალი“ ხელისუფლება მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *