რა ხდება ჯანდაცვაში (ნაცმოძრაობის მმართველობის წლები)

,

სახელმწიფოს მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯებიდან ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ჯანდაცვის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 3,3 -ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – 2,3-ჯერ ნაკლებია.

– საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები ჯანდაცვაზე პროცენტულად ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ბოლო წლებში შეადგენს მხოლოდ 1,5 პროცენტს, მაშინ, როდესაც საშუალოდ მსოფლიოში – 5,8 პროცენტია.

– 170 ქვეყნიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველო 149-152 ადგილებს იემენთან, ტოგოსა და ერითრიასთან იყოფს. ეს მონაცემი საქართველოზე ნაკლები მხოლოდ 18 ქვეყანას აქვს.

– მსოფლიოში საშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე ერთ მცხოვრებზე იხარჯება 478 აშშ დოლარი, მაშინ, როდესაც საქართველოში – მხოლოდ 35 დოლარი. საქართველო აღნიშნული ინდიკატორით მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ცამორჩება ზუსტად 35-ჯერ

– 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს. ევროპაში 1 000 ბავშვზე 3-4 იღუპება, ჩვენში კი – 20-მდე.

– გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, საქართველო შედის იმ ოცი (!) ქვეყნის შემადგენლობაში, რომლებშიც უახლოესი ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა ზრდის ნაცვლად შემცირდება. აქაც ჩვენს უახლოეს მეზობლებთან ერთად აღმოვჩნდით ისეთ საინტერესო კომპანიაში, როგორიცაა გვიანა, ბოტსვანა, სვაზილენდი, ლესოტო და ა.შ“.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *