მედიცინის მუშკები და სოციალურად დაუცველები – ავლაბარში!
“ნაცმოძრაობამ“ ქვეყანაში შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჯანდაცვის სისტემა. აბსოლუტურად დაუცველი ავადმყოფებითა და უღრიბესი მედპერსონალით. დიახ, ყველაზე ძვირადღირებულ საავადმყოფოებში და კლინიკებში მუშაობენ უაღრესად მაღალი დონის პროფესიონალები. მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები, მედიცინის ათობით დარგის ცნობილი მეცნიერ-პრექტიკოსები.
დიახ, წლების მანძილზე გროშებად იყიდება საავადმყოფოები, მათ მიმდებარე ძვირადღირებულ ტერიტორიები, შეუსრულებელი ხდება ირეალური პროგრამები, მაგალითისთვის ყბადაღებული „100 საავადმყოფოს „ისტორიაც კმარა.
საარაკო თანხები ილექება ორიოდ ათეული ოჯახის საგვარეულო ყულაბებში, ხოლო მთელ ამ სისტემას, ისევე, როგორც ყველა სხვა მაღალშემოსავლიან დარგს, ჯერ კიდევ არაოფიციალურად მართავს პრეზიდენტის ოჯახო.
– ყველა, , ვინც სამართლიანად არის უკმაყოფილო სოციალური დაცვის სისტემით, ბოლო ათი წლის მანძილზე ვერ მიიღო აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ან სუბიექტური მიზეზების გამო მომსახურება იყო უხარისხო, უნდა მივიდეს 4 იანვარს, 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან
– მედიცინის მუშაკები, რომლებიც ჭეშმარიტად იჩაგრებიან არასათანადო შრომის ანაზღურების და პროფესიული დაუცველობის გამო, უნდა მივიდნენ 4 იანვარს 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან;
– მედიცინის მუშკები, რომლებიც არასამართლიანად აღმოჩნდნენ უმუშევართა მრავალათასიან რიგები, თვიანთი ინტერესების დაცვის მიზნით უნდა მივიდნენ 4 იანვარს ავლაბრის რეზიდენციასთან.
“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი
2012 წლის 30 დეკემბერი