“თეთრების” საახალწლო მილოცვა: ჭეშმარიტება თავისუფლებაშია!
ყოველი მოაზროვნე ადამიანი საქართველოში განსაკუთრებული იმედით ხვდება 2013 წლის შობა-ახალ წელს.
ეს იმედი, სამშობლოს დაბრუნების იმედი, ქვეყანაში ქართული ცნობიერებით თანაარსებობის იმედი, ადამიანური ცხოვრების იმედი – 2012 წლის 1 ოქტომბერმა გააჩინა.
ეს უფლის ნება და ქართული გონის გამოვლინება იყო.
ეს სათნოების დღე იყო.
სათნოებას ოთხი საყრდენი აქვს: სიბრძნე, სიმამაცე, ზომიერება, სამართლიანობა.
ქართველი კაცი მუდამ სათნოებით ცხოვრობდა. სათნოებით ვცხოვრობდით საქართველოში ყველა ერისა და ეროვნების შვილნი, სათნოება იყო ჩვენი ურთიერთობის საყრდენი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ეს განსაკუთრებულად გვჭირდება დღეს.
„ ღმერთო გვიმრავლე სათნოების დღე, შურზე, მტრობაზე ამაღლების დღე“…
ღმერთო, საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება, რომელიც ქვეყანას ერის ბუნებიდან გამომდინარე მომართავს, რომელიც მშვიდობას შექმნის მეზობლებთან და საერთოდ, გარე სამყაროსთან ურთიერთობაში.
ოდითგან ადამიანის მთავარ დანიშნულებად სიკეთესა და ჭეშმარიტებასთან ზიარებას მიიჩნევდნენ. იქნებ სწორედ ამან გადაარჩინა სამყარო. იქნებ სწორედ ამან უნდა დაიცვას სამყარო ეროვნული ცნობიერების გამანადგურებელი კოსმოპოლიტური იდეებისაგან, გლობალიზაციისაგან.
უფალი ბრძანებს: სადაც იქნება საუნჯე შენი იქ იქნება გული შენი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში სამი საუნჯე გამოკვეთა: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.
ჭეშმარიტება ღმერთია, ჭეშმარიტება სამშობლოა და ადამიანი არის მხოლოდ ის, ვინც აღიარებს ამას.
ჭეშმარიტებაა რომ ადამიანი ორი სამყაროს – აუცილებლობისა და თავისუფლების სამყაროს შვილია. როგორც ამას დიდი ფილოსოფოსი კანტი ამბობს.
წმიდა მამები გვასწავლიან: „სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან გაგანთავისუფლნეს თქუენ“ .
დიდი ნათქვამია. დიდი ძალაა საჭირო, მის გასაცნობიერებლად. იმის გასაცნობიერებლად, რომ ჭეშმარიტებაშია თავისუფლება. თავისუფლება, მართლაც, ძლიერთ ხვედრია.
ქართველმა კაცმა, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ ეხლა უფრო მეტად ვიგრძენით და დავაფასეთ ბუმბერაზი ადამიანის ნათქვამი.
„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“ . თავისუფლებას სასწაულის მოხდენა შეუძლია საქართველოში. იმ თავისუფლებას, რომელიც თავის შიგნით ითავსებს პასუხისმგებლობას.
დიდმა ამერიკელმა მწერალმა, უილიამ ფოლკნერმა საოცარი სიზუსტით თქვა: „ადამიანი თვისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“.
ჩვენ სწორედ და მართლაც ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვართ თავისუფალნი.
პირველი ოქტომბერი დიდი თავისუფლების დასაწყისი და ამავე დროს დიდი ქართული პასუხისმგებლობაა! ბედნიერი ვართ ყველა, ვინც ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ.
ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის და უდიდესი მომავლის ქვეყანა ვართ. ეს უნდა დავადასტუროთ კიდევ ერთხელ 2013 წელს და 2013 წლიდან.
ასეთია „თეთრების“ განწყობა და ამ განწყობით გილოცავთ 2013 წელს.
პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო:
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი
ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი
ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.
ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი
ინგა კაპანაძე ექიმი
ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე
ნანა შაველაშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი
მზია ჯგუშია იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)
მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში
ავთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი
რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი
გიორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე
ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი




