რეზო ჩხეიძე: მე ვიქნები იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მივლენ ოთხ იანვარს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავლაბარში
მე ვიქნები იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მივლენ ოთხ იანვარს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავლაბარში და პირდაპირ მოთხოვენ მას თანამდებობიდან გადადგომას. დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად ყველა თქვენთაგანი მიჭერთ მხარს, იმაში, რომ ქვეყნისთვის დამღუპველია ორხელისუფლებიანობა, პრეზიდენტის ოპოზიციონერობა და კონსტიტუციური ჩიხი. ხალხის განწყობაც ეს არის: უნდა დამთავრდეს ორხელისუფლებიანობა, უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსთა პარპაში და ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთი ძალაუფლება – ნიჭისა და ზნეობის ძალაუფლება. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ გითხრათ ხალხის აზრი, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.
არ გააკეთებთ თქვენ, ამას გააკეთებს ხალხი!
სრულად: რეზო ჩხეიძის მიმართვა საქართველოს პარლამენტს
Facebook Comments



