რეზო ჩხეიძე: მე ვარ იმ ადამიანთა შორის, ვისაც მიაჩნია, რომ პრზიდენტის საპრეზიდენტო უფლებამოსილება იანვარში იწურება
საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად და კონკრეტულად ამბობს: საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. ხუთი წელი არჩევნებიდან გადის 2013 წლის ხუთ იანვარს, ხოლო ინაუგურაციიდან – ამავე წლის ოც იანვარს.
საქართველოში, პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება ხალხთან შეუთანხმებლად, არაკონსტიტუციურად, რეფერენდუმის გარეშე, თითქმის ერთი წლით გაიხანგრძლივა. ეს, მართლაც პარადოქსია! ხომ არ შევდივართ საკონსტიტუციო ჩიხში?
მე ვარ იმ ადამიანთა შორის, ვისაც მიაჩნია, რომ პრზიდენტის საპრეზიდენტო უფლებამოსილება იანვარში იწურება. პირდაპირ გეტყვით, ერთ თვეში მწირი ორგანიზაციული და ფინანსური რესურსების პირობებში, სამასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, მოაწერა ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე მის გადადგომას, რამეთუ ვადის გასვლის შემდეგ კონსტიტუცია არ განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს, არადა მას უფლება არა აქვს ხუთ წელზე მეტი ხნით იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, აბა ვინ უნდა დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები.
ჩვენ ამ განცხადებამ კი არ უნდა დაგვაპირისპიროს ერთმანეთში და მით უფრო ხალხთან, პირიქით ჩვენ უნდა დავეხმაროთ პრეზიდენტს, რომ მან მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ერისა და ქვეყნისათვის არის მნიშვნელოვანი და იგი უნდა გადადგეს.
სრულად: რეზო ჩხეიძის მიმართვის ტექსტი



