(ალია) თემურ შაშიაშვილი: “სააკაშვილს მისივე კონსტიტუციით საპრეზიდენტო ვადა გასდის 20 იანვარს!..

kons„ქრონიკას“ ესაუბრა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი
– ბატონო თემურ, უპირველესად გილოცავთ შობა ახალ-წელს და ბედობას!

მეც მინდა მოგილოცოთ როგორც თქვენ, ისე მთელს თქვენს რედაქციასა და ჩვენს სამშობლოს!

-ბატონო თემურ, 4 იანვარს 13:00 საათზე სააკაშვილის ალაბრის რეზიდენციის წინ რას გეგმავთ?

– ვინც სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლებს თვალს ადევნებს, ვინც ამ კაცს უკვირდება, დამეთანხმება, რომ ის უუნაროა ქვეყნის მართვაში და 31 დეკემბერს მისი გამოსვლა ტელევიზიით იყო არა საქართველოს მოქალაქისა და ამ ქვეყნის მოკეთის გამოსვლა, არამედ ჩასაფრებული კაცისა…

– წყევლა?

მძიმე რამ თქვით, მაგრამ ასე იყო… სააკაშვილი გაიძახის, – მე მინდა საქართველოს მომავალი იყოს კარგი, თუ მას ნამდვილად ეს უნდა, მაშინ ის ყბადაღებული ხუთი წინადადება უკან უნდა წაუღოს , ასევე უკან უნდა წაიღოს ის ათი წინადადება, რომელიც ადრე ჰქონდა და უნდა გადადგეს!

– 4 იანვარს, ავლაბრის რეზიდენციასთან, მაინც რა იქნება და რამდენ ხელმოწერას დაუდებთ სააკაშვილს, რომ ის გადადგეს?

– 4 იანვარს ავლაბრის რეზიდენციასთან სააკაშვილს წავუყენებთ ულტიმატუმს. აქ არის 50-მდე ორგანიზაცია და ჩვენ დავასახელებთ იმ ციფრს, რამდენი ხელმოწერაც გვექნება. ეჭვი არ მეპარება, რომ 4 იანვრის მდგომარეობით 800 ათასს გადაცილებული იქნება ხელმოწერების რაოდენობა და 20 იანვარს, როცა სააკაშვილს გასდის პრეზიდენტობის ვადა, ხელმოწერების რაოდენობა 1 მილიონს(!!!) გადასცდება! ჩვენ მივედით პარლამენტში, მივედით საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს კონსტიტუიციაში წერია: საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა, კიდევ რა დოკუმენტია საჭირო იმისთვის,რ ომ რაღაც დასკვნა გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ კაცმა რომელმაც ქვეყანა დააქცია, მის მიერვე შეჭრილ-შეკერილი კონსტიტუციითც კი საპრეზიდენტო ვადა გასდის 2013 წლის 20 იანვარს!… ნუთუ ქართველებს თვლა დაგვავიწყდა? ორიოდ წლის წინ, ეს კაცი ოროსნებს და ჩარეცხილებს გვეძახდა და ეხლა ე.წ. გეგმა შეიმუშვა, მოდით, ერთმანეთს ნუ ვლანძღავთო!.  როგორ შეიძლება ასე გძულდეს შენი ქვეყანა, როგორც სააკაშვილს სძულს?

– ბატონო თემურ, თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სააკაშვილი არ არის ამ ქვეყნის შვილი?
– სამი ვარიანტი არსებობს, იმის ასახსნელად, თუ რატომ არ შეიძლება დაუპირისპირდეს სააკაშვილს… ერთია, სააკაშვილისაგან იყოს დავალებული, მეორე – სააკაშვილის გეშინოდეს, მესამე, არ გინდოდეს იმის აღიარება, რომ არ გაამართლა იმან, რასაცერქვა „დემოკრატიის შუქურა“! ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკელ და ევროპელ ხალხს საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა ამოძრავებთ, მაგრამ ეს სააკაშვილი რა გახდა ასეთი?! მე მაგალითად ეჭვი არ მეპარება,რომ ევროპის „სახალხო პარტიის“ ლიდერები და მათ შორის ბელგიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სააკაშვილის დიდი ადვოკატია, სააკაშვილს მოსყიდული ჰყავს!!!

– ჩემს მობილურზე ზარები არ წყდება.. საიდან არ მირეკავენ აღშფოთებული ქართველები და თავიანთ უკმაყოფილებას არ მალავენ – ივანიშვილმა თქვა, ყველას ყველაფერი ვაპატიოთო და თუ ამათ ყველაფერი შერჩათ, მაშინ ჩვენ რისთვისღა დავუჭირეთ მხარი „ქართულ ოცნებას“?

– ბატონო დიტო, ივანიშვილი მოიქცევა ისე, როგორი განწყობაც ექნება ქართველ ხალხს!..

– ბატონო თემურ, ქართველი ხალხის განწყობა ხომ იცით როგორიც არის? ქართველ ხალხს უნდა სააკაშვილი საბრალდებო სკამზე დასვას და ეს ბატონმა ბიძინამაც კარგად გაიგოს და ყველა მოკვდავმა თუ უკვდავმა პოლიტიკოსმა!

– ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი ღირსება – ის არავის არაფერს პატიობდა და თავის უახლოეს ნათესავს არ აპატია რაღაც, რის შესახებაც მერე მთელი საქართველო ლაპარაკობდა!.. თუ გინდა ქვეყნის საქმეები გააკეთო, უნდა მოქმედებდე სიბრძნით უნდა იყო მართალი, ზომიერი, უნდა იყო სამართლიანი, უნდა გქონდეს სიმამაცე!.. ხალხი მირეკავს, გაგიჟებულია, მეუბნებიან ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ზარზეიმით დადიან რესტორნების გახსნაზე და არის ერთი ამბავიო… უკაცრავად პასუხია და ამ დღეებში საუნებში ყრიან, თურმე (!!!)

– და ამათ რამე უნდა ვაპატიოთ, ბატონო თემურ? ხალხი მართლაცდა ისეა გადარეული, ამათ ყველას ერთად შეჭამს!

– კი, ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა მიიღეს იმად, რომ არაფერზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ , სააკაშვილმა საკრებულოებთან ატეხილი აქციები გააჩერა და ა.შ. ეს ყველაფერი ხალხში ქმნის ილუზიას, რომ „ნაცები“ მობრუნდებიან, რაც, რა თქმა უნდა გამორიცხულია, მაგრამ სიტუაცია ასეთია!.. ეხლა სააკაშვილი იმიტომ ჩავიდა ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, რომ შეაჩეროს რყევები თავის რიგებში, რადგან ბევრს მედროვეს უკვე „ოცნებაში“ გადახტომაზე ეჭირა თვალი. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ არავითარი მომავალი არ აქვთ. მე არ მინახავს სააკაშვილისა და მისი ხროვის მიმართ ისეთი ზიზღი, რასაც ეხლა რეგიონებში სტუმრობის დროს შევხვდი!.. ხალხი ჭკუიდან არის გადასული და მე არ ვიცი, რა მოხდება !!! ახლა ეს უსინდისო კაცი რომ გამოდის და რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებზე ლაპარაკობს, მე ვარ იმის თვითმხილველი, და მომსწრე, რასაც ესენი 2003 წლის იმ ავადსახსენებელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აკეთებდნენ – 2003 წლის 24 ნოემბერს დაურეკეს სათითაოდ ყველა გუბერნატორს და უთხრეს, – თქვენი ნებით გადადექით, თორემ არ დაგინდობთო!.. მე რა თქმა უნდა წინა დღით გადავდექი ჩემი ნებით და ეს მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ ასე იყო… ესენი როგორ საუბრობენ საერთოდ რამეზე?! ახლა დაუჯერებელი რამე უნდა გითხრათ: სააკაშვილის დროს თურმე შსს სამინისტროს მუშაკებს 350 დიპლომატიური პასპორტი ჰქონიათ, 200-მდე დიპლომატიური პასპორტი ჰქონიათ სხვა სამინისტროების წარმომადგენლებს (!!!) მთელ საქართველოში დაახლოებით 200 დიპლომატიური პასპორტი იყო გაცემული…. დაბეჯითებით შეიძლებ ითქვას, რომ სააკაშვილის ხელში საქართველოს გაცემული აქვს გაცილებით მეტი დიპლომატიური პასპორტი, ვიდრე, მაგალითად აშშ-ს (!!!) …ანუ ეს ხროვა დარბის საზღვარგარეთ, აქვს ფული, მუშაობენ უცხოელებთან, აწერინებენ მათ ათას უბედურებას და არიან ერთ ამბავში… სააკაშვილი უნდა დამთავრდეს! ის უნდა გადადგეს!

– ბატონო თემურ, გეთანხმებით, ხალხში სააკაშვილის მიმართ არის უდიდესი აგრესია, მაგრამ თუ ეს ნაძირალები ციხეში არ ჩასვეს, ხომ შეიძლება ეს აგრესია ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მიიმართოს?

– სწორი და სამართლიანი კითხვაა!.. ხალხი არის გაგიჟებული… მითხრეს – ჩასულა თურმე რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთში, „ქართული ოცმნების“ ორმა წარმომადგენელმა აქეიფა და ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, – ნიკოლაიშვილს არაფერში ბრალი არ მიუძღვისო!..

– ვის არ მიუძღვის ბრალი არაფერში, ნიკოლაიშვილს? აბა ვის მიუძღვის? ნიკოლაიშვილი არის სააკაშვილის ერთ-ერთი ხაზინადარი, უზარმაზარი ფული იშოვა ხალხის ხარჯზე!..

– დიახ!.. აი, ასეთი ხალხი რომ იქნება „ქართულ ოცნებაში“ და ასეთ ხალხს რომ აპატიებს ბატონი  ბიძინა ივანიშვილი , ცუდად წავა საქმე. ბატონი ნაცვალაძე გამოვიდა მიტინგზე, თქვა, „ქართული ოცნების“ წევრებს დაგვცინიან, არად გვაგდებენ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დააწინაურა ახალმა ხელისუფლება, და გულზე ვართ გახეთქილებიო!..’

– ხო, დააწინაურონ და ეგენი შეუკმაზავენ ამათ შეჭამადს!

– ეროვნული გმირის წოდება რომ მიანიჭეს იმ ჯარისკაცს – დამენიას, მამამისი ტიროდა საფლავზე, რომელმაც მითხრა, სააკაშვილმა რაც გმირობა მიანიჭა ჩემს შვილს, იმის შემდეგ არავის გავხსენებივარო!.. ამის შემდეგ, მეგობრებო რომელ თქვენგანს აქვს აქვს კიდევ სააკაშვილის იმედი?

– ბატონო თემურ, თუკი სააკაშვილი არ გადადგება, რას იზამთ,რა მოხდება?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ 4 იანვარს მივდივართ და ვაბარებთ ამ ულტიმატუმს!.. 4 იანვრიდან 19 იანვრამდე, ალბათ ყველა თავმოყვარე პარტია ხელს მოაწერს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას!.. ერთი რამ ფაქტია, დღეს, ისე, როგორც არასდროს, სააკაშვილი ჩვენი ქვეყნისთვის იქცა არნახულად დიდ უბედურებად… დღეს სააკაშვილის პრეზიდენტობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მშვიდობა არ იქნება, საქართველოში ეკონომიკა არ იქნება და საქართველოში კიდევ უფრო უარესად წავა საქმე!.. ერთი კაცი არის ამის მიზეზი და შემოქმედი, თავის კორუმპირებულ ადგილობრივ თუ უცხოელ მეგობრებთან ერთად – მიშა!.. მე იმედი მაქვს, რომ 19 იანვრამდე შედგება დიდი ქართული ერთობა, მით უმეტეს მაშინ, როცა დიდმა ქართველმა მოქანდაკემ, ხელოვანმა, მერაბ ბერძენიშვილმა შინ მიგვიღო და ხელი მოაწერა სააკაშვილის გადადგომას!.. როდესაც პრეზიდენტი არ უნდა მერაბ ბერძენიშვილს ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორტქიფანიძეს, რეზო ჩხეიძეს, მეტი რაღა უნდა მოხდეს? ბატონი გუჯა ბურდული, ისმენს ახლა ჩვენს საუბარს, კაცმა ორი მეფის როლი ითმაშა, არასდროს არც ერთ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ აღშფოთებულია იმით,რაც ხდება! როცა ამ ხალხს არ უნდიხარ და შენ მაინც გაიძახი, მე პრეზიდენტი ვარო! – ეს არის კატასტროფა!

– ბოლოს და ბოლოს, რა არის თქვენი ამოცანა?

– კარგი კითხვაა!.. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ „ქართულ ოცნებას უნდა ჩამოვაცილოთ „ნაცმოძრაობა“ და ჩასაფრებული პრეზიდენტი!.. შესაძლოა ჩვენი ეს ჩანაფიქრი „ქართულ ოცნებაში“ ბევრს არ სიამოვნებდეს, რადგან ისინი ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს!.. როგორც კი ამას გავაკეთებთ, მერე ავიღებთ ხელში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილი საქართველოს გადარჩენის პროგრამას და ვაცხადებთ, – აჰა, ბატონო ბიძინა, ჩვენ თქვენ და მთელს საქართევლოს მოგაშორეთ ეს ჭირი, მაგრამ ახლა უკვე ვიწყებთ თქვენი პრგრამის კონტროლს და აღარ იყოს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ „ამის გამო ვერ შევასრულე და იმის გამო ვერ შევასრულე!..“

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *