თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილს აქვს მზაკვრული გეგმა…

saakსააკაშვილს აქვს ძალიან მზაკვრული გეგმა.  ის არჩევნების 6 თვის თავზე  პარლამენტს შესთავაზებს თავის მთავრობას. თუ პარლამენტი არ დაუმტკიცებს ორჯერ, დაითხოვს  პარლამენტს და არჩევნებს თავისი მთავრობით ჩაატარებს არჩევნებს. თეთრების ლიდერი  ამის შესახებ  ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში საუბრობდა

„ქართული ოცნების“  პროგრამა არის უნიკალური, მაგრამ ჩასაფრებული პრეზიდენტი ყველანაირად შეუშლის ხელს მის განხორციელებას,  ხალხში გაიზრდება იმედგაცრუება, რაც საბაბს მისცემს სააკაშვილს დაითხოვოს მთავრობა.

ვანო მერაბიშვილი დაინიშნება შს მინისტრად, ხოლო პრემიერად სხვა კანდიდატურა დასახელდება.

მზაკვარია  და ახალი მთავრობის თავმჯდომარეზე არა მარტო სააკაშვილი ფიქრობს, არამედ დასავლეთშიც ეძებენ პიროვნებას, რომელიც პრემიერად გამოდგება. დაასახელებს სააკაშვილი ამ პიროვნებას, იტყვის, რომ მას დასავლეთის გავლენიანი ფიგურები უჭერენ მხარს და მერე ის შემოგვთავაზებს ახალ მთავრობას, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იქნება შს მინისტრი და რომელიც  ჩაატარებს არჩევნებს. რაც დიდ არეულობას გამოიწვევს ქვეყანაში.

ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვამბობთ, 21 იანვრიდან სააკაშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი. პარლამენტს უკვე  მივმართეთ წინადადებით, რომ ხელმოწერები შევაგროვეთ,   20 იანვარს წარმოვადგენთ დოკუმენტებს,   რომ  უნდა გასამართლდეს  „ნაციონალური მოძრაობა“  რომელმაც გენოციდი მოუწყო საქართველოს მოსახლეობას, უნდა გასამართლდეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ელიტარული კორუფციისათვის, რომლის სათავეში პირადად სააკაშვილი დგას. და კიდევ ერთი  მომენტი: პრეზიდენტი არის პრაქტიკულად უუნარო. რასაც ადასტურებს მისი ავღანეთში ჩასვლა და იქიდან დუბაიში გამგზავრება…

ხოლო მის მიერ ამას წინათ ბელგიაში გაკეთებული განცხადება, რომ, „საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი“ –  მხოლოდ არაქართველს შეეძლო ეს ეთქვა.იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ამბობს, საბჭოთა კავშირის დროს ქართული კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და მედიცინა პირველობდა. სააკაშვილმა კი ეს ყველაფერო გაანადგურა თავისი ავტორიტეტით.

 

სრულად: ინტერვიუ “ახალ თაობას” 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *