სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

Baneri kreba„სახალხო კრება“ თანადგომას უცხადებს და პატივს მიაგებს ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა მთელს მსოფლიოს აუწყოს რომ საქართველო ნეობოლშევიზმს არ შეეგუება!

დღეს, 2012 წლის 29 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ერთად დადგეს, რომ ხელისუფლებამ ახლა მაინც იგრძნოს, რომ უნდა წავიდეს! ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს რომ მივიდნენ 1 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და ოფიციალურად დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი ხალხზე მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ.

ორ დღეში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისათვის, რეალური დემოკრატიული ცვლილებებისა და ქვეყნის ღირსეული მომავლისათვის.

თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად ამჟამინდელი დამნაშავე ხელისუფლების უპრეცედენტო ძალადობისა, უნდა დაძლიოს შიში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოელის „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას, რეალური ოპოზიციის გამარჯვებას და პარლამენტში უმრავლესობით შესვლას, რაც იქნება არსებული მანკიერი და დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისი.

გახსოვდეთ, თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული გავახანგრძლივებთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატურას.

მოძალადე ხელისუფლებას მომავალი საპარლამენტო არჩევნები უკვე დიდი ხანია გაყალბებული აქვს და ახლა მხოლოდ ამ გაყალბების გაფორმებას ცდილობს. ამის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, კი სწორედ ჩვენს ხელშია, თითოეული მოქალაქის ხელში – ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე! ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაფიქსიროთ უპრეცედენტოდ დიდი აქტივობა, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას ხმებით მანიპულირების საშუალებას.

„სახალხო კრება“ მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

გვახსოვდეს, თითოეული ჩვენთაგანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!

ყველანი არჩევნებზე – ძალა ხალხშია!“

2012 წლსი 29 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *