(interpressnews,ge)პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შემუშავებული მემორანდუმის ხელმომწერები 20 იანვარს “ღირსების შეკრებას” გამართავენ

 

saakashპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შემუშავებული მემორანდუმის ხელმომწერი პირები და ორგანიზაციები 20 იანვარს “ღირსების შეკრებას” გამართავენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ორგანიზატორებმა აცნობეს, 13:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან საჯაროდ გამოაცხადებენ სააკაშვილის პრეზიდენტობის საკონსტიტუციო ვადის დასრულებას და “გააცილებენ პრეზიდენტობიდან”.

“ჩამოვაყალიბეთ მოქმედების გეგმა 20 იანვრამდე და 20 იანვრის შემდეგ.
20 იანვარს, 13:00 საათზე გვსურს ჩავატაროთ “ღირსების შეკრება”! – პრეზიდენტის სასახლესთან, ავლაბარში საჯაროდ გამოვაცხადოთ სააკაშვილის პრეზიდენტობის საკონსტიტუციო ვადის დასრულება და გავაცილოთ იგი პრეზიდენტობიდან!”, – აცხადებენ ორგანიზაცია “ერთსულოვნებაში”.

პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით შემუშავებულ მემორანდუმს ხელს აწერს 50-ზე მეტი პირი და ორგანიზაცია, მათ შორის რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, გოჩა აროშიძე, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, ჯემალ ჯიქია, მარინა კაჟაშვილი, ნანა შარაშიძე და სხვები.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *