“სახალხო წარმორმომადგენლობითი კრება” რაიონულ კომიტეტებს შექმნის

97347ec81a2fbff0254d5a178be4de3d “სახალხო წარმორმომადგენლობითი კრების” აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რაიონული კომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ, “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “სახალხო წარმომადგენლობითი კრება” შექმნის რაიონულ კომიტეტებს, რომლებიც აქტიურად, უმოკლეს დროში დაიწყებს მუშაობას “სახალხო კრებაზე” მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვიწყებთ რაიონული კომიტეტების ჩამოყალიბებას რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. Pპირველ რიგში რაიონული კომიტეტები შეიქმნება თბილისში შემდეგ, მთელ საქართველოში. Eეს იქნება უწყეტი პროცესი და ყოველდღიური მუშაობა, რომელიც უმოკლეს დროში დასრულდება”-განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

გაფრინდაშვილის ინფორმაციით, დაიწყება მუშაობა ქომაგის ინსტიტუტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება რეალური დამცველი იმ ადამიანების, ვის მიმართაც ხელისუფლება უსამართლო ზეწოლის განხორციელებას აპირებს.

29.11.2010
სააგენტო “ექსპრესნიუსი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *