თემურ შაშიავილი: “ჩვენ ვიცავთ მომავლის პროგრამას, ვიცავთ ქართველი ხალხის ღირსებას “

temmmm20 იანვრიდან ქვეყანაში იქმნება ახალი რეალობა. ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ ამ ახალი რეალობის დაწყებას. 20 იანვარს, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაგეგმილია „ღირსების შეკრება“. ღირსება აქვს ხალხს რომელიც იცავს და პატივს სცემს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას და არავის მისცემს უფლებას მიიტაცოს, ან თვითნებურად გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ცივილიზებული ერი ვართ და ნურავინ გვკარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ. ეს არის ცივილური დამოკიდებულება ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის მიმართ: 20 იანვარს თავდება პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის 5 წლიანი ვადა და ის უნდა წავიდეს.

მეორე მიზეზი ჩვენი აქტიურობისა. სააკაშვილს არასდროს აკლდა თავხედობა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გათავხედდა. მისი ბოლო დროის გამოსვლები ამის ნათელი მაგალითია. თუნდაც ქუთაისში მან განაცხადა, რომ თურმე პარლამენტის გარეშე ქუთაისი არის მკვდარი ქალაქი. პარლამენტი არ ყოფილა არასდროს ქუთაისში, მიუხედავად ამისა ის მკვდარი ქალაქი არასოდეს ყოფილა. სააკაშვილს შემოაქვს რეგიონალური ცენტრის მცნება, რაც არ იცის მსოფლიო პრაქტიკამ და არის სამარცხვინო და დამღუპველი საქართველოსათვის.

პრეზიდენტი სააკაშვილი აშკარად ტოვებს წონასწორობიდან გამოსული კაცის შთაბეჭდილებას. მან დაკარგვა საკუთარი თავის კონტროლის და მართვის უნარი და ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერაფერი შეაკავებს, თუ 20 იანვარს არ დავდექით ფეხზე.

1 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას. ამ ადამიანებმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩნეს. მათ დააფიქსირეს თავისი გვარი, სახელი, მონაცემები… ჩვენ მათ წინაშე ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავიცავთ მათ ინტერესებს! ჩვენ მივმართავთ მათ მიერვე არჩეულ პარლამენტს და მთავრობას – ყური მიუგდონ ამ ადამიანების მისწრაფებას. რეალურად კოჰაბიტაცია არის ნაცმოძრაობის გადასარჩენად მოგონილი. ჩვენ ვაცხადებთ: ნაცმოძრაობა კი არ უნდა გადარჩეს, არამედ უნდა გასამართლდეს, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია!

კიდევ ერთი. „ქართული ოცნების“ პროგრამა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც ქვეყნის მომავლის პროგრამას, ვერ შესრულდება ჩასაფრებული და მტრულად განწყობილი პრეზიდენტის პირობებში.

20 იანვარს, 13:00 საათზე ჩვენ გამოვდივართ პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, ჩვენ ვიცავთ მომავლის პროგრამას, ვიცავთ ქართველი ხალხის ღირსებას

დარწმუნებული ვართ, რომ პარლამენტშიც და მთავრობაშიც ბევრი იზიარებს ჩვენს სულისკვეთებას, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც თქვა, რომ 21 იანვრიდან სააკაშვილი აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი.
ჩემი მოწოდებაა ვიყოთ ღირსებით და დავიცვათ ქვეყნის ღირსება!
დარწმუნებული ვარ, 20 იანვარს „ღირსების შეკრებაზე“ ღირსეული ადამიანები მოვლენ!

 

 

გამოსვლა “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *