აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გრძელდება (აქციის მეორე დღე)

21.2პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან 24 საათიან რეჟიმში გრძელდება ხელმოწერების შეგროვება მემორანდუმზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

20 იანვარს, „ღირსების შეკრების“ 2 500 მონაწილემ დააფიქსირა მემორანდუმზე თავისი ხელმოწერა, ხოლო გუშინ, 21 იანვარს 3 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით გუშინ ხელმოწერების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა.

აქციის მონაწილეების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია პრეზიდენტყოფილის გამოსვლამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს სხდომაზე, რაც წარმოუდგენელ თავხედობად და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად იქნა აღქმული საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

„დღეს ჩვენ მოვუსმინეთ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ, „- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

დღეს, 16:00 საათზე გაიმართება შტაბის გაფართოებული შეკრება, სადაც იმსჯელებენ სამოქმედო გეგმებზე, გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეებსა და პრესის წარმომადგენლებს ეცნობებათ ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც გაიმართება დღეს 18:00 საათზე

კოალიცია ერთსულოვნების
საინფორმაციო სამსახური
22.01.2013

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *