(ალია) თემურ შაშიაშვილი:რაღა მაინც 21 იანვარს გამოიყვანეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სააკაშვილი?!

 

me2კოალიცია ერთსულოვნება, რომელმაც ავლაბრის რეზიდენციასთან კარავი დასცა, თვითმარქვია პრეზიდენტის – სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში შეშვებას არ აპირებს.

თუმცა არსებობს ერთი საფრთხე – როგორც თამარ მეფეს გაეპარა და გაუძვრა საქართველოში შემოჭრილი ერთი მტარვალი ქართველების მიერ ალყაშემორტყმული ციხიდან საკანალიზაციო ხვრელით, ანუ „ქართლის ცხოვრების“ თანახმად „სასდუნავით“, მიხეილ სააკაშვილსაც შეუძლია იმავე მეთოდით შეძვრეს შენობაში და პროტესტანტები პირში ჩალაგამოვლებული დატოვოს!
მიშას ისე უყვარს სკამი, და ახლა ისე უჭირს, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგა, უსათუოდ დურთავს თავს საკანალიზაციო ხვრელში…
„ალიას“ ესაუბრება „თეთრების“ ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი

– ბატონო თემურ, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ვიცე პრემიერობიდან გაათავისუფლა?
– თუ ეს ემსახურება ერთი პარტიის – რესპუბლიკელების გაძლიერებას, ძალიან ცუდია!.. თუ ეს უკავშირდება ალასანიას შესაძლო მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ნორმალურია, მაგრამ თუ ეს არის შეხლა-შემოხლა პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, არა მგონია, დღეს საქართველოს გადასვლა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე კარგი იყოს!…ეს რესპუბლიკელების იდეაა და არ ვიცი, მათშია დაბადებული, თუ ვინმე გარედან კარნახობს მათ ამ იდეას! ქვეყანას არც ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება და არც „დაჩმორებული“, მე ბალანსის მომხრე ვარ!.. ჯერჯერობით მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ!..

– თქვენმა და თქვენი თანამოაზრეების მოძრაობამ – „ერთსულოვნებამ“: ძალიან დიდი საქმე გააკეთა, მილიონი ხელმოწერა დადო სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და ხელმოწერები ახლაც გრძელდება… მიუხედავად ამისა, სააკაშვილი გადადგომას არ აპირებს რას გეგმავთ?

– მე წარმოდგენა არ მქონდა იმის შესახებ, სააკაშვილი ხალხს ასე თუ ეზიზღებოდა და სძულდა. რად გინდა პრეზიდენტობა, მოსახლეობის ერთ პორცენტსაც თუ ასე სძულხარ და აქ ხომ ერთ პროცენტზე არ არის საუბარი? რიგები დგას ხელმოწერებზე და დღე და ღამ ხალხის ნაკადს ვერ ავუდივართ. გუშინ, მაგალითად, კაკაბეთიდან ქალბატონი ჩამოვიდა, რომელიც ადრე „ნაცმოძრაობასთან“ ყოფილა დაკავშირებული და იცით, რა თქვა? – მთელი ღამე არ მეძინა, ხელი მომაწერინეთ იქნებ ამით მაინც შევიმსუბუქოთ ის დანაშაული, რაც ჩემი სინდისის წინაშე მიმიძღვისო!..

– სოციალურ ქსელებში ვიღაცეები წერენ, ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები და სააკაშვილის პრეზიდენტობას 2 მილიონი კაცი უჭერს მხარსო!..
– სასაცილო და სისულელეა ეს ყველაფერი!.. მე ვიცი, რომ მაზმანიანი აგროვებდა რაღაც ხელმოწერებს, რომელიც თავის თავს „ქართველ პატრიოტს“ ეძახის… რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, როცა სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს პატრიოტობაზე დებს თავს, მაგრამ პატრიოტი თუ ხარ, როგორ უჭერს მხარს იმ კაცს, რომელმაც ქვეყანა შეარცხვინა და მიწაზე იფორთხა? 4 ათასი წლის განმავლობაში არც ერთი ქართველ მეფეს მიწაზე არ უფორთხია და ასეთი კაცს გვერდით უდგახარ და თან გაიძახი, პატრიოტი ვარო? დამისახელეთ ერთი საქართველოში რომელიმე ცნობილი კონსტიტუციონალისტი, რომელიც იტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა არ გასვლია!…

– სწორედ მაგის შესახებ მინდოდა მეკითხა თქვენ ერთგვარი უკმაყოფილება გამოთქვით, მაგალითად, იმავე ვახტანგ ხმალაძის მიმართ, – რატომ ხმას არ იღებსო!
– დიტო ბატონო, ხმალაძე არც კონსტიტუციონალისტია და არც იურისტი!..

– ვიცი, ფიზიკოსია…
– ჩვენ გვყავს ევროპული რანგის იურისტები და კონსტიტუციონალისტები – ბატონი მინდია უგრეხელიძე, ქალბატონი ევა გოცირიძე, იუსტიციის დღევანდელი მინისტრი – ქალბატონი წულუკიანი, მსოფლიო იურისტთა ფედერაციის პირველი ვიცე- პრეზიდენტი – ბატონი პაატა ცნობილაძე…

– ბატონო თემურ, თქვენ ისიც თქვით, – პარლამენტი დაჩოქილიაო!.. რას გულისხმობდით?
– დაჩოქილია, აბა რა არის? პირად საუბარში ყველა ამბობს, რომ სააკაშვილს უკვე გაუვიდა საპრეზიდენტო ვადა, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ არ უნდათ კონფრონტაციაზე წასვლა!… ჯერ ერთი, საკუთარ ხალხთან მიდიხარ კონფრონტაციაზე და სააკაშვილი ვინ არის მერე მეორე, სააკაშვილი რომ იყოს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ჰყავს იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, ისრაელს, კი ბატონო, არ ამოიღებ ხმას, მაგრამ ხომ ხედავთ, კაცი ერას აკეთებს და რას ლაპარაკობს? მლანძღონ, მაგინონ, მაგრამ დაჩოქილი პარლამენტი აბა, რა არის? კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით დფა კაცი იზახის, – არა ათი თვე კიდევ უნდა ვიყოო!.. ორგანულ კანონში წერია, არ შეიძლება იმ პირის დანიშვნა თანამდებობაზე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეო, მაგრამ მაინც დანიშნა გუნავა სამეგრელოს გუბერნატორის თანამდებობაზე!… კანონში ისიც წერია, რომ გუბერნატორი პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, მაგრამ არავის არაფერს ეკითხება და რასაც უნდა, იმას აკეთებს!.. დაჩოქილი პარლამენტი, აბა რა არის?

– რატომ ხდება ასე, გარიგებულები არიან ერთმანეთში, თუ რაშია საქმე?
– რატომ ხდება და საქართველოს ან რუსი უნდა აჯდეს თავი, ან ამერიკელი და და იმიტომ ხდება!.. სერიოზული გარიგებაა!..

– ვისთან?
– ყურადღება მიაქციეთ, – რაღა მაინცდამაინც 21 იანვარს გამოიყვანეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სააკაშვილი? რატომ არ გამოიყვანეს ჩვიდმეტში, თვრამეტში? ამით ჩვენ დიდიშეურაცხყოფამოგვაყენეს, – თქვენ მანდ გინდა ხელმოწერები აგროვეთ და რაც გინდათ ის აკეთეთ, ჩვენ როგორც გვინდა, ისე იქნებაო! საპარალმენტო ასამბლეა არ არის ევროპარლამენტი, ან ევროკონმისია, ის უფრო დაბალი დონეა, სადაც პერზიდენტებს მისვლა უხარიათ. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ  გავლენიან ქვეყნის პრეიზდენტს, რომელიც უკამნასკნელ ხანს საპარალმენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მაგრამ სააკაშვილს ტრიბუნა სჭირდება და ყველაფერზე თანახმაა. იცით კიდევ რისთვის იყო ჩაბრძანებული? თავი მოიკლა, დავოსში უნდოდა მიწვევა, მაგრამ უარი უთხრეს ამ საცოდავს, რომელიც დადის და ასე მათხოვრობს!… აი,საპარალმენტო ასამბლეაზე გაუღეს კარი და ესეც შევარდა შიგ… სააკაშვილმა გაანადგურა და მიწასთან გაასწორა საქართველოში ევროპისა და ამერიკის ავტორიტეტი, უცხოელებს რომ ველაპარაკებით იცით, რა მითხრეს ამ დღეებში? თქვენ მონანიება მოგიწევთ იმის გამო, რომ ცხრა წელი ასეთი კაცი გყავდათ ხელისუფლების სათავეშიო(!!!) …  გული მისკდება ამაზე! ამერიკის პრეიზდენტის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, დავოსში არ მიიწვიეს, აქ ავლაბრის რეზიდენციასთან ასეთი ამბავია და წავიდა ევროპის ასამბლეაზე. სხვათა შორის, ჩვენ ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია სააკაშვილის გამოსვლამ, – აღშფოთებული ხალხი ერთიანად მოგვაწყდა ხელმოწერების შეგროვების მიზნით და ხალხი არის აღშფოთებული…

– სადამდე მივა ეს ყველაფერი, ბატონო თემურ?
– ამერიკაც, ევროპაც, რუსეთიც პარლამენტიც მთავრობაც ყველა ჩვენს წინააღმდეგ არის განწყობილი და არც ერთს არ უნდა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ!.. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ იყო ამათ შორის შეთანხმება, მაგალითად ამ ფორმით, – არჩევნებს ნუ გააყალბებ და ბოლომდე დაგაცდით!“ სააკაშვილის დარჩენა ამ პოსტზე არის მუდმივი ზეწოლა სააკაშვილზე და თუ სააკაშვილი დარჩა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მან ქვეყანა ჩაბაას სასტიკ ომში! აცნობიერებთ ამას, ბატონო პარლამენტარებო?

– რით დასრულდება ეს ყველაფერი, რას აპირებთ?
– როგორც ვიცით , სააკაშვილი 25 იანვარს უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ჩვენ მოქალაქე სააკაშვილის გადაადგილების წინააღმდეგი არ ვართ. მაგრამ 20 იანვრის შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის და ჩვენ მას ავლაბრის რეზიდენციაში, როგორც პრეზიდენტს არ შევუშვებთ!.. აეროპორტში რომ არ შემოვუშვათ, ჩვენ მაგის უფლება არ გვაქვს, მაგრამ თუ თბილისში ჩამოფრინდება, ჩვენ მას სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ!

-კარგი რა, ბატონო თემურ, როდის იყო , მას რაიმეს რცხვენოდა?
– ჩვენ 25 იანვარს ავლაბრის რეზიდენციას შემოვარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს და სააკაშვილს იქ მანქანებით არ შევუშვებთ, თუ შესვლა უნდა, მოქალაქე სააკაშვილმა აიღოს საშვი და ისე შევიდეს რეზიდენციაში!

– მაგ რეზიდენციას გვირავბები აქვს, ზოგი ავლაბრის მეტროდან ამოდის, ზოგი – საიდან. შეგეპარებათ შიგნით ეგ შეჩვენებული…
– შეგვეპარება? მაშინ ვიმოქმედებთ ისე, რომ გარეთ ვეღარ გამოვიდეს!..

– იმ გვირაბში გოგირდი აუხრჩოლეთ,ვეღარ შეძვრება!
– ეგ არის ღირსებადაკარგული კაცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება იმის შემდეგ, რასაც ვითმენთ? კაცი გადადგა, მერე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყარა არჩევნები მოიპარა და არსაფ მომხდარა, რომ გადამდგარ კაცს არჩევნებში მონაწილეობა მიეღოს… ახლა იძახის, ხუთი წლით კი არა, ექვსი წლით ვარ არჩეულიო!.. გასაგებია, სააკაშვიოლი უღირსია, მაგრამ ჩვენ ღირსება არ გვაქვს? სააკაშვილმა დაიჩოქა, ხოლო პარლამენტი ახლა იჩოქებს, როცა ომი ელოდება წინ ასეთი პრეზიდენტის ხელში!.. ეს უსინდისო და უნამუსო კაცი, – კანონპროექტი გამოიტანა, ხალხს ეკონომიკური დანაშაული ვაპატიოთო!.. ანუ მე და ჩემს გუნდს გვაპატიეთ ყველაფერიო,რადგან ქურდები ხომ ესენი არიან?! მართვის ინსტიტუტის უზარმაზარი შენობა, სადაც ტვინით გატენილი მეცნიერები მუშაობდნენ, ბატონი მინდია სალუქვაძის ხელმძღვანელობით, ბეჟუაშვილებმა ჩაიგდეს ხელში და ვაპატიოთ? სააკაშვილის დედისა და ბეჟუაშვილების ხელშია თბილისის ყველა უნიკალური შენობა და ვაპატიოთ? ჩვენ ვგეგმავთ ელჩების წაყვანას სიხარულის ქუჩაზე, სადაც სააკაშვილსა და მერაბიშვილს სასახლეები აქვთ, და ხომ ამბობენ, რომ მსგავსი არაფერი გაგვაჩნიაო, გაარკვიონ, ვისია ეს სასახლეები!.. ჩვენ პროკურატურას გადავცემთ სულ მცირე, ოცი სახლის სიას მაინც. ჩვენ წავიყვანთ ელჩებს ბუკიას ბაღში და ვაჩვენებთ, სად ცხოვრობენ სასამართლოს თავმჯდომარე და მისი ძმა. ჩვენ გავუგზავნით მილოცვის წერილს ბატონ ობამას და ძალიან ბევრ რამეს ვაცნობებთ მას… ჩვენ ჩავატარებთ კონფერენციას – „საქართველოს მოსახლეობის გენოციდი“, სადაც დავდებთ ფაქტობრივ მასალას, როგორ დააქციეს სააკაშვილმა და მისმა ხროვამ საქართველო!.. დაუჩოქებს და გაუყუჩდება ამ ყველაფერს პარალმენტი, მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი? დაუჩოქონ!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *