ამპარტავნობა? მკრეხელობა? უგუნურება?

images (1)არა ბატონო, ამას უკვე სახელი არ აქვს იმ ენაში, რომელშიც „… წვიმას აქვს სახელი ცხრა“.

ავადსახსენებელი ნაცები ჯერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაერივნენ. შემდეგ სრულიად საქართველოს მოსახლეობა სცემეს, დაატუსაღეს, შეურაცხყვეს, შემდეგ გარდაცვლილებზეც კი იძალადეს, ხალხი რომ აღარ დარჩა, ძეგლები აყარეს და ააფეთქეს, და აი, მივიდნენ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს ეკლესიის უდიერად ხსენებამდე, სამშობლოს საწინააღმდეგოდ საქმიანობაში ბრალდებამდე!

თან რა გვარიშვილებმა – რატიანმა და ჯაფარიძემ. საქართველოს სიდიადის საქვეყნოდ გამტანთა ორმა უკეთურმა მოგვარემ, ორმა ცოდვილმა თავს ლაფი დაისხა და საშვილთაშვილოდ სამარცხვინო საქმე იკისრა – სამშობლოსათვის „საზიანო საქმეში მონაწილეობა“ სულ პუნქტ-პუნქტად ჩამოუწერა უწმიდესსა და უნეტარესს, ქართულ სამოციქულო ეკლესიას, ღვთისმოყვარულ ყოველ ქართველს.

არათუ პასუხის, სალმის ღირსნიც არ არიან ეს ძალად ქართველნი, ძალად დეპუტატნი, ნებით – თახსირნი, სულით – შერყვნილნი.

სრულიად საქართველოს პატრიარქს თხოვნასაც ვერ შევბედავ, მხოლოდ მოწიწებით და გულმხურვალდე გავიმეორებ ქართული კაზმული სიტყვის ბერმუხის – ბატონ რეზო ამაშუკელის სიტყვებს, ნათქვამს 2013 წლის 10 იანვარს

ქართველთ პატრონო! სახიერო სიბრძნის ნათებავ!
გადაეფარე, ვით ყოველთვის, შენს ერს და სამწყსოს!
ეს მანქურთები შეაბრუნე ღორების კოლტში
და ნუ შეუნდობ დანაშაულს უპატიებელს!
საჯენ, დაგმე და შეაჩვენე ეშმაკეული,
დასვი წერტილი უფლის ნებით, დასვი წერტილი!

„თეთრები“ ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
გია სიხარულიძე
28 იანვარი 2013წ.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *