კოალიცია “ერთსულოვნების” განცხადება (28.01.2013)

ertsulovnebaბატონებო და ქალბატონებო!

ნება მიბოძეთ გავაკეთოთ განცხადება კოალიცია ,,ერთსულოვნების’’ სახელით:
საქართველოს პარლამენტი, ჩვენდა სამწუხაროდ, აყოვნებს და არ ახდენს სათანადო რეაგირებას, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, მისი დამოკიდებულების დაფიქსირებაზე.

პარლამენტი არჩეულია საქართველოს ამომრჩევლების მიერ და მისი ვალდებულებაა ამომრჩევლების ნების სამართლებრივი განხორციელება.

1 მილიონზე მეტი ხელმომწერის სახელით, საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ჩვენ მოვითხოვთ დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება პარლამენტმა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელება გადააბაროს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამასთან ერთად კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია, პარლამენტში მოწვეულ იქნას მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში და მითუმეტეს, როგორც პრეზიდენტს მიეცეს მას ანგარიშით გამოსვლის შესაძლებლობა.
ეს იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გაუგონარი შეურაცყოფა და ქვეყნის სირცხვილი.

ამისთვის ხვალ, 29 იანვარს, 15:00 სთ-ზე, სასტუმრო D-პლაზაში (წერეთლის 116), ჩვენს მიერ ჩატარდება რიგით მე-6 კონფერენცია, სადაც განხილული იქნება საორგანიზაციო საკითხები: მთელი საქართველოდან, ქუთაისში პარლამენტთან საპროტესტოთ, ხალხის თავმოყრისთვის და იმ დღეს, როდესაც სააკაშვილი დააპირებს პარლამენტში მისვლას – ღირსების შეკრებას მოვუწყობთ პარლამენტს ქუთაისში!

აღნიშნულის მოსამზადებლად ჩამოყალიბდება ჯგუფები და მთელ საქართველოს შემოვივლით ხელმეორედ, რათა ყველა ჩვენს თანამემამულეს ადგილზე გავაცნოთ ქუთაისში დაგეგმილი აქციის შესახებ. ამასთან ერთად ვაცხადებთ, რომ ხელმოწერები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თავად ხალხის ნებიდან გამომდინარე კიდევ გრძელდება და ალბათ მალე 2 მილიონსაც მიაღწევს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის და ამაში ერთსულოვანი უნდა ვიყოთ ყველა!

ამისათვის კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, ვისაც გული უძგერს საქართველოსთვის და ვიწვევთ ჩვენს კონფერენციაზე სასტუმრო D-პლაზაში 15:00 სთ-ზე (წერეთლის 116) – არ მივცეთ საშუალება სააკაშვილს კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი დაასათაუროს საქართველოს ისტორიაში და ყველამ ერთად, როგორც საქართველოს ხალხმა, დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი. ეს ისტორიული მოვლენაა და მასში მონაწილეობა ყველას ხვედრი და მოვალეობა უნდა იყოს.

მხოლოდ ჩვენი ერთსულოვნება გადაარჩენს
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!
გმადლობთ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *