( ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: ” ვინც 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის მოუსმენს, ღირსებას დაკარგავს!..”

ერის სირცხვილი2013 წლის 8 თებერვალს, საქართველოს წმინდა მეფის _ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საქართველოს ვადაგასული `პრეზო~ _ `მიხეილ დამაქცევარი~ ქუთაისურ პარლამენტში სიტყვით გამოვა!..

ვნახოთ, რა მოხდება საქართველოს `მამაქალაქში~ 8 თებერვალს და რას იზამს ხალხი და რას იზამს პარლამენტი, რომლის უუნარობისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ საზოგადოება ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობს!..
`ქრონიკას ესაუბრება `თეთრი მოძრაობის~ (თეთრები) თავმჯდომარე და მოძრაობა `სოლიდარობის~ ერთ-ერთი ლიდერი _ თეიმურაზ შაშიაშვილი

_ ბატონო თემურ, რომ არ დაიჭირეს და ვირის აბანოში არ უკრეს თავი, ეგ ცალკე უბედურებაა, მაგრამ თქვენ არ მიგაჩნიათ ხელისუფლების სისუსტედ ის, რომ უგულავას აქეთ ეახლნენ დასაკითხად და თბილისის მერი პროკურატურაში არ გამოცხადდა?
_ პირიქით, ეს ხელისუფლების სიძლიერეა და უგულავა რომ ამბობს, პროკურატურა ჩიხშიაო, პირიქით, უგულავაა ჩიხში და გამოძიებაც შეჰყვა მას ამ ჩიხში, რათა ის გამოიყვანოს სამზეოზე!.. ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის `ნაცმოძრაობასთან~ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს, ღონიერი განცხადებაა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლება ამ გზიდან არ გადავა!.. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ბატონ ბიძინას დაემართა ზოგჯერ ის, რომ მან თავისი ნათქვამი ბოლომდე ვერ გაიტანა.

_ ივანიშვილი ერთს ამბობს, მაგრამ აქეთ ვანო მერაბიშვილი იმუქრება, _ ჩვენ ოთხ წელს ვეღარ დავიცდითო!..
_ ვანო მერაბიშვილმა რაც თქვა, ამისთვის ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს!.. ირაკლი ბათიაშვილი იმისთვის დაიჭირეს, რომ ემზარ კვიციანს ინტელექტუალური მხარდაჭერააღმოუჩინაო!.. რაც ბლუ ვანო მერაბიშვილმა გააკეთა, დიახ ვანო მერაბიშვილი გახლავთ ბლუ და ნუ ეწყინება, რადგან `ბლუ~ სასტუმრო `ივერიას~ მიაწერეს წინ, ამის გულისთვის ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ!.. ბლუ ვანო მერაბიშვილი სააკაშვილთან ერთად არის საქართველოს სირცხვილი!

_ საქართველოს პარლამენტი არ იქნება ქვეყნის სირცხვილი თუ ის ვადაგასულ სააკაშვილს 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ფეხზე წამოუდგება და როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტს ისე მოუსმენს?
_ პირდაპირ ვაცხადებ, _ ვინც 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ის ვინც საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის მოუსმენს, ღირსებას კარგავს!.. ვინც გინდა იყოს და ვისაც გინდა ეწყინოს, მაგრამ ასეთი ადამიანი იქნება უღირსი. საქართველოს სირცხვილმა, მუცელზე მფორთხავმა კაცმა, _ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად გადმოიტანა პარლამენტში მოსვლის თარიღი 8 თებერვალს, თორემ 6 თებერვალს ჰქონდა დაგეგმილი მოსვლა…

_ რას აპირებთ, რა გეგმა გაქვთ?
_ მე არ ვაპირებდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს პარლამენტთან დგომას, მაგრამ გაიმართა `ერთსულოვნების~ დიდი საბჭოს სხდომა, მე აღმოვჩნდი უმცირესობაში და საქვეყნოდ ცნობილმა ადამიანებმა, ჩვენი ერის დიდმა შვილებმა მე საბოლოოდ დამარწმუნეს, რომ 8 თებერვალს სწორედაც რომ მთელი საქართველო უნდა დადგეს პარლამენტის შენობასთან და 8 თებერვალი უნდა იყოს 21-ე საუკუნის დიდგორი, როცა საქართველოში ქართველმა ხალხმა უწმინდურებაზე საბოლოოდ უნდა გაიმარჯვოს!.. ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტართა 99 პროცენტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი არ არის!.. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმე მოაზროვნეა სააკაშვილის ოჯახში, არც ისინი არ მიიჩნევენ მას პრეზიდენტად. აი, ასეთი კაცი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ტრიბუნაზე დგება…

_ ბატონო თემურ, რატომ ითმენს ეს ხელისუფლება ამას, რატომ?
_ ეს ხელისუფლება ამას რომ ითმენს, ხალხი არ უნდა ითმენდეს ამას!.. ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტი ეთანხმება ამ მუცელზე მფორთხავი კაცის, ამ პროფესიონალი მატყუარისა და ამ სოციალური დემაგოგის პარლამენტში გამოსვლას!.. დიახ, ბატონო ბიძინა, სააკაშვილს თქვენ უწოდეთ `პროფესიონალი მატყუარა” და ამ `პროფესიონალ მატყუარას” უსმენთ პარლამენტში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს? არ შეიძლება მიწაზე მფორთხავ კაცს პრეზიდენტად მიიჩნევდე, მით უფრო იმის შემდეგ, რაც მას საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა!..

_ მაინც რას აპირებთ 8 თებერვალს, გზას ჩახერგავთ და სააკაშვილს პარლამენტში არ შეუშვებთ თუ როგორ იქნება საქმე?
_ 6 თებერვალს, როცა პარლამენტის მუშაობა განახლდება, მე, თემურ შაშიაშვილი `ერთსულოვნების~ ლიდერებთან ერთად მივალ პარლამენტთან და მოვუწოდებ და ვთხოვ პარლამენტარებს, რომ ეს სამარცხვინო და მუცელზე მფორთხავი კაცი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს არ შეუშვან პარლამენტში!.. ეგ ადგილი, სადაც პარლამენტი დგას, არის წაბილწული, რადგან გორში მფორთხავმა სააკაშვილმა ვერ აიტანა ჩვენი ლეგენდარული მერაბ ბერძენიშვილის მემორიალი და ის პირტიტველა, ცხენზე ამხედრებული ვაჟკაცი, რომელიც არის თავისუფლების სიმბოლო… ააფეთქა, დააქცია ეს ფილოსოფიური ტრაქტატი და დედა-შვილი მოკლა!.. 8 თებერვალს ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ხალხს, იქ, პარლამეტთან მივიტანთ მილიონ 200 ათას ხელმოწერას, გავაკეთებთ ბარიკადებს და ვეუბნებით დეპუტატებს, _ გადააბიჯეთ ფეხი და შედით!.. 8 თებერვალს ჩვენ ვაპირებთ იმის განცხადებას, რომ მერაბ ბერძენიშვილის მემორიალი, სრულიად ახლებური გადაწყვეტით, ისე, როგორც ეს მას მიაჩნია, მომავალში უნდა აღდგეს!.. ეს იქნება ღირსების შეკრება. 8 თებერვალს, 12 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ გამოვხატოთ ერთსულოვნება და ხუთი წუთის განმავლობაში ყველგან, ყველა კუთხე-კუნჭულში მანქანებით მივცეთ სიგნალი!..

_ ბატონო თემურ, ხალხი არის ძალიან აგრესიულად განწყობილი და იქ რომ მიშას ხალხმა ქვები დასცხოს და ჩაქოლოს, მაშინ რა იქნება?
_ ჩვენ იქ მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიანი განწყობით… დღეს ბიძინა ივანიშვილი და `ქართული ოცნება~ უნდა გაკრიტიკდეს იმის გამო, რომ ჩვენი გაჭირვების ხარჯზე და საქართველოს მოსახლეობის დაბეჩავების ხარჯზე ისინი ეთამაშებიან ამ ბნელ პოლიტიკურ ძალას და არ მიუზღავენ იმას, რასაც ისინი იმსახურებენ!.. `ნაცმოძრაობა~ არის საქართველოს `შავი ჭირი~ და ის უნდა გასამართლდეს, როგორც ფაშისტური პატია!..

_ ფაშისტური პარტია კი არა, მერიაში ვიღაცებს სანთლები დაუნთიათ, არიქა, გიგი უგულავას არაფერი გაუჭირდეს და ციხეში არ გააქანონო!..
_ ნიურნბერგის პროცესზე, როცა ფაშისტებს ასამართლებდნენ, მათი ფანებიც ანთებდნენ სანთლებს!.. ბანდიტი უგულავა რასაცა ბედავს, ამას ვინ გაბედავს? ჩვენი ნაგვის გადასახადებით ხელფასებს იღებდნენ ისინი, რომლებიც ჩვენ გენოციდს გვიწყობდნენ!.. ამის მოთმენა შეიძლება? მაგრამ ეს არაფერია იმასთან რა თანხებიც ამათ რუსთაველის პროსპექტზე, სახლების შეღებვაზე, სახურავებზე, გზებზე აქვთ მოპარული. ჩვენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიწყებთ ამ ტერორისტული პარტიის _ `ნაციონალური მოძრაობის~ გასამართლებას. როგორც `მოქალაქეთა კავშირი~ საბოტაჟს ეწეოდა და ხალხს აბუნტებდა შევარდნაძის წინააღმდეგ, ზუსტად ისე იქცევა დღეს `ნაცმოძრაობა~, რომელიც ხალხს აბუნტებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ!.. ამათ დღეს იგივე იდეოლოგია აქვთ, რაც `მოქკავშირს~ ჰქონდა… დღეს საქართველოში კაცების დროა, ამ ქალაჩუნებისგან ქვეყნის გათავისუფლების დროა და ამიტომაც ვიქნები 7 თებერვლის ღამეს დავით აღმაშენებლის საფლავთან, ხოლო 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დილის 11 საათიდან პარლამენტთან!..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

One Comment

  1. რესპუბლიკური უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტისაგან კარგს რას უნდა მოველოდეთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *