( ასავალ-დასავალი) 8 თებერვალს, 12:00 საათზე “ღირსების შეკრება” ქუთაისში, პარლამენტის წინ

 

ბანერი vebკოალიცია „ერთსულოვნების“ მიმართვიდან პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი

ჩვენ მთელი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების, მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად ვაცხადებთ – „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, მისი უცხოელი მხარდამჭერები ქვეყანაში ქმნიან უმძიმეს დაძაბულობას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს დიდი სახალხო დაპირისპირება და სისხლი.

ჩვენ კოალიცია „ერთსულოვნების“ დამფუძნებლები, სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადის დასრულების  მემორანდუმზე ხელმომწერი ერთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ვიხსნით პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე და მის ქმედებათა გამო მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პარლამენტს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ  სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე.

კოალიცია ,,ერთსულოვნების“ სახელით:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, პაატა ცნობილაძე, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, რომან რურუა,  გურამ საღარაძე,ელგუჯა ბურდული,  ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი,თამაზ ჭეიშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ინესა იამანიძე, ზურაბ ხასია, რობერტ ბაბლიძე, რაულ სვანიძე, ავთანდილ ბარამაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ირმა დელონი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული,  მარინა კაჟაშვილი, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, , ნანა შარაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *