ის – ვინ არის! ესენი ვინღა არიან?!

paralmentiარარაობამ, სახელად მიხეილ სააკაშვილმა ყველა სხვა სიკეთესთან ერთად თავისივე სატრაპების ხელით აკინძულ – შემოტმასნილ – მიჭრილ-მოჭრილ – მორგებული კონსტიტუცია თავადვე დაარღვია. ეს უკვე ყველამ იცის და მხოლოდ ერთი პარალელისათვის ვუბრუნდებით ამ უხსენებელის ხსენებას და ვაკეთებთ ფაქტის კონსტატირებას.

მილიონ 200 ათასმა სამშობლოს მოყვარულმა რომ კანონიერების სრული დაცვით ხელი მოაწერა მისი წაბრძანების მოთხოვნას, ესეც არახალია, ძველია.

ერის გონიერების ჭეშმარიტი მამები: რეზო ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი;
ქართული სპორტის ცოცხალი დიდება: რეზო ძოძუაშვილი და მანუჩარ მაჩაიძე;
ქართული ვაჟკაცობის მეტრები: ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე;
უცხო გვარის ქართველობის საზომები: ირმა დელონი და ვასილ კადანეცი რომ გეტყვიან წადიო მერე რაღა ჯანდაბად გინდა ან სკამი, ან თავი.

არც ეს გვიკვრის 21-ე საუკუნის მოდერნიზებული ტირანისაგან.

აი, პარლამენტის ერთმა წევრმა ქალბატონმა, გვარს არ დავასახელებთ და… როგორც ამბობენ, კოლმეურნეობის თავმჯდომარის მეუღლეაო, ქართველებს რომ მოუწოდა პარლამენტთან არ მოხვიდეთ და მიხეილს აქ არ დახვდეთო – გაგვაკვირვა ფრიად. ის კი დაურთო, ძალიან დიდი პატივი იქნება მისთვის ამდენი ხალხის შეკრებაო, მაგრამ, მაინც იაღლიში გამოუვიდა, თანაც რამდენიმე:

– ჯერ ერთი, განა გადაჭარბებული პატივი არ არის რიგითი მოქალაქე სააკაშვილისათვის პარლამენტის შეკრება, მოსმენა და მის ნაბჟუტურებზე სჯა-ბაასის გამართვა?

-მეორეც, განა ქართველთ შეურაცხოფა არ არის ევრო -ა ტლანტიკელთა მითითებით საკუთარი კონსტიტუციის დარღვევა და ყავლგასულისათვის ისევ პრეზიდენტის წოდება?

– მესამეც, განა ხალხის ნების მიმართ სიყრუე არ არის იმის არგაგონება, რომ მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან, რათა გააპროტესტონ არა მხოლოდ თვითმარქვიას მიცანცარება, არამედ პარალმენტის უპასუხისმგებლო მოქცევა?

– მეოთხეც, განა იმ მილიონ ორასი ათასი ადამიანის სურვილის იგნორირება არ არის პარალმენტის თავმჯდომარის სახელზე შეტანილი წერილის უპასუხოდ დატოვება?

– მეხუთეც, განა სიმხდალე და უპრინციპობა არ არსი როცა ყველა დეპუტატი პრივატულ საუბრებში ცალ-ცალკე ამბობს, რომ ხალხი მართალია, ერთად კი თვითმარქვიას ხვდება, როგორც პრეზიდენტს?

– მეექვსეც, განა კონსტიტუციური კრიზისი არ არის კანონთშემომქმედთაგან ქვეყნის უპირველესი კანონის დარღვევა?
– მეშვიდეც და უმთავრესი – განა მკრეხელობა არ არის წმიდა დავითის ხსენების დღეს დავითის ქალაქში დავითის ძეგლების შემბილწველის მიწვევა?

სააკაშვილზე საუბარი ჩვენგან დიდი ხანია დამთავრებულია და წერტილდასმულია – მანტიამოსხმული მოსამართლეებისათვის და თეთრხალათიანი ექიმებისთვის დაგვითმია.

აი, იმ ქალბატონის ქცევას რა ვუწოდოთ, რომელმაც პარლამენტთან არმისვლის თაობაზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. სხვათაშორის ეს ის ქალბატონია, რომელიც ევროპარლამენტში ჩვენი სამშობლოს დამქცევის , ანუ მისი ყოფილი მეგობრისა და თანამებრძოლის გამოსვლას თვალებდაჭყეტილი უსმენდა და არათუ არ შეახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იყო, ერთი კითხვაც არ დაუსვა ლანძღვა გინების იმ ჩანჩქერის გამო, რომელიც საქარველოს ახალ მთავრობას თავს დაატეხა ევროპის მაღალი ტრიბუნიდან მიხეილ-მნგრეველმა. ეს ის ქალბატონია, რომლის კოლეგამ და მეუღლემ რა აიღო თავზე კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობა და 21 იანვრიდან არ შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ორთავენი კი იმ პარტიის წევრები არიან, რომელსაც არსებობის მანძილზე დამოუკიდებლად არასდროს გადაულახავს საპარლამენტო არჩევნების ბარიერი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რასაც მიაღწიეს 3 მთელი და რაღაც მეათედი პროცენტი იყო. და ისიც ანგლო-ამერიკელთა არნახული მხარდაჭერის პირობებში.

ის თვითმარქვია ვინ არის, ყველამ გავიგეთ.

აი, ესენი ვინ არიან, ამის გარკვევა წინ გველოდება.

 

გია სიხარულიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *