პაატა ცნობილაძე: “ვადაგასული კაცისთვის პროტესტის გამოხატვა უფრო დიდი პატივია თუ მისი პარლამენტში მიწვევა და მოსმენა?”

20130201164702chkheidzeცნობილი კონსტიტუციონალისტი, კოალიცია “ერთსულოვნების” წევრი პაატა ცნობილაძე ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა ზოგიერთი პარლამენტარის მოწოდებას “ხალხო, არ მოხვიდეთ საპროტესტოდ პარლამენტთანო. ეს დიდი პატივი იქნება სააკაშვილისთვისო…”

“რომ არ მენახა, ვასიკო ოდიშვილის ხუმრობა მეგონებოდა, – წერს პაატა ცნობილაძე ფეისბუკის გვერდზე, – კი მაგრამ, ვადაგასული კაცისთვის პროტესტის გამოხატვა უფრო დიდი პატივია თუ მისი პარლამენტში მიწვევა და მოსმენა? ხალხო, ვისაც გვჯერა, გავიაროთ და 8 თებერვალს ქუთაისში შევხვდეთ. მაგასაც ნახავს სააკაშვილი, რა პატივით შევხვდებით გარეთ. შიგნით კიდე ვისაც უნდა, როგორც უნდა და რამდენიც უნდა, ისე იკოჰაბიტაციოს. ესეც შენი ქართული ბრენდი: კოჰაბიტაცია ქართულად – კოჰაბიტაცია ვადაგასულთან”.

პაატა ცნობილაძე მიმართავს უმრავლესობის წევრს გიორგი ცაგარეიშვილს: “ეხლა მილიონ ორასი ათასი ადამიანის სახელით ერთი თხოვნა მაქვს გიორგი ცაგარეიშვილთან. გიორგისთან იმიტომ, რომ ყველაზე გემრიელად ეხერხება პირდაპირი საუბარი: ჩემო გიორგი, პარლამენტის ტრიბუნიდან უთხარი ჩვენი სათქმელი. ხალხს ნუ დაივიწყებთ…თანაც ხომ იცით, რომ ვადაგასულიცაა და თავგასულიც…”

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *