თემურ შაშიაშვილი: “მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აპატიებდნენ პრეზიდენტს ასეთ თავგასულობას”

თემურ შაშიაშვილი

n3(ქართული სიტყვა) ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის რეალური გენოციდი და იგი შეეხება არა მარტო სოციალურ სფეროს, რადგან ესაა ბრძოლა ქართული სულის, ქართული ცნობიერების და ქართველთა ფიზიკური არსებობის წინააღმდეგ – აცხადებს “თეთრების” ლიდერი ბატონი თემურ შაშიაშვილი და ელიტური კორუფციის მაგალითები მოყავს.

-ბოლო დროს ხალხი იმედს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ სამართალი ეხლა მაინც დამყარდება ამ ქვეყანაშიო, თუმცა როცა მთავარი სამართლის დამცველი კოტე კუბლაშვილი ისევ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე იქნება, სამართალზე ლაპარაკი ზედმეტია. მიდით და ნახეთ ბუკიას ბაღი, იქ რამხელა ტერიტორია აქვთ მითვისებული ძმებ კუბლაშვილებს და როგორი ფეშენებელური სახლები აქვთ აშენებული, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. საინტერესოა, მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში სასამართლოს თავჯდომარე ამგვარად რომ მოქცეულიყო ხალხი მას პასუხს არ მოთხოვდა? ამის მიუხედავად სააკაშვილი ხალხს არწმუნებს ჩემს გუნდში წესიერი ხალხიაო. არადა ეს ხალხი თბილისში ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა და დღეს როცა ძირძველ თბილისელთა 98% სიგარეტს ღერ-ღერობით ყიდულობს, ამ დროს ძმებმა კუბლაშვილებმა ხელისუფლება აიღეს ხელში. არის ასეთი ფილმი გადაღებული “კუბლაშვილის საჩუქრები”, სადაც ყველაფერია ნათქვამი მათ ურიცხვ ქონებაზე. ამას გარდა ჩევნმა პარტიამ გააკეთა ანალიზი საქართველო ვარდების რევოლუციის 8 წლისთავზე. აქაა დაუჯერებელი სიმართლე გადმოცემული, მხედველობაში მაქვს ის, რომ სახეზეა მოსახლეობის გენოციდი.

– ბატონო თემურ, გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილმა გენოციდი გამიზნულად მოაწყო?

– აბა სხვა რა უნდა იფიქრო, როცა ჩვენნაირი პატარა ქვეყნიდან მილიონზე მეტი კაცია გასული საზღვარგარეთ. მათი გამოგზავნილი ფული უფრო მეტია რეგისტრირებული, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი. Gამოდის, რომ აქ დარჩენილი ხალხი ცხოვრობს უცხოეთში მყოფი ახლობლების ხარჯზე. სამწუხაროა, ღირსებით სავსე ადამიანები იქ მონურ შრომაში არიან. როგორც ვიცი, ქართველებს საბერძნეთში ტაქსებში აღარ სვამენ, წადით, მოგვშორდით, თქვენ სამუშაო ადგილებს გვართმევთო, ასე ესაყვედურება მათ ადგილობრივი მოსახლეობა. უცხოეთში თუ სადმე კარგად ცხოვრობს ქართველი, ესაა ბელორუსიაში, უკრაინაში,

მშენებარე სახლი სიხარულის 5-ში
მშენებარე სახლი სიხარულის 5-ში

 

cezar-chocheli2რუსეთში, სხვა ქვეყნებში ისინი მონებად არიან ქცეული. ერთი წასული ადამიანი 4-5 სულს არჩენს. ბევრი ადამიანი, ვინც ქმნიდა სააკაშვილს, მას როგორც იტყვიან სიცრუის დიდების მწვერვალზე აყავდა ის და ტაშს უკრავდა, დღეს ასეთი ხალხი ჭკუას გვასწავლიან ჩვენ. მაგრამ რა ვქნათ, ეხლა დაპირისპირების დრო არაა. შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახოთ რა სასახლე ააშენა სააკაშვილმა ცხინვალის ომის შემდგომ. ამ შენაძენის დამალვას ცდილობდა კიდეც, მაგრამ ამერიკელების მიერ გადაღებულ ფილმში მოხვდა მისი სასახლე. მაშინ დამირეკა ამერიკიდან ჩემმა მეგობარმა და მითხრა, მიშას რა მაგარი სასახლე აუშენებია, ვნახე და გავოცდიო. მეც ვუპასუხე, პრეზიდენტმა სასახლე რომ ააშენა, ეგ აქამდე როგორ არ იცოდიო? არა მაგაზე არ გეკითხები, ის მეორე სასახლეა, რომელსაც იგივე გუმბათი ადგას სიხარულის ქუჩა # 5-ში, მიპასუხა მან.

საცხოვრებელი სახლი (ხედი)
საცხოვრებელი სახლი (ხედი)

– მე როგორც ვიცი, სიხარულის ქუჩაზე სხვა მაღალჩინოსნების სასახლებიცაა ჩამწკრივებული.

– ჯერ ერთი სიხარულის ქუჩა შეიძლება იყოს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 90% ტირის. სააკაშვილის სახლის გვერდით მერაბიშვილის სასახლეა, ასევე ხათუნა გოგორიშვილის და სხვა მათი დამქაშების. კულტურის სამინისტროსთან ახლოს ერთ კორპუსზე მეშვიდე სართული დაშენდა, აბა სცადეთ ახვალთ თუ არა იქ. ნებისმიერ სახლში ლიფტი ხომ უნდა ადიოდეს? მაგრამ ძალინაც რომ მოინდომოთ, იმ მეშვიდე სართულზე ვერ მოხვდებით.

– რატომ ბატონო თემურ? რა ხდება ამისთანა მეშვიდე სართულზე?

– ის სახლი სააკაშვილის სახელთანაა დაკავშირებული. იქაურმა მოსახლეებმა კარგად იციან ვისი აშენებულია. ერთი მომღერალი ცხოვრობს იქ. როგორც იტყვიან სააკაშვილმა საყვარლებზე და დედის ბინით უზრუნველყოფაზე კარგად იზრუნა. კოალიცია “ერთსულოვნებას” მეშვიდე სართულზე არავინ მიუშვებს, მაგრამ ვაპირებთ ექსკურსია გავაკეთოთ და წავიდეთ სიხარულის ქუჩაზე, გადავიღოთ იქ მდებარე სასახლეების სურათები და გამოფენა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ ქართული სიფხიზლე მოჩლუნგდა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აპატიებდნენ პრეზიდენტს ასეთ თავგასულობას. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი. ეროვნული გმირის დამენიას მამა ვნახეთ ოზურგეთში საფლავზე ტიროდა თავის შვილს. მან შემოგვჩივლა, რომ მისი შვილი, რომელიც ცხინვალის ბრძოლების მსხვერპლი გახდა, ამისათვის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს, მაგრამ მარტო ეს საკმარისია, როცა გმირის მამას ისე უჭირს, რომ შიმშილით კვდება, რადგან გმირის წოდების მინიჭების შემდეგ მისი შვილის ოჯახი არავის გახსენებია. მაშინ როცა ნაციონალები ისე ცხოვრობენ, არაბ შეიხებს რომ შეშურდებათ. ამ ხალხს არანაირი კულტურა არა აქვთ, რომ ნახოთ ისინი სუფრაზე როგორ იქცევიან, მათ მაგივრად თქვენ შეგრცხვებათ. ბოდიში მომითხოვია თქვენი გაზეთის მკითხველებისთვის, მაგრამ ისინი ღორებივით ლაფავენ საჭმელს. ცხოვრების წესითაც ღორები არიან, მათ სიხარბეს საზღვარი არ აქვს. სამაგიეროდ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს არა აქვს იმის საშუალება, რომ მიიღოს სიცოცხლისთვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი. ხალხი დაამშიეთ და დააბეჩავეთო_ასე იყო პროგრამაში მითითებული და შეასრულეს კიდეც.

– რომელ პროგრამას გულისხმობთ?

– ეს პროგრამა ქვეყნის გარეთ დაიწერა. „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძვანელობის მიერ. ხალხი უნდა დაეძლურებინათ, რომ ისინი ადვილად სამართავი ყოფილიყვნენ. როცა 16 წლის მეფეს დავით აღმაშენებელს გვირგვინს ადგამდა გიორგი ჭყონდიდელი, მაშინ მეფემ კითხა მას, რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ ხალხი შემოვიბრუნოო, ჭყონდიდელმა უპასუხა, ღირსება დაუბრუნე ხალხსო. ამათმა კი სწორედ ღირსება წაართვეს ქართველ ხალხს, მათ უთხრა მათხოვრებივით იცხოვრეთ, ჯერ შუქს არ მოგცემთ, პენსიას არ გაგიზრდით, ხელფასს არ მოგიმატებთ და მერე შუქს და გაზს თუ გაღირსებთ, მადლობა უნდა მითხრათ და ბედნიერად იგრძნოთ თავიო. მითხარით ერთი, ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, სადაც ელექტროენერგიის პრობლემა იყოს, ყველგან ჩვენზე იაფია შუქის, გაზიც და კომუნალური მომსახურების ფასები.

– გამოდის, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში ცხოვრების დონე ყველაზე დაბალია?

– ჩვენთან ყველაზე დაბალია პენსია და ხელფასი, ცხოვრებაც ძვირია, ისევე როგორც მაღალია კომუნალური გადასახადები, მერე ამაზე უნდა დავუკრათ ტაში? თქვენი გაზეთის ინტელექტუალურ მკითხველს მინდა ვუთხრა, ხალხნო, დააკვირდით რა სიტყვების დევალვაცია ხდება საქართველოში. ყველაზე არაქართულ პარტიას ნაციონალური დაარქვეს, ეს ქვეყნის გარეთაა დაწერილი, სააკაშვილს ასეთი რამ თავში ვერ მოუვიდოდა, ვინც მიშას და ვანოს განათლება იცის, დამეთანხმება, რომ ისინი არიან გონებაჭვრეტით კონსტრუქციებზე დამოკიდებული ადამიანები. მათ ფუნდამენტური ცოდნა არაფერში არ გააჩნიათ.ჩვენს სათაყვანებელ სიტყვას ივერიას წინ ბლუ დაუწერეს. ავტორიტეტი ქურდს დაარქვეს, კანონიც მიიღეს ამის თაობაზეც, მაგრამ კანონიერი ქურდი დღეს სააკაშვილის გუნდია, რომლებიც არაქართული ცნობიერების მატარებელნი არიან. გინახავთ რომელიმე ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი იმ ქვეყნის არაშვილია? ამერიკაში თუ დაბადებული არ ხარ, იმ ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდები, აქ თურმე ყველაფერი შეიძლება. პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე, ფინანსთა მინისტრი და კონტროლის პალატის თავჯდომარეები არ იყვნენ ქართული ცნობიერების ადამიანები. ვითომ გადაკეთებული გვარი წყვეტს მათ ქართველობას? მაჩვენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც მაღალჩინოსნების 80% გვარი ქონდეს გადაკეთებული და იმ ქვეყნის ცნობიერება არ გააჩნდეთ. რომ ნახოთ როგორი სახლები აიშენა ნაციონალების გუნდის წევრებმა, ეს იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მონოპოლისტები და ყველაფერი მათ ხელშია ჯერ კიდევ.

– ბატონო თემურ, ახალი ხელისუფლება ანტომონოპოლიური სამსახურის შექმნას აპირებს და იმედია ეს ყველაფერი გამოსწორდება.

– მართალია, გამოთქვეს ამ სამსახურის შექმნის სურვილი, მაგრამ აგვიანებენ მგონი. დღეს კონკურენციის პირობებში საკრედიტო ბანკის წლიური განაკვეთი უნდა გახდეს 7-10%, თუ ეს არ მოხდა, ერთი წლის განმავლობაში, მაშინ მონოპოლიების გაქრობაზე ზედმეტი იქნება საუბარი. ამას გარდა კვების პროდუქტებზე ფასები კონკურენციის პირობებში უნდა შემცირდეს 30-35%-ით, ელექტროენერგიის ფასი კიდევ შესამცირებელია, რეალურად მისი ფასი 10 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს. ეს გათვლები კომპეტენტური ხალხის მიერაა ჩატარებული და თუ ვინმეს აინტერსებს, ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავ. გაზის ფასი 30 თეთრი უნდა ღირდეს, საწვავის ერთი ლარის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს და ა.შ. რადგან მონოპოლიებზე ვსაუბრობთ, გამახსენდა ცეზარ ჩოჩელი, მისი დაჭერა გააპროტეტა ვანო მერაბიშვილმა და მას პატნიორი უწოდა. ის კაცი ნაციონალების ბანდის ერთი ჩვეულებრივი მონა იყო, ის ვერაფერს ვერ გააკეთებდა, ვანო რომ არ ყოფილიყო მისი ლობი. არაბების ჩამოყვანა, მათთვის ფირმების გადაცემა, ქართული მიწების გაყიდვა, ყველაფერი ეს დაკავშირებულია ცეზარ ჩოჩელთან.

– გინდათ თქვათ, რომ უშუალოდ ჩოჩელი ხელმძღვანელობდა მიწების გაყიდვის საქმეს?

– ვანო მერაბიშვილმა და ჩოჩელმა ჩამოიყვანეს არაბები, რომლებსაც ქართველებზე სამჯერ იაფად მიყიდეს მიწები. მე ვიცი როგორ მფარველობდნენ გარედან მიწის საერთაშორისო და ფინანსური საერთაშორისო მაფიის წევრები. თქვენ წარმოგიდგენიათ პრეზიდენტის დედაზე ერთ ლარად რა ობიექტებია მიყიდული? სიის გამოქვეყნება ნამდვილად ღირს, შეიძლება რომ მთელი განათლების სისტემა გიული ალასანიას და კახა ნებდუქიძის ხელში იყოს? სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ამ უკანასკნელმა გახნა კულინარიული აკადემია. შეიძლება კულინარიული აკადემიის არსებობა ცუდი არც იყოს, მაგრამ მის ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო დამსახურებული მეცნიერების ინსტიტუტიდან გამოძევება. კონკრეტულ ფაქტს გეტყვით, 2008 წლის 8 აგვისტოს, როცა ცხინვალი იბომბებოდა, იმ დღეს პრეზიდენტის დედამ ტექნიკური უნივერსიტეტის ორი კორპუსი თავის სტადიონთან ერთად შეიძინა 300 000 დოლარად. ფიზიკურად ეს შენობები პრეზიდენტის სასახლეზე დიდია, რომლის აშენება მილიარდი დაჯდა. ვაშინგტონში თეთრი სახლი უფრო პატარაა მოცულობით ვიდრე სააკაშვილის რეზიდენცია. თეთრი სახლი ოვალური დარბაზითაა ცნობილი და ეზოა იქ კარგად მოწყობილი, მეტი არაფერი. ოფიცერთა სახლი ბეჟუაშვილის საკუთრებაა, ამის გამო ბრწყინვალე ანსამბლი “ერისიონი” გამოყავთ იქიდან. მართვის ინსტიტუტი არსებობდა საქართველოში, რომელიც პავლოვის და პეკინის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს ვეებერთელა შენობა, ვიკითხე და ესეც თურმე ბეჟუაშვილის საკუთრება ყოფილა. ძმები ბეჟუაშვიები, ვაშალომიძე კიევში სააკაშვილთან სწავლობდნენ კაგებეს უნივერსიტეტში. Gგამოდის, რომ მარტო ეს ხალხია კარგი და ქვეყნის ქონებაც მათ ხელში უნდა იყოს. მართალია, ”ნაციონალური მოძრაობა” მკვდარია, რომლის გაცოცხლება წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ეს რომ აღიარონ მათ, გარედან ფულებს ვეღარ მიიღებენ. მიდიან იმ გზით, რომ ფულების კეთება მოასწრონ. ნახეთ რა ხდება, თბილისი თუ აქამდე 5 რაიონად იყო დაყოფილი, ეხლა 10-ის შექმნა გადაწყვიტეს. მაგრამ ეს 10 რაიონი ადრე თვითონ არ დაშალეს? ახლაღა მიხვდნენ, რომ ისევ 10 რაიონის ყოლა იყო საჭირო. 500-600 კაცი დასაქმდება, თუ ეს პროექტი გაიტანეს. ეუბნებიან ხალხს, თუ თქვენ არ წახვალთ ნაციონალების პარტიიდან, მიიღებთ გამგებლის და მოადგილეების ადგილებსო. სახეზეა გაბოროტებული პარტია, რომელიც იბრძვის რომ არ დაიშალოს და ფულები აკეთოს. ერთი სიტყვით, ნაციონალების მიერ ჩადენილი “საქმენი საგმირონი” მრავლად გვხვდება. ამ ყველაფრის გამოკვლევა ძნელია, რადგან მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია და კანონის მიხედვით პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი ძიება არ შეიძლება. კანონი იცავს მას, თუმცა ის კონსტიტუციის მიხედვით აღარაა პრეზიდენტი, რადგან მას ამის ვადა გაუვიდა 21 იანვარს.

– რაც შეეხება მაღალჩინოსნების დაპატიმრებას, იყო ვარაუდი, რომ უახლოეს დროში მათ ციხეში ვიხილავდით, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. რატომ?

– მე მესმის ეს რატომ ხდება. მართლაც სამარცხვინოა, როგორც იქცევიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ის რაც ეხლა ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ გააკეთა, ღირსეული ქვეყანა რომ ვიყოთ, იმ ორგანიზაციიდან უნდა გამოვდიოდეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, საზოგადოებრივ არხზე ფინანსური შემოწმება რომ შევიდა, მათ ეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლად მონათლეს. უცხოეთში არაფრის პატიება არ შეუძლია ასეთ ხალხს, ყველაზე ცუდი ისაა, რომ საფრანგეთში და იტალიაში რისი პატიებაც არ შეიძლება უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ასეთი ხალხი ჩვენ გვმოძღვრავს, რომ ყველაფერი ვაპატიოთ ვადაგასულ პრეზიდენტს. თქვენ ჩამორჩენილი ქვეყანა ხართ და უნდა აპატიოთო. ამიტომ ვამბობ, საქართველოს ისეთი ხელისუფლება უნდა ყავდეს, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. შევარდნაძე 70% გარედან იმართებოდა, მაგრამ ყველაფერში მათ ჭკუას არ ეკითხებოდა, ამიტომაც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე ის გადააგდეს. სააკაშვილი რადგან მათ ყველაფერში ემორჩილება, მისი დასაჩუქრება გადაწყვიტეს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩათვალეს, რომ ეს კაცი ერთი წლით მეტი ხნით უნდა იყოს პრეზიდენტი და ამ დროს ჩუქნიან. ესაა სამარცხვინო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

ბატონ ბიძინას ხალხი უჭერს მხარს, ამიტომ მას ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ და იხსნას საქართველო რუსეთისგან და ამერიკისგან. ეს იქნება ბრწყინვალე ნაბიჯი, რომ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ ამერიკასთან და ნორმალურად შევძლოთ რუსეთთან დალაპარაკება. ამისათვის მან ჯერ ვადაგასული პრეზიდენტი უნდა მოიშოროს თავიდან, მერე მოკიდოს თავის პროგრამას ხელი და დანაპირები შეასრულოს.

ესაუბრა ნათია ლებანიძე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *