თემურ შაშიაშვილი: თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა,საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება

n4სააკაშვილს გონებით მართვა არ შეუძლია,ივანიშვილს-ემოციით…

მთავარი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო კონსტიტუციით განსაზღვრულ დღეს-6 თებერვალს პარლამენტში გამოსვლაზე უარის თქმის და წმიდა მეფის,დავით აღმაშენებლის დღეს,8 თებერვალს გამოსვლის მოთხოვნის თაობაზე…ეს ერთდროულად პროვოკაციაც იყო,ავანტიურაც და თავხედობაც.ეს დღე მეფეს ეკუთვნის…

საერთოდ საქართველოში დიდი პოლიტიკური კონფლიქტია.ერთის
მხრივ,სოციალურ დემაგოგ და მეორეს მხრივ,რეალურ პოლიტიკოსებს
saakashშორის…ძნელია სააკაშვილის მასშტაბის სოციალური დემაგოგი იპოვო ქვეყნის გარეთაც კი,მაშინ,როცა ქვეყანაში ძნელია კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული მეორე პოლიტიკოსი იპოვო,რომელიც ახლოს იქნება ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილთან…..

კიდევ ერთი, ეს არის კონფლიქტი ემოციურ მმართველსა და იმ მმართველს შორის,რომელიც გონებაზეა ორიენტირებული…სააკაშვილს გონებით მართვა არ შეუძლია,ივანიშვილს-ემოციით….საქართველოს მომავალი გონებასთანაა დაკავშირებული….რაც მთავარია,საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსთა პარპაში….

მომავალი აქვს არა პარტიულ მმართველობას,არამედ იმ ხელისუფლებას,რომელიც იქნება ერთობა ხალხის,ზნეობრივი ავტორიტეტების,პროფესიონალების და პოლიტიკოსების ერთობა.ამის გაკეთება არც დიდ და არც პატარა ერთმმართველს,თუ დიქტატორს არ შეუძლია,მხოლოდ დემოკრატ ხელისუფალს შეუძლია…

და ბოლოს,თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა,საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება.ნუ შევწირავთ საქართველოს მომავალს ძალაუფლების მოყვარულ ხარბ და თვითმარქვია კაცს..

 

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *