(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: “თუ ღარიბაშვილი ავანტურისტ უგულავას არ დაიჭერს, ვიტყვი,რომ ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია!”
ქრონიკას ესაუბრება პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე და კოალიცია „ერთსულოვნების““ ერთ-ერთ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი
– ბატონო თემურ, უპირველესად 8 თებერვალს, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საჯარო ბიბლიოთეკის წინ ატეხილი თავპირისმტვრევა შეაფასეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!..
– ქვეყანაში იმაზე უარესად არის საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია!.. ის,რაც 8 თებერვალს მოხდა, რა თქმა უნდა არის პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია დაიწყო მაშინ, როცა 6 თებერვალს, სპირველ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, სააკაშვილი პარლამენტში არ გამოვიდა და მან ისურვა მაინცდამაინც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გამოსულიყო პარლამენტში. ეს არის განდიდების მანიით შეპყრობილი კაცი, რომლის სურვილიც გახლავთ, რამენაირად წაშალოს და დააკნინოს დავით აღმაშენებლის სახელი!..
– – დავით აღმაშენებლის სახელი ცხრა საუკუნემ ვერ წაშალადა სააკაშვილი რისი წამშლელია?
– გასაგებია, მაგრამ მას ეს არ ესმის და იმდენად ბაღლინჯოა, რომ მის თავში არაფერი შედის!.. თბილისიდან დავითის ძეგლი გაიტანა, ქუთაისში ლენინის პიედესტალზე შემოდგა, ოტია იოსელიანის ხელით დარგული ნარგავები ამოთხარა, ველოსიპედის ძეგლი დადგა, რომელიც არსაით მიდის… ახლა გინდა რომ მისი ხსენების დღეს შენი გამოსვლით დააკნინო? წელს დავითის საფლავზე იყო ათჯერ ნაკლები ხალხი, ვიდრე ნებისმიერ თოვლიან ზამთარში, და იცით, რატომ? იმიტომ, რომ დავით აღმაშენებლის საფლავიც კი გააპოლიტიკურა!… როგორც აღდგომას არ შეიძლება ჩაატარო პოლიტიკური ღონისძიება, ისე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესაც არ შეიძელბა ამის გაკეთება. სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია გააგრძელა ამ პარლამენტმაც, როცა სააკაშვილის არ უთხრა , თან გარკვევით – არ გამოდიხარ 6 თებერვალს, მაშინ არ 8 თებერვალს გამოგიყვანთ – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს!.. ამათ სააკაშვილს დაუწყეს ვაჭრობა… ჩემთვის ერთი რამ იმთავითვე ცხადია – ვიდრე საქართველოში ქართველი ხალხი პოლიტიკოსთა პარპაშს არ დაამთავრებს, არაფერი ეშველება ამ ქვეყანას!..
– თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილის გამოსვლის მანერამ და ქცევამ 8 თებერვალს? რატომ უშრებოდა პირი მიშას? ნერვიულობდა, თუ რაშია საქმე?
– ეს არის ნარკომანი და მე მოვითხოვ საერთაშორისო ექსპერტიზისაგან, რომ სააკაშვილი შემოწმდეს ნარკოტიკებზე (!!!) ეს კაცი უკვე იქცევა, როგორც ცხვირმოუხოცავი და ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს შეურაცხყოფა!.. ბატონო ელჩებო, უცხოელო დიპლომატებო, , ვის უსმენთ, ჩამოყალიბებულ ნარკომანს? კაცი ვერც ხელს უვლის და ვერც ცხვირს და გაიძახის, პრეზიდენტი ვარო!.. ბავშვობაში ვინმე რომ ეთქვა ვინმესთვის, ცხვირმოუხოცავი ხარო, ეს იყო დიდი შეურაცხყოფა და ბავშვს შეიძლება მოეკლა ვინმე და ეს კაცი როგორ იქცევა? ნებისმიერ ფსიქოლოგს ჰკითხეთ და გეტყვით, რომ როგორც სააკაშვილი იქცევა, ეს არის ნარკომანის თვისება. 127 ათასი ჩინელის თბილისში ჩამოსახლება რომ კაცს თავში აზრად მოუვა, იმ ნარკომან კაცთან და მის ხროვასთან „კოჰაბიტაციაზე“ ლაპარაკი შეიძლება? მილიონნახევარზე მეტი ქართველია გასული საქართველოდან, სამაგიეროდ ნახევარ მილიონამდე ირანელი, ინდოელი, სიქჰი, თურქი და ჩინელია შემოსული ქვეყანაში. რეიგანი ამბობს – ამერიკაში ერთი საათიც არ შეიძლება იმ კაცის პრეზიდენტობა, რომელსაც ვადა გაუვიდაო!.. საქართველოში რატომ შეიძლება ვადაგასული კაცის თითქმის ერთი წლით პრეიზდენტობა? მე ძალიან მძიმე და წამგებიან რამეს ვამბობ ახლა შეიძლევა, მაგრამ მე როგორი ამერიკა მინდა საქართველოში იცით? ისეთი ამერიკა, როგორიც ამერიკაშია და არა ისეთი, ამერიკის ელჩი რომ მოვიდა ჩვენს კარავთან და გვიცხადებს: წადით სახლშიო!.. რა ხდება, ეს არის დემოკრატია და თავისუფალი ნების გამოხატვა? დღეს საქართველო არ იმართება ერის ბუნებიდან გამომდინარე და ქვეყანაში ერთმანეთს დაეჯახა ორი მენტალობა. უტრირებულად ვიტყვი – პოლიტიკოსთა ოთხმოცდაათი პროცენტი, რომელიც ამერიკას ემონება, მზადაა, მხარი დაუჭიროს კაცის კაცზე, და ქალის ქალზე დაქორწინებას. რადგან ამერიკაში ეს დაშვებულია. დღეს საქართველოში ერთმანეთს ებრძვის ემოცია და გონება. ბიძინა ივანიშვილი გონებით მმართველია, მაგრამ სააკაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ გაუწონასწორებელ სოციალურ დემაგოგთან, რომ გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა „ქართული ოცნება“ ჩაითრიოს ამ სიგიჟეში!.. ძალიან დიდი იმედი მქონდა, ივანიშვილი მაინც ეტყოდა მოღლატეებს უარს, მაგრამ როგორც ჩანს, მწარედ შევცდი…
– რას გულისხმობთ?
– მოღალატეებზე იდგა შევარდნაძე, მოღალატეებზე იდგა სააკაშვილი და „ქართულ ოცნებასაც“ რომ ვუყურებ, ბატონი ბიძინაც მოღალატეებზე დგას!..
– ბატონო თემურ, თქვენ გიორგი თარგამაძისაგან გაქცეული ხალხის ‘ქართულ ოცნებასთან“ გადაბარგებას გულისხმობთ?
-რა დროს თარგამაძეა, კაცო, შეხედეთ „ქართულ ოცნებას“ ოთხი ხუთი პარტია აქვთ მოვლილი… მოღალატის ნდობა არ შეიძლება, მოღლატე არის მოღალატე!..
– ბატონო თემურ, მე ვიცი, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრების პოლიტსაბჭოს შეკრება გქონდათ და რას აპირებთ?
– პირველ რიგში, დრომ დაადასტურა , ის რის შესახებაც „სახალხო კრება“ თავიდანვე აცხადებდა … დღეს უგულავა რომ ციხეში არ ზის, მერაბიშვილი ციხეში არ ზის, ხოლო სააკაშვილი მხოლოდ სიხარული ქუჩის #5 მდებარე სასახლის გამო დაკითხული არ არის, ეს არის ამ ხელისუფლების სისუსტე!.. გამოიტანოს ბატონმა ბიძინამ სააშკარაოზე, ვინ რა ბიზნესი გადაიფორმა 2004 წელს საქართველოსი და ყველაფერი გასაგები გახდება. სულ 10-15 კაცი აზის საქართველოს ქონების 70-80 პროცენტს თავზე. კეზერაშვილი ცალ-ცალი კალოშით დადიოდა, ახლა 200 ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ მოტოციკლი ჰყავს, დანარჩენზე რომ არაფერზე ვთქვათ. ერთ-ერთმა უცხოურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სააკაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, მაგრამ სააკაშვილის პრობლემა პირველ როგში იცით, რა არის? ამ ქონებას, ვერ იფორმებს, ლეგალიზაციას ვერ უკეთებს!.. ამიტომაც დარბის ვანო მერაბიშვილი ორ-ორი, სამ-სამი პასპორტით… ვინ გველაპარაკება ჩვენ მორალსა და კანონზე, ძმები კუბლაშვილები, რომლებიც ასევე ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდნენ თბილისში და შეხედეთ, ბუკიას ბაღშირა აიშენეს. აი, ეს უნდა გახადოს ამ ხელისუფლებამ საჯარო, თორემ ჩვენ უკვე არაერთგზის ვისაუბრეთ და უზარმაზარი გამოფენა მივუძღვენით ამ პრობლემას!..
– სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელები გირაოთი გაუშვა… ეს კატათგვობანა როდემდე უნდა გაგრძელდეს?
– ეს კატათაგვობანა კი არა, ეს არის დიდი ავანტურა, რომელსაც სააკაშვილი აკეთებს. მე თვითონ ვარ იმის მომსწრე, ორცა „ქრისტიან დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო რობაქიძეს მანქანაში ეუბნებოდა, – მე ვუთხარი გურამ დონაძეს, თუ გინდა თავი გადაირჩინო, კასეტა რომ მალავ, გამოაჩინეო!.. ეს ყველაფერი იცითმ, რაზეა გათვლილი? სოსო რობაქიძეს, ან მის ძმას, ან მათ ბრწყინვალე მამას – ამირან რობაქიზეს როემლიმე მკვლელი ქუჩაში უნდა შეხვდეს და მოხდეს უნედურება!.. აი, ამაზეა ეს ყველაფერი გათვლილი ამ მზაკვარი და ნარკომანი სააკაშვილის მიერ!..“ ე.ი. შვილი მოგიკლეს, მკვლელები გირაოთი გამოუშვეს და შენ უნდა იჯდე და ითმინო? პოლიციელი გაწირეს და მანქანების კოლონაში შეაგდეს 26 მაისს ამ ნაძირალებმა, რათა მერე ჩვენთვის დაებრალებინათ ყველაფერი… ან თენგიზ გუნავა რომ მივიდა საჯარო ბიბლიოთეკასთან, ის არ იყო პროვოკაცია? გუნავა სააკაშვილმა გაწირა და იმ ხალხმა შეუშვა, რომლებიც გუნავას ნაწამები ჰყავდა, მაგრამ ხალხმა გუნავას ხელი არ მოკიდა. სააკაშვილს უნდოდა, გუნავა იქ ჩაექოლა ხალხს, რათა მერე სალაპარაკო მისცემოდა… ეს რომ არ გამოვიდა, მერე შემოვარდა უგულავა ხელების ქნევით… აი, ასეთ ავანტურისტთან გვაქვს საქმე. მელორ ვაჩნაძე დაიჭირეს, ეს შესანიშნავი ახალგაზრდა, რომელიც მართალია, ასლარიანი ჯარიმით გამოუშვეს, მაგრამ თუ ღარიბაშვილი ამ ავანტურისტ უგულავას არ დაიჭერს, როგორც პროვოკატორს, მაშინ ვიტყვი, რომ ეს ხელსიუფლებაც შესაცვლელია!..
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე



