თემურ შაშიაშვილის პოზიცია სააკაშვილ–უსუფაშვილის ერთობლივი ბრიფინგიდან გამომდინარე

news_25946

თეთრების ლიდერმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შეაფასა სააკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდგომი ერთობლივი ბრიფინგის შედეგები:

“ვინც თვლის,რომ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი და მოლაპარაკება შეიძლება,ან იძულებულია ეს გააკეთოს უცხოეთის ზეწოლის გამო,ან საერთოდ დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა.ერთიც და მეორეც,საქართველოსთვის მიუღებელია.
მიხეილ სააკაშვილი არის არასერიოზული,გაუწონასწორებელი,ქვეყნისთვის საშიში პიროვნება.მისი თავხედობის და ავანტიურის მოთმენა ქვეყნის ღალატის ტოლფასი ხდება, თუ უკვე არ გახდა.

პირდაპირ ვამბობ:თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა,საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება.ნუ შევწირავთ საქართველოს მომავალს ძალაუფლების მოყვარულ ხარბ და თვითმარქვია კაცს..”, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *