თემურ შაშიაშვილი: კატასტროფული სიჩქარით მივექანებით დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.
კატასტროფული სიჩქარით მივექანებით დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.სააკაშვილის ყოველი გამოსვლა,ნაციონალების ყოველი შეხვედრა მხარდამჭერებთან-ეს არის საზოგადოებაში მათ მიმართ 9 წლის განმავლობაში დაგროვილი ზიზღის მოქმედებაში მოყვანის დიდი სტიმული.
როგორ შეიძლება მოაზროვნე ადამიანი,მით უფრო პიროვნება,რომელიც თავს პრეზიდენტს უწოდებს,გამოდიოდეს ისე,როგორც დღეს სააკაშვილი ზუგდიდის საავადმყოფოში გამოვიდა.ასთ დემაგოგიურ და დაპირისპირებაზე ორიენტირებულ გამოსვლას ოჯახის წევრებიც კი არ აპატიებენ ერთმანეთს და, რათქმა უნდა,ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის სერიზული გამოწვევა.
ვინც თვლის,რომ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი და მოლაპარაკება შეიძლება,ან იძულებულია ეს გააკეთოს უცხოეთის ზეწოლის გამო,ან საერთოდ დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა.ერთიც და მეორეც,საქართველოსთვის მიუღებელია.მიხეილ სააკაშვილი არის არასერიოზული,გაუწონასწორებელი,ქვეყნისთვის საშიში პიროვნება.მისი თავხედობის და ავანტიურის მოთმენა ქვეყნის ღალატის ტოლფასი ხდება, თუ უკვე არ გახდა.
რაც დრო გადის,მით უფრო დარწმუნებით ვამბობ:თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა,საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება
ჩვენ მთელი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების, მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად ვაცხადებთ – „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, მისი უცხოელი მხარდამჭერები ქვეყანაში ქმნიან უმძიმეს დაძაბულობას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს დიდი სახალხო დაპირისპირება და სისხლი.
ჩვენ კოალიცია „ერთსულოვნების“ დამფუძნებლები, სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადის დასრულების მემორანდუმზე ხელმომწერი ერთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ვიხსნით პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე და მის ქმედებათა გამო მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პარლამენტს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე.