„თეთრების“ ლიდერი საქართველოში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია.

gerbi181„ ვიყავი და ვრჩები საქართველოში აზიზიეს სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი მშენებლობის წინააღმდეგი,მით უფრო, მეჩეთის, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი თავის განცხადებაში.

რაც შეეხება მაჰმადიანური რწმენისადმი სრულიად ქართველთა, უპირველესად აჭარის მკვიდრთა დამოკიდებულებას, ამაზე მეტყველებს რამდენიმე ციფრი : საქართველოში დღეს ფუნქციონირებს:240 ჯამე და მეჩეთი; 8 მედრესე 3 000-მდე მოსწავლით; 197 მუსულმანური საკულტო და საგანმანათლებლო დაწესებულება.
პარალელისათვის – თურქეთში არ არის არც ერთი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მეჩეთის აშენება ხდება ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, უნდა ითქვას, რომ ქართულ ძეგლთა რესტავრაციისათვის არავითარი საპასუხო ნაბიჯის გადადგმა ქართულ მხარეს არ სჭირდება, ვინაიდან საერთაშორისო შეთანხმებებისა და იუნესკოს დებულებით პასუხისმგებლობა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლთა შენახვისათვის მთლიანად ეკისრება თურქეთის მხარეს.

 

2013 წლის 18 თებერვალი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *