„ქართულ ოსურმა მისიამ“ წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს
გასულ კვირაში „ქართულ ოსურმა მისიამ“ წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, წერილს რომელსაც ხელს აწერს მისიის თავმჯდომარე, რეზო ამაშუკელი, ნათქვამია :
„გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის“
აქვე გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მოახდინა აღნიშნულ წერილზე რეაგირება და 26 თებერვალს 16:00 საათზე შედგება ბატონ უჩა ნანუაშვილის შეხვედრა „ქართულ-ოსური მისიის“ წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით
პრეს-ცენტრი
20.02.2013