2004-2012 წლებში ბიზნესმენებისგან სახელმწიფოსთვის ქონების “ჩუქების” 9860 შემთხვევა დაფიქსირდა

ვარდების რევოლუციის შემდეგ დიქტატურა გაფორმდა კონსტიტუციით. მსგავსი პრეცედენტი მხოლოდ თურქმენეთში მოხდა. როცა პრეზიდენტს ერთპიროვნულად და განუსაზღვრელი ვადით შეუძლია დანიშნოს მთავრობა.
ნაცმოძრაობის ძალადობრივი მმართველობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მმართველი გუნდის ტოტალური ზეწოლა ბიზნესზე. რაც ყოვლად დაუშვებელია რეალურად დემოკრატიულ ქვეყანაში და ხელს უშლის ბიზნეს გარემოს განვითარებას. სააკაშვილი ხშირად თავს იწონებდა თავისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების დონით. მისი თქმით 2003 წლიდან საქართველში აღმშენებლობის ხანა დაიწყო, ხოლო ბიზნეს გარემო ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში. რეალურად კი სახეზეა სულ სხვა სურათი: 2004 წლიდან – 2012 წლის ჩათვლით 9860 შემთხვევაა დაფიქსირებული როცა ბიზნესმენებმა მათი საკუთრება უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს აჩუქა. საუბარია ჰექტრობით მიწებზე, ქარხნებზე და ა.შ. ეს კი ნიშნავს ხდებოდა კერძო მესაკუთრეთათვის ბიზნესის ჩამორთმევა და სხვა, ნაცმოძრაობისათვის მისაღებ და ლოიალურ პირებზე გადაფორმება.
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ნაცმოძრაობის ბიზნესისადმი დამოკიდებულებისა კახი კალაძე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამცნობს:
“ახალციხეში ქვესადგური „ახალციხე-500“-ის დათვალიერების შემდეგ ვეწვიეთ რაბათის ისტორიულ უბანს. გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ის მდგომარეობა, რაც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო სიუჟეტის სახით გავიდა, თუ როგორი დაცარიელებულია რაბათის „რეაბილიტირებული“ უბანი. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ აგებული ფასადური აღმშენებლობისა და ვითომ-ეკონომიკური „აღმავლობის“ კიდევ ერთი კლასიკური სქემის მოწმე გავხდით. ადგილზე მოვიძიეთ საიჯარო ხელშეკრულებების სია, სადაც ჩამოთვლილია რაბათის უბანში კომერციული ობიექტების მოიჯარეების დასახელება. ყველა მათგანს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ზუსტად ერთ დღეს, ერთიდაიგივე პერიოდით და წინასწარ გადახდილია ქირა 2013 წლის 15 მაისამდე.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ თუ რა „იაფი“ ღირდა იჯარა და თავად განსაჯოთ, მოცემული კომპანიების ერთსულოვანი გადაწყვეტილება ახალციხეში ბიზნესის გაფართოების შესახებ ეკონომიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული თუ პოლიტიკური მითითებისა და ზეწოლის შედეგად. დღეისთვის ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები შეწყვეტილია ეკონომიკური არამომგებიანობის გამო კომპანიებისვე სურვილით…”




