“ქართულ -ოსურმა მისიამ” წერილით მიმართა სასჯელაღსრულების მინისტრს

osuri_misiaქართულ -ოსურმა მისიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს გაუგზავნა წერილი, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ბატონო სოზარ,

ეს პირველი წერილია, რომელიც „ქართულ-ოსური მისიის“ სახელით იგზავნება თქვენთან. გთხოვთ, მიიღოთ პატივისცემის და თანამშრომლობის დასტურად. ასეთია მისიის განწყობა, რომლის შემადგენლობაში საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები არიან, მათ შორის სოხუმიდან და ცხინვალიდან.

გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.  სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს  გასაიდუმლოებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი  საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის.

დარწმუნებულნი ვართ თქვენს თანადგომაში. მზად ვართ, ამ საკითხებზე საუბრისათვის  გეწვიოთ ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს.

 

პატივისცემით,

„ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე,

რეზო ამაშუკელი

04.03.2013წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *