იწყება საპროტესტო მსვლელობა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
ხვალ, 19 დეკემბერს, დილის 10:00 საათზე, თბილისში, იქ, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, ტარდება სამოქალაქო შეკრება და იწყება საპროტესტო მსვლელობა დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
მივიღოთ მონაწილეობა სამოქალაქო შეკრებაში და გავაცილოთ მსვლელობის მონაწილენი.
დავადასტუროთ, რომ უნდა აღსრულდეს ხალხის ნება და საქართველო განთავისუფლდეს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტისაგან.
პარტია „თეთრების“ სახელით
თეიმურაზ შაშიაშვილი
2012 წლის 18 დეკემბერი
Facebook Comments



