აქცია ქუთაისში
19 დეკემბერს, 14:00 საათზე ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც იდგა „ქართულ ბიბლიად“ და „ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული დიდების მემორიალი, შედგება მისი აფეთქების სამი წლისთავისა და დაღუპული დედა-შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო შეკრება.
შევიკრიბოთ და ჩვენი პარტიული სიმპათიების მიუხედავად დავადასტუროთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ნაციონალური ვანდალიზმის მიმართ. დავადასტუროთ, რომ უნდა აღსრულდეს ხალხის ნება და საქართველო განთავისუფლდეს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტისაგან.
პარტია „თეთრების“ სახელით
თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 18 დეკემბერი
Facebook Comments



