თეიმურაზ მამაცაშვილი: თემურ შაშიაშვილს თავის კაცობა და ღირსება არასდროს დაუკარგია

 

თეიმურაზ მამაცაშვილი: მე რაც ბატონ თემურ შაშიაშვილს ვიცნობ, და ვიცნობ დიდი ხანია, თავის კაცობა და ღირსება არასდროს დაუკარგია და არაფერში არ დაუხურდავებია და კარგი იქნებოდა რომ მასაც მოუსმინონ მათ, ვისაც ამ ქვეყნის ბედიღბალი აბარია და აწუხებს

თეიმურაზ კვირკველია (ჟურნალისტი) ჩვენთან სხვისი მოსმენა მიუღებელია! შაშიაშვილს არ მოწონდა “რეფორმატორები”, 2003 წლის “რევოლუცია”, რომელშიც ახალი პარლამენტარების უმეტესობა მონაწილეობდა, არ მოწონდა ნაცისტების ხელისუფლება 2007 წლამდე და შემდეგაც…ჰოდა რა გასაკვირია, რომ ახალი ხელისუფლების წამყვან ძალას იგი რომ არ მოწონს! შედეგი ისაა, რომ ჩვენი “თავისუფალი” და “დამოუკიდებელი” ტელე- რადიოებიც სათოფეზე არ იკარებენ შაშიაშვილს – ამჯობინებენ ჩიორას და წიკლაურს, ჩიტაძეს და გაბაშვილს, ყველაზე ნაძირალა ნაციონალს, რადგან მშვენივრად იციან, რომ მათთან მეტი აქვთ საერთო, ვიდრე შაშიაშვილთან, თარხან – მოურავთან, მირიან მირიანაშვილთან – რომელსაც 2002 წელს სააკაშვილმა პარტია წაართვა და რითაც არცერთი ტელევიზია და რადიო არ დაინტერესდა მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მცდელობისა! საქართველო, როგორც ჩანს, დიდი ხანია გაიყვეს ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ერთმა დიდი ხანია ჩაგვრეცხა ბატონო თემურ, , მეორენი კი ძალიან კმაყოფილები არიან ამით – შედეგი მათაც აძლევს ხელს! ხვალ, როგორც ჩანს, ყველაფერი წრეზე ივლის, ჩვენ კი ვიჭყუმპალავებთ იქ, სადაც მიშიკომ მოგვიჩინა ადგილი.; რას იზამთ: თქვენ და სხვებმაც ეს დავიმსახურეთ ჩვენი შეურიგებელი პოზიციით, რომელსაც ადრე პრინციპულობა ერქვა, ახლა კი სისულელის ბეჭედი აზის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *