(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: 26 მაისმა გათხარა სააკაშვილის პოლიტიკური სამარე, 1 ოქტომბერმა – მიწაში ჩააწვინა, ეხლა საჭიროა სააკაშვილის დამარხვა…”

 

198941_137527276315997_2345779_n“ალიას“ ესაუბრება “თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი

_ ბატონო თემურ, დიდი ხანია, რაც ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს… თქვენ ითხოვდით, რომ 20 იანვრის შემდგომ სააკაშვილი, როგორც უკანონო პრეზიდენტი საქართველოს ახალ ხელისუფლებას გადაეყენებინა, მაგრამ თქვენი მოთხოვნა სამწუხაროდ არ შესრულდა, რას გეგმავთ, რას აპირებთ?

_ დიტო ბატონო, საქართველო ინანებს ძალიან მწარედ იმისათვის, რომ ჩვენ სააკაშვილი 20 იანვრის შემდეგ არ გადავაყენეთ!.. სულ მალე მთელი საქართველო დაინახავს და ინანებს იმის გამო, რომ სააკაშვილს ჩვენ შევუნარჩუნეთ პრეზიდენტობა!.. ბიძინა ივანიშვილი, მე როგორც უცხოელი და განსაკუთრებით ამერიკელი ანალიტიკოსები მეუბნებიან, არის საცოდავი კაცი, რადგან ამერიკელების მიერ არის კუთხეში მიყენებული…

_ რას გულისხმობთ?

_ ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელიც ამბობდა, სააკაშვილს იმპიჩმენტი უნდა მოვუწყოთო და ბიძინა ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც ამბობდა, _ სააკაშვილი 20 იანვრის შემდეგ აღარ არის პრეზიდენტიო!.. ჩემი ინფორმაციით, ამერიკელები დადგნენ ივანიშვილის წინაარმდეგ და პირდაპირ უთხრეს, _ წახვალთ ჩვენს წინაარმდეგ და თქვენს თავს დააბრალეთ რაც მოხდებაო!.. მიაქციეთ ყურადღება ერთ რამესაც, _ სადაც კი ივანიშვილი ჩადის, მაშინვე იქ გაჩნდება საქართველოს `პრეზიდენტი~ _ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვის რას ელაპარაკება კაცმა არ იცის!.. ამ ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ საკაშვილის მიმართ ისეთი სიძულვილი დაგროვდა, ვინც ამ სიძულვილს მიხეილ სააკაშვილს აპატიებს, იმას ქართველი ერი წალეკავს!.. გაერეთ ექსპერტები ლაპარაკობენ ერთ რამეს, _ მიხეილ სააკაშვილისადმი კეთილგანწყობა არის მისი სისუსტის გამო, ხოლო ბიძინა ივანიშვილისადმი მძიმე განწყობა არის მისი სიძლიერის გამოო!.. დააკვირდით თქვენ, _ როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, გვაცადეთ!. _ მაშინვე ააპარპაშეს მიხეილ სააკაშვილი!.. მიხეილ საკაშვილი დღეს ბიძიან ივანიშვილს დამოკლეს მახვილივით დაკიდეს თავზე და მე ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა მითხრა, _ არსებობს ყველაზე ცოდვა პოლიტიკოსი საქართველოში _ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მეცოდება მისი სიძლიერის გამო, რადგან ამ კაცმა შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო, ხოლო სააკაშვილი მეცოდება მისი სისუსტის გამოო!..

_ ძალიან საინტერესოა!..

_ მე ყველას ვეუბნები, _ 26 მაისმა გათხარა სააკაშვილის პოლიტიკური სამარე, 1-მა ოქტომბერმა მიწაში ჩააწვინა სააკაშვილი, მაგრამ ახლა საჭიროა სააკაშვილის დამარხვა და ეს ვერ ხერხდება, ამიტომაც აქოთდა და ამყრალდა მთელი ქვგეყანა!.. ახლა სიტუაცია ასეა, _ ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც ბაჩო ახალაიამ იარაღი მისცა, საკუთარ ოჯახში რომ გამოუჩნდეს მოწინააღმდეგე ვინმე, იმ იარაღით მოკლავს!.. სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებიც `ქართულ ოცნებაში” უნდა გადმოსულიყვნენ, მსოფლიო პატრიარქის თბილისში ვიზიტის დროს შენიშნეს სააკაშვილის გარემოცვაში, რომლებსაც ხელზე ეკეთათ ის საათები, რომლებიც სააკაშვილის კოლექციის საათებია!..(!!!)

_ ანუ თქვენ იმას მეუბნებით, ბატონო თემურ, რომ სააკაშვილი თავისი ხროვის წევრებს ფულს უხდის და ძირფას საჩუქრებს ჩუქნის, რომ ისინი სხვაგან არ გადახტნენ?

_ კი, ჩემი ინფორმაციით ძალიან დიდი ფული იხარჯება იმაში, რომ ვინმე `ნაციონალური მოძრაობიდან” `ქართულ ოცნებაში” არ გადავიდეს!.. ბატონო დიტო, თქვენ ეტყობა, სააკაშვილის შესახებ აღმატებული წარმოდგენა გაქვთ!..

_ ბატონო თემურ, მე მიგავს რამე იმისას, რომ სააკაშვილს ოდესმე ვაფინანსებდი?

_ (იცინის) სააკაშვილი გორში რომ წაიქცა და მუცელზე იფორთხა, ეგ იყო მაგის ბუნებრივი მდგომარეობა!.. შევარდნაძის დროს მთავრობის სხდომაზე მუშტს რომ დავაბრახუნებდით, სააკაშვილი მაშინვე მაგიდის ქვეშ იყო შევარდნილი და ძლივს გამოჰყავდათ იქიდან!.. ახლა იცით, რა ხდება? სააკაშვილი და მთელი `ნაციონალური მოძრაობა~ საგონებელშია ჩავარდნილი, _ `ვაი, თუ რუსეთთან დაალაგოს ბიძინა ივანიშვილმა ურთიერთობა, ვაი, თუ სოფელმა წელში წამოიწია, ვაი, თუ ჯანდაცვის რეფორმამ გაამართლა, ვაი, თუ განათლებაში ახალი ხელისუფლების პოლიტიკა წარმატებული გამოდგა, ამას ვინღა მოერევა?!~ კაციშვილი არ აკვირდება და მიაქციეთ ყურადღება, _ არსებობს ორი ევრაზიული პროგრამა, რომელსაც აკეთებს თურქეთი და რომელსაც აკეთებს რუსეთი!.. თურქეთის ევრაზიული პროგრამა მიმართულია საქართველოსა და კავკასიის დამონებისაკენ, რამეთუ თურქეთის სამხედრო მოკავშირენი ამ საქმეში არიან ყირგიზეთი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი(!!!) მიაქციეთ ყურადღება, _ მონროლებსა და თურქებზე უფრო დიდი საშინელება და ზიანი ჩვენს ქვეყანას ვინმე სხვამ მიაყენა? ეს ყველაფერი შექმნილია რუსეთის წინააღმდეგ და ყველას გამოეპარა ეგ ამბავი, რადგან ამის შესახებ ჩვენში, როგორც წესი, საუბარი არ მიდის!.. სხვათა შორის თურქეთის პრემიერ-მინისტრმა _ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სწორედ ახლა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის წარმოშობით არის ქართველი(!!!) ეს არის ძალიან საინტერესო სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ამაზე უნდა დაფიქრდეს. რატომ აქამდე არ გააკეთა თურქეთის პრემიერმა მსგავსი განცხადება? არადა, რეჯებ ტაიპ ერდოღანი არის ძალიან ძლიერი თურქი პოლიტიკოსი, რომლეიც არის შემეცნებით, სარწმუნოებით, მსოფლმხედველობითა და იდეით თურქი და თურქეთის სახელმწიფოს მსახური!..

_ ისე, ბატონო თემურ ძალიან სასიამოვნოა, რომ ერდოღანმა თავისი ქართული წარმომავლობან აღიარა!..

_ კი, დედამისი სამტრედიელი იყო!..(!!!) ცნობილია მაგის გენიალოგია და ყველაფერი. ასე ყველაფერი შემთხვევით არ ემთხვევა ერთმანეთს!..

_ ბატონო თემურ, შუალედურ არჩევნებში, როგორც ვიცი, მონაწილეობის მიღებას აპირებთ!..

_ აუცილებლად!.. იმერეთში ბაღდათსა და სამტრედიაში უნდან ჩატარდეს ეს შუალედური არჩევნები და მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას!.. მე ქუთაისში 10 ათასზე ნაკლები ხმა არასოდეს არ მიმიღია!.. აქედან გამომდინარე, 1 ოქტომბერს ქუთაისში კენჭი რომ მეყარა, გუბაზ სანიკიძე შესაძლოა, ვერ გამხდარიყო დეპუტატი, მაგრამ მე ეს ნაბიჯი გადავდგი ერთიანობისათვის!.. თუ ვაჟა ლორთქიფანიძე, პეტრე ჩხეიძე, გია მეფარიშვილი იყრიან კენჭს, მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მივესალმები… სამტრედიაშიც ძალიან საინტერესო ხალხია, მაგრამ ერთს კი ნამდვილად ვიტყვი, _ არა მგონია, რომ საქართველოსთვის და საქართველოს პარლამენტისთვის არ იყოს საჭირო თემურ შაშიაშვილი!..

_ ბატონო თემურ, ვალერი ხაბურძანია გააქტიურდა ამ ბოლო დროს!.. განაცხადა კიდეც, _ მე ურთიერთობა მექნება კახა კუკავასთან, ნინო ბურჯანაძესთან, მინდია გულუასთან…

_ მე არა მგონია რომ ბევრს სიამოვნებას ანიჭებდეს აქ, ამ სიაში დასახელება!.. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ არც ამერიკული და არც რუსული მიმართულების პარტიები ჩემს მიმართ არანაირი თანამშრომლობის სურვილს არ ამჟღავნებენ და მე ვიყავი და ვრჩები ერთ აზრზე, _ საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც არც კრემლისა და არც თეთრი სახლის მიერ არ მოიმართება!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *