(ალია)თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი მთელ საქართველოში ამზადებს სერიოზულ პროვოკაციებს

ჩვენი ტრაგედია იცით რა არის? ქვეყნის მნგრეველი და ხალხის გამყიდველ პოლიტიკურ ძალას – „ნაცმოძრაობას“ რომ ოპოზიციას ვეძახით , მათ ბელადს კი – „პრეზიდენტს“, 

12 ბატონო თემურ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დონაძისა და ფირცხალავას მიერ მართლმსაჯულებისთვის შეგდებული ფირი რომლითაც ვითომდა მტკიცდება, რომ მანქანაში მსხდომ ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღი ჰქონდათ. ბინძური ფაბრიკაციაა და გაყალბებულია! რას იტყვით?

– ჩემი შეფასება იქნება ძალიან მოკლე და პრინციპული – ამით ყველაფერია ნათქვამი და ამ საქმეს წერტილი დაესვა. დანარჩენი უკვე ქართველი ხალხის და საქართველოს გადასაწყვეტია!…

– ძალიან მძიმე ფონია დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად სამეგრელოში… მაქვს ინფორმაცია, რომ სამეგრელოში შეიარაღებული ნარკომანები და ბანდიტები დაძრწიან და 19 აპრილის ყბადაღენულ მიტინგთან დაკავსირებით რაღაც საშინელ პროვოკაციას ამზადებენ!… რას იტყვით? მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ბატონი ივანიშვილისა და ევროპის სახალხო პარტიის მიმოწერამ სახიფათო სახე შეიძინა, როს გამოც სააკაშვილი აშკარად ნეტარებს!..

– თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე სასაუბრო გვაქვს. მე ვერ გეტყვით, რომ ჩემი რომელიმე პროგნოზი, რასაც თქვენთან საუბრისას ინტერვიუებში ვაცხადებდი არ გამართლდა, თუმცა ძლიან მინდა, რომ რასაც ახლა მოგახსენებთ, ის პროგნოზი არ გამართლდეს!… არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ მთელს საქართველოში ამზადებს სააკაშვილი სერიოზულ პროვოკაციას, რადგან სააკაშვილი არის მკვლელობებზე, იარაღზე ორიენტირებული კაცი და ის სწორედ იარაღით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. 26 მაისმა ჩვენ დაგვანახვა, თუ ვინ გვყავდა ხელისუფლად. 26 მაისმა დაადასტურა, რასაც ამბობდა ნონა გაფრინდაშვილი – სააკაშვილი უსისხლოდ არ წავაო!… კი, ბატონო, თემურ შაშიაშვილი და ნინო ბურჯანაძე არ მოსწონდათ, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილიც ამასვე ამბობდა დიდი ანალიზისა და დაფიქრების შედეგად.

– გეთანხმებით, რომ თქვენი პროგნოზები გამართლდა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სწორედ იმ პრობლემებზე დაიწყო ბოლო დროს ლაპარაკი, რის შესახებაც თქვენ აგერ უკვე ამდენი წელია საუბრობთ!…

– მე იმთავითვე არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ბატონი ბიძინაც ასე ფიქრობდა და ბოლო წერილში, რომელიც მან ევროპის სახალხო პარტიას მისწერა, ივანიშვილი დადგა როგორც ქართველი, როგორც ვაჟკაცი და როგორც კაცი!

– ამბობენ, რომ მსგავსი ეპისტოლეებით ევროპასთან საუბარი ძალიან სახიფათოა!..

– სახიფათო არაფერი არ არის! ევროპელებმა ჩვენზე უკეთ იციან, ვინ არის სააკაშვილი, მაგრამ მიშა მოსწონთ, რადგან არის გონებაშეზღუდული, არასერიოზული და ადვილად მართვადი. ივანიშვილის ნაკლი იმ ევროპელების თვალში, ვინც სააკაშვილს კბილებით იცავენ, გახლავთ ის, რომ ბატონი ბიძინა არის ძალიან ძლერი და დამოუკიდებელი პიროვნება!.. სააკაშვილს არანაირი ფუნდამენტური განათლება არ გააჩნია , მისი განათლება გონებაჭვრეტით კონსტრუქციებზეა დაფუძნებული!..

– ბატონო თემურ, სად გონება, სად ჭვრეტა და სად სააკაშვილი? მაგას რომ გონებით რამე განეჭვრიტა, 2008 წლის აგვისტოში ის ამბავი კი არ დაგვემართებოდა?

– ხო, მაგის განათლება სულ ეს არის, – იქ, სადღაც რაღაც ამოიკითხა, იქ ვიღცისაგან რარაც მოისმინა და ა.შ. უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს სამეგრელოში და ყველა მეუბნება ერთსა და იმავეს , – თუ მიგიწვდება ხელი ბიძინა ივანიშვილთან, უთხარი, რომ ასე და ასეა სამეგრელოში საქმეო!.. ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია და ამას ხალხს რომ ვეუბნები, არ იჯერებენ!. მე დღეს მხოლოდ თქვენი და თქვენი გაზეთის მეშვეობით შემიძლია ხმა მივაწვდინო ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, – სამეგრელოში ისევ დატერორებული ჰყავთ ადამიანები, სამეგრელოში ისევ იარაღს აჟღარუნებენ ნაძირალები და სამეგრელოდან პატრიოტ ადამიანებს, სამშობლოზე მოფიქრალ ადამიანებს თქვენთან შეხვედრა უნდათ, ბატონო ბიძინა!.. სიტუაცია არის უმძიმესი… კახა მიქაიამ, ამ შესანიშნავმა და თავდადებულმა ქართველმა წამოსწია სულ თვიდან ეგ თემა და მან თქვა, რომ საემგრელოში სააკაშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღს აჟღარუნებდა!..

– კი, მე და კახამ ვისაუბრეთ სულ პირველად ამის შესახებ „კვირის ქრონიკაში“ და სხვებმა მერე დაიწყეს ლაპარაკი!..

– ბარაქალა კახა მიქაიას და მის ქართველობას, მე სწორედ ასეთი იდეით ანთებული ადამიანები მხიბლავდნენ ყოველთვის. მე ყოველთვის მხიბლავდა ბატონი მაგალი თოდუა, რომელიც ნომერ პირველ ირანისტად აღიარეს მთელს მსოფლიოში. ბატონ მაგალის, ბატონ კახას და სხვა პატრიოტებს იდეით უყვარდათ და იდეით სცემდნენ პატივს ზვიად გამსახურდიას და არა ისე, ზოგიერთებს გამსახურდია და სააკაშვილი რომ ერთმანეთში ერევათ!.. თუ ბიძინა ივანიშვილი გამოიჩენს სისუსტეს და არ აღადგენს ქვეყანაში სამართლიანობას, ევროპული კოჰაბიტაცია შედგება, მაგრამ ახლა რომ სამართლიანობის აღდგენაზე უარი თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ გაწირო საქართველო!..

– ბატონო თემურ, არსებობს იმის საფრთხე, რომ ივანიშვილმა უარი თქვას სამართლიანობის აღდგენის პროცესზე?

– თუ სუსტია, უარს ათქმევინებენ, ხოლო თუ ძლიერია, ამ ბოლო წერილით კი აღმოჩნდა, რომ ძლიერია, მაშინ ბოლომდე გაიტანს, თუმცა ძალიან ბევრ რამეზე უკან დაიხია!… მაგალითად სააკაშვილის იმპიჩმენტზე დაიხია უკან, დაიხია უკან იმაზემ რომ მიშა 20 იანვრის შემდეგ არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი…

– ისე მართლა სანანებელი გვიხდება, მგონი, რომ სააკაშვილი 20 იანვრის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში დავტოვეთ!.

– მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ივანიშვილს სჭირდება ფილიგრანული სიზუსტე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, ხოლო რაც შეეხება ევროპას, ვფიქრობ ევროპას უნდა, რომ საქართველოში თოფი გავარდეს!..

– კი მაგრამ, რატომ?

– დღეს მსოფლიოში ბევრს სურს, კავკასია გახდეს მეორე ახლო აღმოსავლეთი!.. ერდოღანი დიდი თურქია და ფიქრობს თურქეთზე, ამიტომაც არსებობსორი ევრაზიული კავშირი. ერთი რუსულია, მეორე – თურქული!… ამას წინათ ხარაგაულელებს შევხვდი და მათ მითხრეს, – ნამდვილი „ეგერი“ ვინ არის, ჩვენ ხომ ვიცით, ამ რეინჯერებს იმდენი იარაღი დაურიგეს, კაცმა არ იცისო!… ახლა მიაქციეთ ყურადღება ერთ რამეს, – თუ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი წავიდა, მთელი მსოფლიო გაიგებს, სად შეიჭამა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დასავლეთიდან გამოყოფილი მილიარდები!… ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მილიარდების ნაწილი დაბრუნებულია გამომგზავნთან, – ნაწილი ევროპაში და ნაწილი ამერიკაში!… მე ვარ ის პიროვნება, რომელსაც ამერიკელები 1993 წელს მეუბნებოდნენ, – ოღონდ ჩვენს პირობებს დათანხმდით და რამდენი მილიარდიც გინდათ, იმდენს გამოვუშვებთ საქართველოში, ოღონდ ფულის 30 პროცენტი ისევ უკან უნდა დაგვიბრუნდესო (!!) მე რად მინ და სხვისი მოყოლა, მე მთავაზობდნენ ამას… იგივე პირობებს მთვაზობდა რუსი გენერალიც და მე ვარ ბედნიერი და ამაყი კაცი, რომ არც ერთის წინადადება არ მივიღე, ხოლო ამ გათახსირებულმა, მიწაზე მფოფხავმა კაცმა, ანტიქართულმა პიროვნებამ, რომელსაც არავითარი ქართული არ გააჩნია, ყველას ყველაფერზე მისცა თანხმობა!.. სააკაშვილი დღეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი… მე ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, კვარტალში ერთხელ თუ არ მივიღე გაკვეთილები ევროპის საუკეთესო სპეციალისტებისგან ეკონომიკაში, ფილოსოფიაში, პოლიტოლოგიაში, ვგრძნობ, რომ როგორც პოლიტიკოსმა დისკვალიფიკაცია განვიცადე. ევროპის საუკეთესო პოლიტოლოგები და ექსპერტები მეუბნებიან, რომ დასავლეთს არ აწყობს პოლიტიკაში მოსული წარმატებული ბიზნესმენის წარმატება(!!!)

რატომ?

– რადგან პოლიტიკური სურათი ევროპაში მაშინვე შეიცვლება და ამიტომაც ევროპაში პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი არასდროს არ გაახარესო!… ანუ სიტუაცია ძალიან რთულია და არ არის მარტივი. როცა მე ვთქვი, რომ პარლამენტში სპორტსმენები და მსახიობები კი არა, მეცნიერები უნდა მოვდნენ – მეთქი, მეგობრები გამიგულისდნენ, მაგრამ ბატონმა ბიძინამ, ფაქტობრივად ხომ აღიარა, რომ მე მართალი ვიყავი? მე განა ივანიშვილის მტერი ვიყავი? განა იმ ბიჭების მტერი ვიყავი, მაშინ რომ გადამეკიდნენ? ადამიანურად მე შეიძლება ყველაზე მეტად ვიყო ნაწყენი ბატონი ბიძინასაგან, მაგრამ ვდგები ყველაფერზე მაღლა და მხარს ვუჭერ!.. და ბოლოს, ჩვენი ტრაგედია იცით რა არის? ქვეყნის მნგრეველი და ხალხის გამყიდველ პოლიტიკურ ძალას – „ნაცმოძრაობას“ რომ ოპოზიციას ვეძახით , მათ ბელადს – „პრეზიდენტს“, ხოლო მათ ერთ-ერთ მთვარ იდეოლოგსა და დანფინანსებელს, ბენდუქიძეს – „განათლების დამფინანსებელს“!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *