რეზო ამაშუკელი: უნდა შეიქმნას „ქართულ-ოსური ურთიერთობების“ დარბაზი.

yda„ქართულ-ოსურმა მისიამ “ დაიწყო შეხვედრათა ციკლი „მშვიდობიანი კავკასია – მომავლის საუბრები“.

„ღმერთმა ინებოს ქართულ-ოსური ურთიერთობების გამოზაფხულება.”- პოეტი რეზო ამაშუკელის ეს სიტყვები დაედო საფუძვლად პირველ შეხვედრას სახელწოდებით „ქართულ-ოსური ურთიერთობების გაზაფხული“, რომელიც 15 მარტს სასტუმრო „თორში“ გაიმართა.

შეხვედრა გამოირჩეოდა თავისი მაღალი წარმომადგენლობით. დამსწრეთა შორის იყვნენ საზოგადო მოღავწეები, პარლამენტის დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს მეგობრები, ექსპერტები, სამეცნიერო წრეების, პოლიტიკურ პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა, მედიის წარმომადგენლები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შეხვედრის მასპინძელმა, ქართულ-ოსური მისიის თავმჯდომარემ, პოეტმა რეზო ამაშუკელმა გააჟღერა წინადადება, რათა უახლოეს მომავალში შეიქმნას „ქართულ-ოსური ურთიერთობების“ დარბაზი.  იდეამ  დამსწრეთა  სრული მხარდაჭერა  დაიმსახურა.

პრეს-ცენტრი

16.02.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *