(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: „ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც დაინახა, როგორ შეჰქონდათ სადარბაზოში ჟვანიას ცხედარი, დღეს ირლანდიაში ცხოვრობს!“

_MG_0665ვესაუბრებით „თეთრების“ ლიდერსა და სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს, თემურ შაშიაშვილს.

– ბატონო თემურ, სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პანტაპუნტით გარბიან საქართველოდან. ადეიშვილი, შაშკინი, ახალაია, კეზერაშვილი, ეზუგბაია- გაქცეულთა რიცხვს ალბათ კიდევ ბევრი მიემატება, როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ეს პიროვნებები მართლმსაჯულებისათვის თავის დაღწევას?

– ეს ხალხი დღეს ფიქრობს არა იმაზე, რომ სამართალდამცავებს დააღწიონ თავი, არამედ ჩასაფრებასა და რევანშს აპირებენ, თუმცა არაფერი გამოუვათ. გაქცეული ჩინოვნიკები უცხოეთში ქმნიან შტაბს, ნახეთ სააკაშვილმა რა გადაწყვეტილება მიიღო – ყოფილ ჩინოვნიკებს დიპლომატიური პასპორტების მოქმედების ვადა გაუხანგრძლივა ერთი წლით. არადა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ პირველივე დღიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკებს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა, რათა ვერავინ გაქცეულიყო საზღვარგარეთ.
ახლა სააკაშვილი ცდილობს, თავისი ბანდით როგორმე მობრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ ვიმეორებ, არაფერი გამოუვა.
სააკაშვილი ისევ აგრძელებს თავის დემაგოგიურ გამოსვლებს და მთელს მსოფლიოში ავრცელებს აზრს, რომ საქართველო აყვავებულია. მისი ბოლო გამოსვლა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე იყო აგებული თავიდან ბოლომდე სიცრუეზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი მაკეინი, ბატონი ლიბერმანი და სხვა ამერიკელი კონგრესმენები იძახიან, თითქოს საქართველო არის დემოკრატიის ოაზისი. ე.ი. ლიბერმანს და მაკეინს გაუგათ, როგორ კარგად ვცხოვრობთ საქართველოში და ჩვენ ვერ გაგვიგია!

რათა ეს სამარცხვინო დემაგოგია დამთავრდეს. მე ვაყენებ სამ საკითხს.

1. მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები და მათ შეისწავლონ, საქართველო აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მფარველები ამბობენ, თუ დაიქცა, როგორც ამას წართველი მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნები ამტკიცებენ?!

2. უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება. არ ვგულისხმობ ვიღაცეების დაჭერას და ციხეში ჩაყრას, მე ვგულისხმობ პოლიტიკურ სასამართლოს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ იდეოლოგიურად გაასამართლებს და ეს ავტომატურად იქნება მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ გასამართლებაც.

3. თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის საჭირო ხმები,მაშინ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე.

და კიდევ ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდნენ, როგორც იტყვიან, ცალ-ცალი კალოშით, მაგრამ ამ უფულო ხალხმა ისე ქნა, რომ ქვეყანაში დაამკვიდრა ფულისუფლება!

შეიძლება დამშეულ ქვეყანაში პრეზიდენტს 5-6 რეზიდენცია ჰქონდეს? ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% შიმშილის პირზეა, შეიძლებოდა პრეზიდენტს რეზიდენციის აშენებაზე მილიარდი დოლარი დაეხარჯა?შეიძლება რომ 300 მილიონს ხარჯავდე ქუთაისში პარლამენტის შენობის ასაშენებლად? ყოველწლიურად 50 მილიონი ლარით ძვირდება საქართველოს პარალმენტის შენახვა. 300 მილიონი ქუთაისში ბიზნესის განვითარებაში რომ ჩაედოთ, ამ ქალაქში ერთი კაციც არ დარჩებოდა უმუშევარი, მაგრამ სააკაშვილი ფასადების კაცია და მას ადამიანების ბედი არ ანაღვლებს!

– ქუთაისის პარალმენტი ახსენეთ და 21 ოქტომბერს იქ უკვე შედგა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, თქვენ დეპუტატებს საჩუქრად გაუგზავნეთ წიგნი, რომელიც ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებას ეძღვნება. რისი თქმა გინდოდათ ამით?

– მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილ „დიდების მემორიალს“ ლევან სანიკიძემ ფილოსოფიური ტრაქტატი უწოდა და ამ ძეგლს „ქართულ ბიბლიას“ ეძახდნენ.ახალი პარლამენტის შენობა ქუთაისში ცოდვაზე დგას, იმიტომ რომ მის ასაშენებლად „ქართული ბიბლია „ დაანგრიეს და დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლეს.შეგახსენებთ, რომ „დიდების მემორიალი“ ნიკოლოზობის დღესასწაულზე ნიკოლოზის შვილთაშვილმა, ნიკოლოზის შვილიშვილმა, ნიკოლოზის შვილმა და ნიკოლოზის მამამ, მიხეილ სააკაშვილა ნიკოლოზობა დღეს დაანგრია „ქართულ ბიბლიად“წოდებული „დიდების მემორიალი“.

აი, ეს შევახსენეთ ახალი პარლამენტის წევრებს და ამიტომ დავურიგეთ წიგნი, რომელსაც „დაუჯერებელი სინამდვილე“ ჰქვია!

ბატონო თემურ, როგორც ვიცი, თქვენ საინტერესო ინფორმაციებს ფლობთ იმის შესახებ, როგორ წაართვა ბიზნესი სააკაშვილის ხელისუფლებამ რამდენმე ბიზნესმენს. მოუყევით ჩვენს მკითხველს, რა და როგორ მოხდა?

– შესანიშნავ პიროვნებას, ეთნიკურად აფხაზს, კოტე სალიას საქართველოში გერმანელებთან ერთად ჰქონდა ბიზნესი. იმის მაგივრად, რომ ამ აფხაზი კაცისთვის ყველანაირად შეეწყოთ ხელი და ჩვენს აფხაზ ძმებთან დასაახლოებლად, მათთან ურთიერთობების დასათბობად გამოეყენებინათ, გააკოტრეს და ქვეყნიდან გააქციეს. კოტე სალია დაუსწრებლად გაასამართლეს და თუ არ ვცდები, 30 წლი აქვს მისჯილი. დააბრალეს, ბიუჯეტს ფული არ გადაუხადაო, მაშინ, როცა ამ დღეებში გაირკვა, რომ პრეზიდენტის სამსახურს მილიონები არ აქვს ბიუჯეტისთვის გადახდილი. სახელისუფლო სტრუქტურებს 200 მილიონი აქვთ ბიუჯეტის ვალი.

რა გაუკეთეს გოჩა ძასოხოვს? ის არის დიდი ოსი და დიდი ქართველი, რომელსაც სააკაშვილი ჩვენი დროის გმირს ეძახდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი წაართვა და ქვეყნიდან გააქცია.
ძასოხოვმა ბათუმში გახსნა მანდარინის გადამამუშავებელი ქარხანა, კახეთში კი – ღვინის ქარხანა, რაშიც სახელმწიფო სესხით დაეხმარა. ამის სანაცვლოდ კი მოთხოვეს სამხრეთ ოსეთის მთავრობა უნდა შექმნა და შენ უნდა იყო თავმჯდომარეო. ძასოხოვმა უთხრა, ეს არც ოსებისთვის არის კარგი და არც ქართველებისთვისო. ამის შემდეგ შესთავაზა ლიახვის ხეობის მაჟორიტარ დეპუტატად იყარე კენჭი და ძასოხოვმა ამაზეც უარი თქვა.

ამ მოლაპარაკებას ძასოხოვთან აწარმოებდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, რომელმაც პირდაპირ გააფრთხილა, თუ ამას არ გააკეთებ, დაემშვიდობე შენს ბიზნესებსო. ცალკე ადეიშვილმა შემოუთვალა, თუ არ დაეთანხმება ჩვენს წინადადებებს, გადაეცით ძასოხოვს, რომ მისგან მხოლოდ სახელსა და გვარს დავტოვებთო.

ძასოხოვი ღირსეულად მოიქცა და არ დათანხმდა ხელისუფლებისაგან წამოსულ შეთავაზებებს. ამის შემდეგ ის კეზერაშვი;ლმა დაიბარა თავის კაბინეტში და რომ მივიდა, კეზერაშვილმა თავის მდივანს უთხრა „ის ყ… ები შემოვიდნენო“ . კეზერაშვილის კაბინეტში შევიდა ჯოზეფ კეი და კიდევ ერთი პიროვნება, რომლის გვარის დასახელებაც ეხლა არ მინდა. ძასოხოვს უთხრა კეზერაშვილმა, ქეის გადაუფორმებ ყველაფერსო. აგარის შაქრის ქარხნით დაწყებული, ყველა ბიზნესი წაართვეს და ქეის გადაუფორმეს!

დღეს ძასოხოვს დაუსწრებლად 23 წელი აქვს მისჯილი. დადგა დრო, ბატონი გოჩა გამოვიდეს და თავად ილაპარაკოს ამ ყველაფერზე. რაღას ელოდება? ასეთი რამეები ვინმეს უნდა ეპატიოს ამ ქვეყანაში? ჩვენი დათვლით, სააკაშვილის ხელისუფლება წლის განმავლობაში იძულებითი ბეგარის სახით საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან 12 მილიარდ ლარს იღებდა, ანუ საქართველოს ბიუჯეტზე 1,5-ჯერ მეტს.

სად წაიღეს ეს ფული აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი მასწავლებელს და ექიმს საშუალოზე დაბალი ხელფასი არ აქვს, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. დიახ, საქართველოში საშუალო ხელფასად ხელისუფლებამ 700 ლარი დაადგინა, მასწავლებლებსა და ექიმის ხელფასი კი 300-350 ლარის ფარგლებში „თამაშობს“. ეს არ არის ბრძოლა განათლებისა და ინტელექტის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება არ მოთხოვო პასუხი იმისათვის, რაც ამათ განათლებასა და მეცნიერებას გაუკეთეს?

– თქვენ ასევე ფლობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ სამი წლის წინ აცხადებდით, რომ გამოჩნდებოდა აუდიოჩანაწერები, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს და მისი ცხედარი მიიტანეს საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში. აცხადებდით იმასაც, რომ ამ აუდიოჩანაწერების რაღაც ნაწილი მოსმენილი გაქვთ. რატომ არ გამოჩნდა დღემდე ეს აუდიოკასეტენი და შეგიძლიათ თუ არა, რომ დღეს ცოტა მეტი რამე თქვათ ამ საქმის შესახებ?

– უცხოეთში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ორი აუდიოკასეტა ვნახე. ერთი კასეტა, რომელზეც ჩაწერილი იყო სააკაშვილისა და ავთო ჯორბენაძის შეხვედრა ერთ-ერთი სახლის სარდაფში, სადაც ისინი 2003 წლსი 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, ბოლომდე მოვისმინე და საჯაროდ გამოვიტანე კიდეც. თქვენ გაზეთში დაიბეჭდა ამ აუდიოჩანაწერის სტენოგრამა.
შეგახსენებთ, რომ ამ აუდიოჩანაწერში შევარდნაძის ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრი ჯორბენაძე ეუბნება ოპზოიციონერ სააკაშვილს, მე არ დავამზადებინე ყალბი ბიულეტენები და მე არ ჩაგიყარე ხმებიო? ეს კასეტა შიფრავდა სახელმწიფო დანაშაულს და ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდი რეზონანსს გამოიწვევდა. ამიტომ გამოვაქვეყნე იგი მანამ , სანამ ნებართვას მივიღებდი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც კასეტა გადმომცეს. დიახ, მათი ნებართვის გარეშე გამოვაქვეყნე ეს კასეტა და ამის გამო ჩემზე ძალიან განაწყენდნენ.

რაც შეეხება მეორე კასეტას, მითხრეს, რომ ეს არის ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებული და მომასმენინეს 2-3 წუთიანი მონაკვეთი. რაც ამ მცირე დროის განმავლობაში მოვისმინე, ეს არის ფეხების ბრახუნი, მძიმე ნაბიჯებისხმა და სააკაშვილის სიტყვები :’ეხლა ეს წაიღეთ აქედან და როგორც მოვილაპარაკეთ, ისე მოაგვარეთ ყველაფერიო“. სააკაშვილი ამას უცენზურო სიტყვებით ამბობს, მაგრამ ამას ვერ გავიმეორებ. რადგან ჟვანიას ხსოვნას ვცემ პატივს!

– სხვა არავისი ხმა არ ისმის ამ ჩანაწერში?

– იმ 2-3 წუთიან მოანკვეთში სხვა არავის ხმა მომისმენია!

– ვის აქვს კასეტა და რატომ არ აქვეყნებდნენ აქამდე?

– ეს კასეტა აქვს ემოგრაციაში მყოფ ქართველებს. შემიძლია იმის თქმა, რომ ისინი ცხოვრობენ შვეიცარიასა და საფრანგეთში. შემიძლია ერთი რამის თქმა, ეს კასეტა რომ გამოქვეყნდება,. სააკაშვილი მაშინვე მიხვდება კასეტა ვის მიერ არის ჩაწერილი!
2009 წლის 26 მაისს , როცა ოპოზიციის მიერ დინამოს სტადიონზე გაიმართა დიდი შეკრება, ადამიანებს, რომლებსაც ეს კასეტა აქვთ, ჰქონდათ მისი გამოქვეყნების სურვილი და ხალხი გაიგებდა სიმართლეს ჟვანიას მკვლელობის შესახებ. მე ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე და პრესაშიც დავწერე, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა არანაირი დაინტერესება არ გამოიჩინეს!

– კასეტა მთლიანად არ მოგისმენიათ, მაგრამ რა გითხრეს იმ ადამიანებმა, რას ამტკიცებს ეს აუდიოჩანაწერი?

– ეს აუდიოჩანაწერი ამტკიცებს, რომ ჟვანია გაზით არ გაგუდულა და იგი მოკლეს. მკვლელობაში მონაწილეობდნენ სააკაშვილი და ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი. ჟვანიას ცხედარი სხვა ადგილიდან მიიტანეს იმ ბინაში, სადაც შემდგომ იქნა აღმოჩენილი!

დღეს თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ იმ ადამიანებს. დადგა დრო , გამოაქვეყნოთ ეს კასეტა!

– თქვენ აგრეთვე ამბობდით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლ;ებმაც დაინახეს, როგორ შეიტანეს ჟვანიას ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში. სად არიან ე ს ადამიანები და ახლარას აპირებენ?

– უკვე შეიძლება თქვას, რომ ცოლ-ქმარი, რომლებმაც დაინახეს, როგორ შეჰქონდათ ჟვანიას ცხედარი სადარბაზოში, დღეს ცხოვრობენ ირლანდიაში

ეს ქალბატონი და მისი ქმარი სადარბაზოდან გამოვიდნენ მაშინ, როცა იქ ცხედარი შეჰქონდათ. ბუნებრივია, მათ იმ წუთას არ იცოდნენ, რომ ეს ჟვანიას ცხედარი იყო, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი ტელევიზიით მოისმინეს ჟვანიას დაღუპვის შსახებ, მოისმინეს იმ ბინის მისამართი, სადაც ჟვანიასა და იუსუფოვის ცხედრები იქნა ნაპოვნი, მაშინვე მიხვდნენ, რომ ცხედარი, რომელიც წინა ღამით შეიტანეს იმ სახლის სადარბაზოში, საიდანაც ეს ცოლ-ქმარი გამოვიდა, ჟვანიას ეკუთვნოდა.

ამ ქალბატონმა და მისმა მეგობარმა მეორე დღესვე დატოვეს საქართველო, რადგან გააცნობიერეს, რომ დიდი დანაშაულის უნებლიე მოწმენი გახდნემ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ახლა კი ყველაზე საინტერესო რამეს გეტყვით რამდენიმე თვის წინ ამ ქალბატონს ირლანდიაში მანქანა დაეჯახა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ახლაც ლოგინსაა მიჯაჭვული. მისი მეუღლე კი ძალიან მძიმედ მოიწამლა და სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან! ეს ადამიანები ეჭვობენ,, რომ ქალბატონს მანქანა გამიზნულად დაეჯახა, მისი მეუღლე კი მოწამდეს და ეს სააკაშვილის ხელისუფლების მიერაა მოწყობილი!.

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *