ბოროტებაა, რომ ვინარჩუნებთ თვითმარქვია პრეზიდენტს
გუშინ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელმაც არაერთმნიშვნელოვანი შეფასება დაიმსახურა საზოგადოებაში.
ის, რომ მმართველმა პარტიამ და საპარლამენტო ოპოზიციამ, ორთავემ, თავიანთ გამარჯვებად მიითვალეს, ნაკლებად საამაყო პოლიტიკური სპექტაკლი, რომლის რეალური ავტორი სულ სხვა სახელმწიფოს მოქალაქე იყო, ამ პროცესის ღირსების ხარისხზე მიუთითებს.
ყველაზე მეტად, რაც მაწუხებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კითხვის ქვეშ დგას არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური კოალიციის და საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ, საერთოდ ქვეყნის პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლობა.
პარალმენტში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა, სააკაშვილის დაულაგებელმა კომენტარებმა, დღეს არაერთგზის მოსმენილმა მოქალაქეთა აღშფოთებულმა საუბრებმა გვიჩვენა, რომ აუცილებელია ნაცმოძრაობის, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლების დაჩქარება.
ბოროტებაა, რომ 20 იანვრის შემდეგ ვინარჩუნებთ თვითმარქვია პრეზიდენტს
არ მინდა ვიფიქრო, რომ ერთად არიან სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფალნი, მაგრამ დიდ საგონებელში გვაგდებს ივანიშვილის განცხადება, რომ მან ამ ნაბიჯებით სახე შეუნარჩუნა „ნაცმოძრაობას“.
ბიძინა ივანიშვილი დღეს მძიმედ გამოვიდა. ადამიანურად მინდა ვთქვა, რომ გარკვეული იმედი ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლისა პრემიერის დღევანდელმა განცხადებამ მომცა და მინდა ვიფიქრო, რომ ქმედებებით განმტკიცდება.
მიუხედავად იმისა, ვის როგორ მოეწონება, ვინ როგორ შეხვდება, პარალმენტს გარეთ ოპოზიციამ სახელმწიფოზე მოფიქრალმა საზოგადოებამ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მამულიშვილებმა უნდა დავიწყოთ ქმედება.
მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას: ვინც თვლის, რომ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის ყოველი დღე ხელისუფლებაში, ეს არის დანაშაული საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, დავიწყოთ ერთობლივი მოქმედება ამ ჭირის მოსაცილებლად.
თემურ შაშიაშვილი
22.03.2013წ