“კანონიერმა ქურდებმა” არჩევნების წინ საკუთარი პროგრამები უნდა მოამზადონ…

 

ვის და რატომ არ მოსწონს თემურ შაშიაშვილი?

temuri1მთავარი კი არ არის, მე და ჩემნაირებს იცნობს თუ არა ბატონი თემურ შაშიაშვილი, არამედ ის, მე და ჩემისთანა სიმართლის მოყვარული ხალხი როგორ იცნობს მას.

ქუთაისელი გახლავართ. ერთ-ერთ საწარმოში ვმუშაობდი. მაშინ ბატონი თემური კომკავშირის ქალაქკომის მდივანი იყო და იმ დღიდან მოყოლებული ვიცნობ მის პიროვნებას. ლეგენდები დადიოდა მის შრომისმოყვარეობაზე, როგორი თავგადაკლული დადიოდა ეს ახალგაზრდა ღამეებსაც კი სამხსახურში ათევსო. მავანნი კარიერისტსაც კი უწოდებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, რას ნიშნავდა სიტყვა კარიერისტი ჩვენ ხომ ყველაფერი უნდა დავამახინჯოთ, ან უკუღმა გავიგოთ. ეს ისე, ცნობისთვის.
მას შემდეგ მოყოლებული მე თბილისში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ბატონმა თემურმა კი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი და შინაარსიანი გზა განვლო. დაოჯახდა. არაჩვეულებრივი შვილები და მეუღლე ჰყავს. ჰო, შვილებზე გამახსენდა, ცოტა შუა ხნის ასაკისაკენ შეეძინათ ბიჭი, რომელსავც სახელად გიორგი დაარქვეს და იცით რა? ესეც არ აპატიეს ბატონ თემურს. გიორგი იმიტომ დაარქვიო, შევარდნაძის ნათლობის სახელი რომ არისო. მახსოვს გაზეთშიც რომ დაიწერა ამის შესახებ. კორესპონდენტი ეკითხება, მართლა ასეაო? ხომ ვითომ წვრილმანია, მაგრამ როცა ჭორიკნები ჩასაფრებულნი არიან, უარესსაც მოიგონებენ.

ბატონო თემურ, გულს ნუ გაიტეხთ: “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი…” ჩვენგან არ გესწავლებათ, უბრალოდ გაიხსენეთ და დარდი გულიდან გადაიყარეთ.

_ ვის არ მოსწონს თემურ შაშიაშვილი?

_ თემურ შაშიაშვილი არ მოსწონს იმას, ვისაც თავად არც უნდა საქმე აკეთოს ხალხისათვის. ხალხი საერთოდ არ აინტერესებს მხოლოდ არჩევნების დროს გაახსენდებათ. თუ არ ჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, არც იმით შეიწუხებენ თავს, ისედაც კარგად მოახერხებენ პრობლემის სათავისოდ მოგვარებას. არ მოსწონს მათ, ვინც რბილ სავარძლებშია მოკალათებული, ვისაც ეზარება ხალხზე ზრუნვა. მათ ხალხზე ზრუნვას საკუთარ თავზე, ოჯახზე ზრუნვა ურჩევნიათ და რა თქმა უნდა არ მოეწონებათ ასეთი, მათი წარმოდგენით მატრაკვეცა, რომელიც ხალხზე ზრუნავს, მათ აიძულებს, რომ იზრუნოს ხალხზე. ბატონ თემურს ხომ მათ ცხოვრებისეულ ჰარმონიაში დისონანსი შეაქვს. ხოდა ვის უნდა ბატონო შეწუხებული? სხვებზე რომ არაფერი ვთქვა, “ახალ ქართველებზე” ერთ მეტად გახმაურებულ ფაქტს გავიხსენებ. ბატონ ზაზა სიორიძის აგარაკს, “თეთრ სახლს” რომ ეძახიან, რომელსაც თურმე სიდედრ-სიმამრისაა და ეხლახან ასი ათასი დოლარიანი საძინებელი რომ შეიძინა ალბათ ისიც ცოლის მზითევის ერთ-ერთი ნაწილია! უნდა ახლა ბატონ ზაზას და მისთანებს თემურ შაშიაშვილი? რომლის საერთო ქონება, რასაც მისი შეძენილი ჰქვია, საერთო ჯამში არ შეადგენს ასი ათას დოლარს? რაც ფულად საკრედიტო სისტემასა ად ანაბრების “აჯაფსანდალი” მოხდა, რაღაც მაგ პერიოდში აჩუქეს ბატონ ზაზას ამოდენა ქონება? ეჰ, როდემდე უნდა გვაყარონ თვალებში ნაცარი ამ გასაცოდავებულ ადამიანებს. ნუთუ ზღვარი არ უნდა ჰქონდეს უსამართლობას? ერთმანეთს რომ ჭამენ დღეს გაქსუებული თანამდებობის პირები და გვაჩვენებენ ტელვიზიით, ან გვაკითხებენ პრესის ფურცლებზე, არ რცხვენიათ? რისი უნდა შერცხვეთ, ბატონ ნოდარ დუმბაძის მეზობლისა არ იყოს:” ბიძია შუბლის ძარღვი თუ გაუწყდა ადამიანს, წასულია მისი საქმეო”, სწორედაც ასეა. მაგრამ მეც იმას ვტირივარ, რავა ყველას უწყდება შუბლის ძარღვი, ვინც სავარძელში ჯდება? არჩევნების წინ და თანამდებობაზე დანიშვნამდე, ყველას “აშენებას” გვპირდება. გაინაღდებენ თავისას და მოგვჭამა ჭირი. შეიძლება გამარჯობა აღარ გითხრას, თუ არაფერს მოელის შენგან. ჰოდა, ახეთ ვაი პიროვნებას მოეწონებათ ხოლმე ხალხზე ზრუნვა თემურ შაშიაშვილს.

მახსოვს ბატონი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერად, რომ უნდა დაენიშნათ, ხმა დაირხა, ქუთაისიდან შეუთვალეს არ ჩამოხვიდეო, ერთი ტომარა ფულს სთავაზობდნენ, აირჩიე, ან ეს ფული აიღე, ან, ჟარგონით რომ ვთქვათ, გაგაგორებთო. ბატონმა თემურმა შეუთვალა, მე თქვენი არ მეშინია, არც დაცვა აუყვანია, არც ძველი თანამშრომლები გაუყრია, როგორც ახლა მოდაშია, არამედ სამსახურში გამოაცხადა, ვინც გაუძლებს ჩემს სამუშაო რეჟიმს და გვერდით დამიდგება., ერთად ვემსახუროთ ხალხსო. თავად შუაღამესაც კი ფეხით დადიოდა ქუჩებში და თვითონ ათვალიერებდა ყველაფერს.. მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როცა მოდაში დაყაჩაღება იყო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ერთმანეთს ხოცავდნენ ვაი ადამიანები. იმ პერიოდში, მახსოვს, თბილისში მოვდიოდი, საფიჩხიაზე ვცხოვრობ, იქვე უბანში, ჩემი სკოლელი, კანონიერი ქურდი “გიჟუა” შემხვდა და მითხრა: “ეს ვინ ყოფილა თემურ შაშიაშვილი, მე მასთან რა შეხება უნდა მქონოდა, წინა კვირაში დაგვიბარა და გველაპარაკა. გეფიცება, მამის სულს, რომ ვუსმენდი, მეგონა მთელი ცხოვრება ჩემს წრეში გაატარა. ნამდვილად მაგარი ვინმეა, ძალიან პატრიოტი ბიჭია, თუ ჭკუა გაქვს, ადამიანს უნდა ადუჯეროო…” ამჟამად გიჟუა ქალაქში აღარ ცხოვრობს, კარგა ხანია ქალაქი დატოვა. მაპატიე, “გიჟუა” რას იფიქრებდი, ჩვენი მაშინდელი საუბარი პრესის ფურცლებზე თუ მოხვდებოდა შენ თავად ჭკვიანი და მართალი კაცი ხარ, შენი სიტყვის უფრო მჯერა, ვიდრემათიო, ვინც დღეს გულს ტკენს ბატონ თემურ შაშიაშვილს. ახლა შეიძლება ვინმემ ისეთი იარლიყი მომაკრას, ქურდების პროპაგანდას ეწევაო, არა, ბატონო, არა, ბერტოლდ ბრეჰტი გვასწავლის: “ადამიანი ქანდაკება არ არის, რომ იმას შემოუარა, იმ კუთხიდან უცქირო, საიდანაც იგი ლამაზად იმზირება…~ ხოდა, თუ არ გჯერათ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ, რომელიმე ქურდმა საარჩებვნო პროგრამა რომ წარმოადგინოს, ხალხი მას უფრო დაუჭერს მხარს, ვიდრე თქვენ, რადგან თევან ყოველთვის მოტყუებულს ტოვებთ მათ და აღარ გენდობიან, და ქურდი, რომ სიტყვასიტყვის, ის მართალია. (მე დღევანდელ “გამოჩეკილ ვაიქურდებს და “პატიოსან” ჩინოვნიკებს, უცბად გამდიდრებულებს! არ ვგულისხმობ).

აქვე მინდა გავიხსენო, ჩემი პუბლიკაცია გაზეთ “ასავალ-დასავალში” #30 22-28 ივლისი 1997 წელი. ”ღია წერილი ბატონ ნიკო ლეკიშვილს და არა მარტო მას…” სხვათაშორის მინდა მადლობა მოვუხადო ბატონ ნიკოს, რამეთუ ბოლოში ვწერდი: “ნუ გამომეხმაურებით, ბატონო ნიკო, საჭირო არ არის, თქვენი საქმე გააკეთეთ და ამით გამომეხმაურეთ-თქო. ~ხოდა, ნამდვილად საქმით გამომეხმაურა ბატონი ნიკო, თავად კი არა, მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგა. ვწერდი, თქვენი ქველმოქმედების ერთი მაგალითი მაჩვენეთ-თქო, ჰოდა, დღეს ნამდვილად ეწევა ბატონი ნიკო ქველმოქმედებას. გვარების ჩამოთვლა არ მინდა, რამდენს გაუწია დახმარება. გულწრფელად გიხდით მადლობას, ბატონო ნიკო. საქართველოში არაფერი არ იმალება, არც ავი, არხ კარგი. მე ბოროტი არ ვარ, რომ არ დავინახო თქვენისიკეთე, ისევ ბიზნესში რომ დარჩეთ და პატიოსანი ბიზნესი აწარმოოთ, უფრო ეყვარებით ყველას, ვიდრე პოლიტიკაში.

შემთხვევით ვისარგებლე და გადახვევა ამიტომ გავაკეთე, მე ბატონ თემურ შაშიაშვილის საქმეებს ვახსენებდი: მოგიყვანთ იმ ნაწყვეტს: “მაინტერესებს, თქვენი ოჯახის წევრები თუ მიირთმევენ თურქეთის პროდუქციას? იცით, რამდენი ბავშვია დაავადებული იმის შედეგად, რომ ვერ ღებულობს მზარდი ორგანიზმისათვის აუცილებელ კალორიებს? რატომ შემოგაქვთ ეს იაფფასიანი ნაგავი საქართველოში? ქუთაისის მერმა თემურ შაშიაშვილმა ხომ აკრძალა თავის დროზე ამ საქონლის შემოტანა? მაგრამ თქვენნაირი ხალხისათვის შაშიაშვილი ცუდია იმიტომ, რომ ის თქვენზემეტად ზრუნავს ხალხზე. იგი თქვენნაირებს არ მოსწონთ, აბა ქუთაისლებს ჰკითხეთ, მშრომელ, პატიოსან ხალხს…~ ეს იყო 1997 წელს, ხედავთ? _ ბატონო თემურ, მაშინაც გებრძოდნენ, უფრო ადრეც, თქვენ ყოველთვის გებრძვიან. მთავარია თავად არ გატყდეთ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი. თქვენ ეს არ გეკადრებათ: “ბულბულის სტვენა გალიიდან მაინც ჯობს თავისუფლად მონავარდე ყვავების ჩხავილს…” უთქვამს პოეტს და გაიხსემეთ ეს. ფინიების ყეფაც გაიხსენეთ… ფინიები თქვენ ვერაფერს დაგაკლებენ. თქვენს უკან პატიოსანი ხალხის მთელი არმია დგას. თქვენ არ გეშლებათ კადრების შერჩევა, თქვენ ეძებთ და პოულობთ თქვენსავით პატიოსან და საქმიან ადამიანებს. ჩემი პროფესიის წყალობით თითქმის სრულიად საქართველოს ვიცნობ და როცა რაიმე საკითხი მაინტერესებს, ძირის-ძირამდე ჩავყვები ხოლმე. თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც თქვენი რწმენა, პატივისცემა, სიყვარული აქვთ. თქვენს გვერდით არიან სამართალდამცავები, ინტელიგენციის საუკთესო წარმომადგელნები, კარგი ადამიანები.

სხვა არ ვუწოდო, რაც მე მოვისმინე ტყიბულის გამგებლის პირველი მოადგილის, ბატონ ბუხუტი ორჯონიკიძესთან და ექიმ იურა ელიაშვილთან (რომლის ორი ვაჟკაცი იბრძოდა აფხაზეთში. ერთი, მამუკა შეეწირა კიდეც).

ბატონი იურა ხომ, ღირსების ორდენის კავალერია, ეს დიდი ჯილდო, რომ არაფერი ვთქვათ მის პიროვნულ ღირსებებზე, პროფესიონალიზმზე და დამსახურებებზე. იმიტომაც ეკუთვნოდა, რომ 3 ღირსეული ვაჟკაცი აღუზარდა საქართველოს და მამუკა ზვარაკად შესწირა), საუბრისას როგორი მოწიწებით მიხატავდნენ თქვენს პორტრეტს. აღარაფერს ვიტყვი ბატონ რეზო ბალანჩივაძეზე, სტატისტიკის სამმართველოს უფროსზე, რომელიც სისუფთავის, პატიოსნების, კაცური კაცობის ეტალონია. ობლობაში გაზრდილი ბიჭი ჭეშმარიტი ინტელიგენტი და მმულოშვილი, ობლობაში გაზრდილი ბიჭი, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და მამულიშვილი, საქმისადმი ერთგულების, კეთილსინდისიერების განსახიერება. (სხვათაშორის, ბატონი პრეზიდენტი, რომელიც პატიოსანი კადრების ნაკლებობას განიცდის, თუ ჩემს სიტყვას ერწმუნება, რამეთუმე კადრების “სამჭედლოში” ვმუშაობდი, და ყველას გონებრივი შესაძლებლობანი ვიცი, ბატონ რეზო ბაღდავაძეს სამომავლოდ ფინანსთა მინისტრად დანიშნავს, საქართველო ამოისუნთქებს, რადგან ის უტყუარი კაცია და არ უღალატებს არც პრეზიდენტს და არც საქართველოს მოსახლეობას. საამისო ცოდნა და განათლება მას ნამდვილად აქვს). ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ ბატონო თემურ, თქვენ ნამდვილად ჯანსაღი გუნდი გახვევიათ გარს. (შექმენით პარტია და მარტო ბრძოლა აღარ მოგიწევთ), თქვენ მათ ჭირდებით. მე ხალხის ენით გესაუბრებით, მათ ნაამბობს გადმოგცემთ, თორემ მე არც კი მიცნობთ. ეს მე ვიცნობ თქვენს ნამოღვაწარს ბატონო თემურ, მერწმუნეთ, მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად კენჭი რომ იყაროთ, მთელი იმერეთი დაგიჭერთ მხარს, იმიტომ, რომ მათ თქვენი რწმენა, თქვენი იმედი აქვთ. ნუ მიატოვებთ ლომის ხახაში, ისედაც გასაცოდავებულ ხალხს. გვჯერა ჩვენი პრეზიდენტის, რომ არ დათანხმდება თქვენს გადადგომას. ბატონო თემურ, ყველა დადგომაზე ჩალიჩობს და თქვენ გადადგომაზე? ნუთუ ამით მაინც ვერ მიხვდება, ვინც საღად აზროვნებს, რომ თქვენ ის კაცი არ ხართ, რასაც ბოროტი და ავი ენები ამბობენ?

რატომ გავიხსენე 1997 წელი და გაზეთი ”ასავალ-დასავალი”. ჯერ ერთი იმიტომ, ამ პუბლიკაციას სასწრაფოდ გამოეხმაურნენ ქუთაისელები (გაზეთი “ასავალ-დასავალი” #31. 29 ივლისი-4 აგვისტო 1997წ.) მოგიყვანთ ნაწყვეტს: “… გვიხაროდა, რომ ჯერაც კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ უფლება მხარში დაუდგნენ და თანამედროშედ ჩათვალონ თავიანთი თავი ბატონ პრეზიდენტისადმი, ბატონ თემურ შაშიაშვილისა და სხვათა, ვისაც მართლა შესტკივა ქვეყნისთვის გული…”

“… ქუთაისში არც ერთი გაზეთი გაუყიდავი არ დარჩენილა. მათ ვინც ვერ შეძლო ამ გაზეთის შესყიდვა უსახსრობის გამო, მეზობლებისგან მათხოვრობდა, ასე რომ ყველამ წაიკითხა, ყველა თქვენთან არის, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და ქართველი ერი!” _ ავთანდილ ტყავაძე _ ქუთაისი.

მეორეც იმიტომ, რომ ვინც ბატონ თემურს გულს ტკენს, ჩაბრძანდეს ქუთაისში, დაათვალიეროს, როგორი სისუფთავეა ქალაქში. თუა ქუთაისი “ბუტკების ქალაქი”, თუა ქუთაისი ბენზინ გასამართი ჯიხურებით სავსე, თუ ღირს სამარშრუტო ტაქსი 50 თეთრი… საკოლმეურნეო ბაზარში შესვლა ხომ ერთგვარ სიამოვნებას მოგგვრით, ისეთი სურნელი ტრიალებს, ისეთი სისუფთავეა, ცხონებული იოსებ ნონეშვილის სიტყვები მოგაგონდებათ შემოდგომის ბარაქაზე და საერთოდ გაესაუბრონ ნამუსიან და ჭკუათმყოფელ ადამიანებს…

ბატონო თემურ, ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ გაიტეხავთ გულს. თქვენ თქვენი სიმართლით და გულისხმიერებით უყვარხართ ქუთათურებს. ავი ენის პარტონებმა, არ იციან ოთარ მამფორიას გამონათქვამი: “ქუთაისლობა პროფესიააო” _ ეს ჩვენ, ქუთაისლებმა ვიცით მისი მოქარგული პოეზია, დავუჯეროთ მას, დრჩით იმერეთის პატრონად, იღვაწეთ თქვენეული შემართებით. გავა დრო, ისტორია ყველაფერს დაალაგებს. მომავალი თაობები ყველაფერს შეაფასებენ. ვაი პოლიტიკოსები, როგორც შემთხვევით მოვიდნენ, ისე შემთხვევით წავლენ. მათ ნაკვალევს მტვერი დაფარავს, თქვენკი გაუხუნას კვალს დატოვებთ ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში.

და ბოლოს, ვის არ მოსწონს თემურ შაშიაშვილი?

_ აღარ შევუდგები ბატონი თემურის იმ დამსახურების ჩამოთვლას, რაც მას მიუძღვნის ერის წინაშე, რომელიც ყველამ კარგად იცის. ვისაც უნდა ხედავს და ვისაც არ უნდა ვერაფერს დაინახავს. კრიტიკა, უფრო სწორად გულისტკენა, ხომ უფრო იოლია, ვიდრე საქმის კეთება, ლექსის ერთ სტროფს შეგახსენებთ მხოლოდ და თავად განსაჯეთ ვის არ მოსწონს იმერეთის “გუბერნატორი, პრეზიდენტის რწმუნებული ბატონი თემურ შაშიაშვილი.

“ადამიანმა ჩაიხედა სარკეში ოდეს,

მან, თავი უფრო გაიმშვენა, გაილამაზა,

სინდის-ნამუსიც სარკეში რომ ირეკლებოდეს,

ზოგი სარკეში, სრულიად არ ჩაიხედავდა.”

ჟურნალისტი

ნარგიზა ლომთაძე

ღირსების მედლის კავალერი

სპეციალურად “საავტორო გაზეთისათვის”

“ოქროს ქვიშებიდან”- ბულგარეთი

10 აგვისტო, 1999წ.

P.S. რა ვქნა, ქალბატონო მაყვალა, აქაც ვერ ვისვენებ, გავიგე ბატონ თემურ შაშიაშვილის გადადგომის შესახებ და გიგზავნით ამ წერილს.

“საავტორო გაზეთი” #12 1999წ. სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *