(newspress) აქცია ქუთისში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით

memoriali2დღეს,19 დეკემბერს, 14:00 საათზე ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება შეკრება დიდების მემორიალის აფეთქების აღსანიშნავად და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით .  შეკრების ერთ-ერთი მონაწილის, “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

” იქ, სადაც იდგა „ქართულ ბიბლიად“ და „ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული დიდების მემორიალი, შედგება მისი აფეთქების სამი წლისთავისა და დაღუპული დედა-შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო შეკრება.

შევიკრიბოთ და ჩვენი პარტიული სიმპათიების მიუხედავად დავადასტუროთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ნაციონალური ვანდალიზმის მიმართ. დავადასტუროთ, რომ უნდა აღსრულდეს ხალხის ნება და საქართველო განთავისუფლდეს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტისაგან.”

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *