“ერთსულოვნება” მწვანე აქციას აწყობს

bunebaდღეს თეთრების ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, „ერთსულოვნების“ წევრებთან (რეზო ჩხეიძე, რეზო ესაძე, გუჯა ბურდული, მიხეილ ანდღულაძე, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ვალერი კვარაცხელია, ნათია ავსაჯანიშვილი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, გოჩა არონიშიძე, გელა სალუაშვილი, მარინა კაჟაშვილი, და სხვანი) ერთად გაემგზავრა საგურამოში, სადაც დედათა მონასტერში დარგავენ (წინამძღვარი მამა ტარიელ სიკინჭალაშვილი) 100 ძირ უნიკალურ ნეკერჩხლის ჯიშის ნერგს.

კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის უნიკალური ბუნების გადარჩენის მიზნით მსგავსი აქციები ხშირად უნდა მოეწყოს და საზოგადოებას მოუწოდებენ მათში აქტიური მონაწილეობისაკენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *