(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: “ქართველები მონებად ვიქეცით თურქეთში…”

779თემურ შაშიაშვილის მიერ მოწოდებული შემზარავი ვიდეომასალის ნახვის შემდეგ არაერთხელ ვცადე დაკავშირება მერაბ ღოღობერიზესთან, მაგრამ მას მობილური ტელეფონი რამდენიმე დღეა გამორთული აქვს. მასში მოყვანილი ფაქტებისა და უმძიმესი მდგომარეობის შეფსება თემურ შაშიაშვილს ვთხოვე

– ბატონო თემურ, ვნახე თქვენს მიერ მოწოდებული ვიდეომასალა, მოვისმინე რასაც მერაბ ღორობერიძე ყვება და პირდაპურ გეტყვით შეძრწუნებული ვარ. რა ხდება საქართველოში „ტყვეთა სყიდვის“ ეპოქა დაბრუნდა?

– დიახ, ქართველები მონებად ვიქეცით თურქეთში და მონებად ვექეცით საქართველოში ცამოსახლებულ თურქ ბიზნესმენებსაც, რომლებიც სააკაშვილის დედის მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან.

სააკაშვილი ამაყობს და ქართველებსაც უხარიათ, რომ თურქეთთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. დიახ, საქართველოს მოქალაქეები ბედნიერნი არიან იმით, რომ მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლიათ თურქეთში შესვლა. არადა, ეს არის უბედურება, გოენბადაბინდებულია ყველა, ვისაც ეს უხარია.

იმდენი ქართველი იმდენი ქართველი მიაწყდა თურქეთს, რომ იქაური ხელისუფლება იძულებული გახდა ცალმხრივად შეეცვალა და ასეთი ნორმა შემოეღო – საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება თურქეთში, ვალდებულია, სამი თვის შემდეგ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია და სანამ მომდევნო სამი თვე არ გავა, თურქეთში უკან შესვლის უფლება არ აქვს.ეს იცით, რას ნიშნავს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე თურქეთში ვერ დაფუძდება და ბიზნესს ვერ ააწყობს.

– მეგობრობა და თანაც – ისტორიული ამას ჰქვია?

– საქართველოს საგარეო უწყებამ დაიტრაბახა, თურქეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ და საქართველოს მოქალაქეებს სამი თვის გასვლის შემდეგაც შეეძლებათ თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენაო.

არ იკითხავთ, რა პირობით?, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მუშაობს დამგველად, ჭურჭლის მრეცხავად და თურქის მომვლელად.

– ეს ოფიციალურ ხელშეკრულებაში წერია?

– დიახ, ეს წერია თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მიღწეულ სეთანხმებაში , მაგრამ როცა ქართველი ხალხი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მონები გავხდით, ამას აღარ მოითმენს! საქართველოში თურქეთის მოქალაქეს, ტრაილერის მძღოლით დაწყებულს და ბიზნესმენით დამთავრებულს – ზედმეტ სიტყვას ვერავინგაუბედავს, საქართველოს მოქალაქეებს კი თურქეთში მონებივით ექცევიან ! რატომ, ვოიინ ვართ ჩვენ? თურქების ყმები?

ვისაც ჩემი არ სჯერა, ჩავიდეს სტამბოლში და საკუთარი თვალით ნახოს ქუჩის დამგველად მომუშავე ქართველი პედაგოგი, უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდა ქართველები, რმლებიც ჭურჭლის მრეცხავებად მუშაობენ!

ყოჩაღ, თურქეთის ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ერდორანს, რომელიც თავისი ქვეყნისათვის ყველაფერს აკეთებს და ვაი, საქართველოს ხელსიუფლებასს და პრეზიდენტს, რომელიც მიწაზეა გართხმული

ესაუბრა ჯაბა ხუბუა/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *