( ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: მთელი ოპოზიციური ძალები უნდა იქცნენ ერთ მძლავრ დემოკრატიულ ფრონტად…

temuri1ვესაუბრებით პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერსა და სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს, თემურ შაშიაშვილს.

ბატონო თემურ, სააკაშვილი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთი საქართველოს ვერ დაიპყრობს. და ვერ დაიმონებს. უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია კი რუსეთთან საომარ მოქმედებებს არ გამორიცხავს. თქვენი აზრით, რა ხდება, ეს ხელისუფლება რუსეთთან ომისათვის ხომ არ ემზადება?

– სწორედ სააკაშვილი ცდილობს საქართველოს რუსეთისთვის დამონებას. დიახ საქართველოში სააკაშვილის გარდა ვერ ვხედავ ვერც ერთ პოლიტიკოსს, რომელმაც რუსეთს მონობა დაუდასტურა!

სააკაშვილი ხან ტრაქტორზე ზის, ხან დევნილების ქვეშაგებელსა და ჯამ-ჭურჭელს დაათრევს წინდა უკან. ასეთი პრეზიდენტი მსოფლიო ისტორიამ არ იცის., ეს არის წაქცეული, განადგურებული პრეზიდენტი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს და ეუბნება, თქვენ ისეთი დაბალი დონის აზროვნება გაქვთ, ტრაქტორზე მჯდომი და ჯამ-ჭურჭლის დამტარებელი პრეზიდენტი უნდა მოგწონდეთო.

ხმამაღლა ვაცხადებ: მე არ მინდა ტრაქტორზე მჯდომი და ჯამ-ჭურჭლის დამტარებელი პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს და თავის საქმეს გააკეთებს.

დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა არა სოფელში ტრაქტორის ჩაყვანა, არამედ კონკურენტული გარემოს შექმნა, რომლის პირობებშიც განვითარდება გლეხიც, მეწარმეც, და, საერთოდ ქვეყანა წავა წინ!

მე მინდა პრეზიდენტი, რომლის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები არ აკონტროლებენ ქვეყანაში ყველაფერს და ხალხს არ ასხედან თავზე!

სააკაშვილი ებრძვის ცივილიზაციის მთავარ მონაპოვარს – კონკურენციასა და თავის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს აჩუქა მთელი ბიზნესი, საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები დანიშნა ბიზნესმენებად საქართველოში.

ასეთი კაცი, თავის ჯიბეში ჩასმული ტელევიზიების საშუალებით ატყუებს ხალხს, მე თუ ხელისუფლებიდან წავედი, შუქი არ გექნებათ და რუსეთის მონები იქნებითო. რუსეთის მონა ახლა ვართ ჩვენ, იმიტომ, რომ სააკაშვილმა მთელი ეკონომიკა რუსეთს ჩაუგდო ხელში.

– თუმცა სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს და ასე მივიდეთ სინგაპურიზაციამდეო…

– სააკაშვილი თავისი აზროვნებით ფეოდალურ ხანაშია ჩარჩენილი დაწარმოდგენა არ აქვს, რა არის თანამედროვე ეკონომიკა. დიახ, იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ეკონომიკური და საგადასახადო სისტემა გადმოეტანა საქართველოში, სააკაშვილმა ამერიკისაგან გამრუდებული ლიბერალიზმი წამოიღო.

მას რომ ამერიკის ეკონომიკური და საგადასახადო სისტემა დაენერგა საქართველოში, საქართველოს ბიუჯეტი იქნებოდა მინიმუმ ათჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის!

მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები რომ ერთად დასვა და დაავალო, დაწერეთ პროგრამა როგორ დავაქციოთ წარმატებული ქვეყანაო, ისინიც კი ვერ მოიფიქრებდნენ იმას, რაც სააკაშვილმა საქართველოსთვის გააკეთა!

საქართველო დაამშიეს და დააუძლურეს, რათა ხალხი ადვილად მართონ და ტყუილში აცხოვრონ. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები კი ისე ცხოვრობენ, არაბ შეიხებსაც კი შეშურდებათ.

ახლა ამ ინტერვიუს რომ გაძლევთ, უკრაინაში ვიმყოფებიდა აქაურმა ექსპერტებმა საოცარი რამ მითხრეს ქართული პოლიციის შესახებ.

– რაო, რა გითხრეს, მოსწონთ სააკაშვილის რეფორმირებული პოლიცია?

– სააკაშვილმა ააშენა შუშის შენობები, რომლებშიც ზის მსოფლიოში ყველაზე ბნელი პოლიცია. ეს არის პოლიცია, რომელიც აწყობს რუსეთს და ამიტომაც უნდათ, რომ ქართული პოლიციის მოდელი გაიტანონ რუსეთში. ამიტომ უძღვნიან რუსული ტელეარხები ვრცელ და აღფრთოვანებულ რეპორტაჟებს ქართული პოლიციის რეფორმას. უკრაინელმა ექსპერტებმა მითხრეს, ჰიტლერის მერე მსოფლიოში არავის შეუქმნია ისეთი პოლიცია, როგორც სააკაშვილმა შექმნაო!

გეკითხებით, თუ საქართველოში ისეა ყველაფერი აყვავებული, როგორც სააკაშვილიგვიყვება თავისი ჯიბის ტელევიზიებიდან, რატომ მიდის ქართველი კაცი თურქეთში ჭურჭლის სარეცხად?

გამაგებინეთ, სტამბოლში ქუჩის დამგველად რა უნდა ქართველ პედაგოგს, თუ სააკაშვილმა საქართველო ააყვავა?

როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასეთ სიბნელეში? ჭურში როდემდე უნდა ვიყოთ ხალხო?

აგერ უკრაინაში ვუყურებ როგორი აღმშენებლობა მიდის. სააკაშვილის ტელევიზიები ხალხს ეუბნებიან, რომ მთელი მსოფლიოპ დაიქცა და საქართველო შენდება მხოლოდ. პირიქით არის, ხალხო! მთელი მსოფლიო შენდება, საქართველო კი დააქცია სააკაშვილის ხელისუფლებამ.

საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტი არის უღარიბესი, რა ჭამოს არ იცის და აი, ამაზე ხეირობს სააკაშვილი, ამით იგებს არჩევნებს. იმიტომ, რომ დამშეული და გაღატაკებული ხალხის მოსყიდვა ადვილია!

დამშეული ხალხის დარწმუნება ადვილია იმაში, რომ თუ სააკაშვილი არ იქნება, არ იქნება დენი, არ დაიგება გზები და ა.შ.

– განა ამის ვინმეს სჯერა, ბატონო თემურ?

– ვისაც ამის სჯერა, ის სიბნელეში ცხოვრობს და ჭურში ზის! მე ვეუბნები ქართველ ხალხს – სააკაშვილი ხელისუფლებიდან რომ წავა, გაცილებით ნაკლები იქნება ელექტროენერგიის გადასახადი, გაზის ტარიფი შემცირდება ხუთჯერ, კვების პროდუქტები 30-40 პროცენტით გაიაფდება, მედიკამენტებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ფასები 4-5-ჯერ შემცირდება. დიახ, სააკაშვილი ხელისუფლებიდან რომ წავა, მაშინ ნახავთ რა სასიკეთოდ შეიცვლება თვითოეული ჩვენგანის ცხოვრება!

– დაბოლოს, ბატონო თემურ, სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– ივანიშვილისათვის მოქალაქეობის არმიცემა ამ ხელისუფლების სისუსტე და არარაობას ადასტურებს! ეს არის ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი პიროვნული გამარჯვება!

ამავე დროს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი, „თეთრების“ აზრით ის კურსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული, საქართველოს მომავალზე არ არის ორიენტირებული.

დიახ, ჩვენ მიგვაჩნია,რ ომ მთელი ოპოზიციური ძალები უნდა იქცნენ ერთ მძლავრ დემოკრატიულ ფრონტად და ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს ამ ფრონტის ლიდერი. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება და თუ ბატონი ბიძინა ამას არ გააკეთებს, მაშინ ჯობდა, საერთოდ არ გამოჩენილიყო პოლიტიკაში!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *