( ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი:”საქართველოს სჭირდება ქართველი ხალხის ერთგული ხელისუფალი”

221898_146440648757993_2967507_nვესაუბრებით პოლიტიკურ მოძრაობა „თეთრების“ ლიდერს, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს, თემურ შაშიაშვილს

ბატონო თემურ, გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილი სახალხო კრების თავმჯდომარეს, ნონა გაფრინდაშვილსა და კრების წევრებს სოსო ჯაჭვლიანსა და ლუკა კურტანიძეს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვინც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე იდგა, ყველა გმირია, გარდა პოლიტიკოსებისა. მას განსაკუთრებული აქცენტი ნინო ბურჯანაძეზე ჰქონდა, თუმცა, ბუნებრივია, თქვენც გულისხმობდით, რადგან პოლიტიკოსი ხართ და 26 მაისს რუსთაველის გამზირზე იდექით. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– რბილად რომ ვთქვა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ბატონი ივანიშვილის ის პოზიცია, რომელიც მან ნოლო დროს დაიჭირა 26 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ პირადად ვთვლიდი და ‘სახალხო კრებაშიც“ ასეთი აზრია, რომ დღეს ერთმანეთთან დაპირისპირების დრო არ არის!

იცით, რისი ეშინია სააკაშვილს ყველაზე მეტად? სააკაშვილს ეშინია ხალხის, ფულისდა იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც ხალხის განწყობას გამოხატავენ. ვხედავ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილში ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. დიახ, ხალხის განწყობა მის მიმართ უაღრესად იმედიანი და კეთილი, ფინანსური საშუალებები გააჩნია და ისეთ პოლიტიკურ ძალას ქმნის, რომელიც ხალხის განწყობის გამომხატველი იქნება. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რეალური შანსი ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად ნაციონალური შავი ჭირსაგან.

ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი იქცეს საქართველოს მთელი მოსახლეობის, სრულიად საქართველოს , ქართველი ხალხის ლიდერად, მაგრამ თუ იგი რაღაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ბელადად დარჩება, მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჩნდება კითხვები და ეს კითხვები დღესაც არსებობს.

– რა კითხვები გაქვთ მხედველობაში?

– მაგალითად ბევრი კითხვა დაბადა აშშ პრეზიდენტისათვის გაგზავნილმა ღია წერილმა. იმის შიშით პუტინთან კავშირი არ დამაბრალონ, არ შეიძლება სააკაშვილს დაემსგავსო და ამერიკისათვის ერთგულების დასამტკიცებლად შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები გვერდზე გაგადო. საქართველოს არ სჭირდება ისეთი ხელისუფალი, რომელიც ერთგულებას ან ამერიკას უმტკიცებს, ან რუსეთს, საქართველოს სჭირდება ქართველი ხალხის ერთგული ხელისუფალი.

– სახალხო კრებასთან ბოლო ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას მივუბრუნდეთ. როგორც გამოჩნდა, მას სახალხო კრებასთანა რანაირი პრობლემები არ აქვს. პრობლემა აქვს ბურჯანაძესთან და თქვენთან.

– ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „სახალხო კრების დაშლის მცდელობა! სახალხო კრება არის ხალხის, ზენობრივი ავტორიტეტებისა და პოლიტიკოსების ერთობა. ნონა გაფრინდაშვილი ზნეობრივი ავტორიტეტია და ნურავინ ფიქრობს ისე დაკნინებას, თითქოს ქალბატონ ნონას დეპუტატობა, ან ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. ნონა გაფრინდაშვილი არის უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერი დეპუტატი და პრეზიდენტი! ასევეა ელიზბარ ჯაველიძე, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე!..

გია ბურჯანაძე, ეს ახალგაზრდა კაცი ამბობს, ქუდი რომ შემიგდონ, პარლამენტში შემსვლელი არ ვარო. დიახ, სახალხო კრება სხვა განწყობის გამომხატველია, სახალხო კრება არა რის სკამებზე ორიენტირებული. სახალხო კრების საერთო განწყობამ ნინო ბურჯანაძესაც კი ათქმევინა, გადავდოთ სკამები გვერდზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე არ ვიფიქროთო. ვინც ამბობს, რომ სახალხო კრებას რომელიმე ჩვენგანი უნდა მოსცილდეს, მას სურს კრების დაშლა!

ბიძინა ივანიშვილმა ნონა გაფრინდაშვილს ჰკითხა, რას იტყვით თემურ შაშიაშვილზეო და ქალბატონმა ნონამ უპასუხა, ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავსო. აი, მარტოა მისათვის ღირდა ცხოვრება ჩემთვის, ჩემი შვილებისა და წინაპრებისათვის!

მე და ნინო ბურჯანაძეს ძალიან მწარე გადაძახილები გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ დღეს ნინო ბურჯანაძე არის ის პიროვნება, რომელიც არ გაურიგდება ამ ხელისუფლებას და არ უღალატებს ქართველ ხალხის ინტერესებს!

– სახალხო კრების წევრებთან შეხვედრის დროს პირადად თქვენზე რამე თქვა ბიძინა ივანიშვილმა?

– ჩემზეც თქვა ის, რაც თქვა ნინო ბურჯანაძეზე, რომ თითქოს ჩვენ საქმეს ვაფუჭებთ და ხელს ვუშლით სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში! მიუხედავად ამისა, მე არ დავიბოღმები, არ გავბოროტდები, როგორც ძალიან ბევრი გაბოროტდა და პოლემიკას არ გავუმართვ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ ხალხის განწყობას. დიახ, ხაზგასმით ვამბობ: დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი ჩემი დამოკიდებულება არის ხალხის განწყობისადმი პატივისცემა!

ხომ ცუდადაა ჩემდამი განწყობილი ბიძინა ივანიშვილი? ამის მიუხედავად ვეუბნები ქართველ ხალხს: დაუდექით გვერდით ბიძინა ივანიშვილს! დიახ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაათავისუფლოს ნაციონალური ჭირისაგან და მე მისგან მეტი არაფერი მინდა! ჩემი ლანძღვა სჭირდება ამისათვის? გააგრძელოს! ჩემი დახმარება სჭირდება? გვერდით დავუდგები!

– „ფეისბუკში“ , ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე დაიდო რამდენიმე წუთიანი ვიდეო, რომელიც ივანიშვილის სახალხო კრების წარმომადგენლებთან შეხვედრას ასახავს. ამ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ აბარებს ბიძინა ივანიშვილი ნონა გაფრინდაშვილს, გადაეცით ნინო ბურჯანაძეს ჩემგან, რომ პროცესებს ხელს ნუ უშლისო. შემდგომში ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ეს ვიდეო კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, ან ეს ვიდეო ამოიღეთ თქვენი გვერდიდან, ან სრული ჩანაწერი გაავრცელეთო. . ნონა გაფრინდაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა ივანიშვილის პრეს-სპიკერი, მაია ფანჯიკიძე, რომელმაც თქვა, სახალხო კრების წევრებს უნდათ რომ ბურჯანაძესთან თავი იმართლონ და ამიტომ ითხოვენ ჩანაწერის სრულ გამოქვეყნებასო. ამ ყველაფერზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– ნონა გაფრინდაშვილზე რომ იტყვი, ბურჯანაძესთან თავის მართლება უნდაო, ამით ვინ ხასიათდება ცუდად – ნონა გაფრინდაშვილი, თუ ის, ვინც ამის თქმა მოუვა აზრად? ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო ნონა გაფრინდაშვილს?

როცა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან დაბრუნდნენ კრების წარმომადგენლები, ქალბატონმა ნონამ თქვა, ხვალიდან სხვა რეჟიმში ვიწყებთ ბატონ ბიძინასთან ურთიერთობას და ეს ურთიერთობა იქნება ხალხისთვის სასარგებლოო. აი, ამაში გვარწმუნებდა ჩვენ ნონა გაფრინდაშვილი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გამაოგნებელი ვიდეომასალა დაიდო, ვინც ეს მასალა დადო, იმან ივანიშვილს მიაყენა შეურაცხყოფა და თუ ბატონი ბიძინა ასე არ თვლის, ეს მისი გემოვნების საკითხია!

ამ ვიდეოთი რა გამოჩნდა იცით? თითქოს ნონა გაფრინდაშვილი არის პიროვნება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დანაბარები უნდა გადასცეს ნინო ბურჯანაძეს და თითქოს ნონა გაფრინდაშვილი იქ იმიტომ იყო მისული, რომ ნინო ბურჯანაძესთან ამბავი წაეღო!

ამაზე დიდი შეურაცხყოფა ნონა გაფრინდაშვილს რა უნდა მიაყენო?!

– ყველაფერი გასაგებია, ბატონო თემურ, ახლა კი სხვა თემებზეც გადავიდეთ. როგორც ვიცი, თქვენ ხელთ გაქვთ ძალიან საინტერესო და სკანდალური სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ატყავებს ხალხს სააკაშვილის ხელისუფლება კომუნალური გადასახადებით და როგორ ხელოვნურად არის გაზრდილი ფასები ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე…

– დიახ, სააკაშვილის ნაციონალურმა კლანმა, რომელიც მთელს ქვეყანას აზის თავზე, მოსახლეობის დამონების შემდეგ დაიწყო შუასაუკუნეობრივი ბეგარების დაწესება, შეიძლება, ბევრმა ვერც დაიჯეროს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან იძულებით ამოღებული თანხის მოცულობა წლის განმავლობაში 12 მილიარდ ლარს შეადგენს, მაშინ, როცა საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი 7-8 მილიარდი ლარია. საქართველოში ერთი კილოვატსააათი ელექტროენერგიის ფასი, როგორც მინიმუმ, 10 თეთრით არის გაზრდილი!

ყაზახეთიდან დაბრუნებულმა სააკაშვილმა განაცხადა, ჩვენ რომ ნავთობი და გაზი გვქონდეს, რამდენიც ყაზახეთს აქვს, საქართველოს მოსახლეობას, პრაქტიკულად, უფასოდ მივცემდითო. არადა, ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების ერთ კაცზე გაანგარიშებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაგრამ ჩვენთან ელექტროენერგია იმაზე ძვირია, ვიდრე, ვთქვათ, მოლდოვაში, რომესსაც არანაირი ენერგორესურსი არ გააჩნია!

– საინტერესოა, როგორია ელექტროენერგიის ტარიფები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში?

– თბილისში უკვე 22 თეთრის ფარგლებშია ელექრტოენერგიის ფასი, მაშინ, როცა ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია რუსეთში ღირს, ჩვენს ფულზე რომ ვიანგარიშოთ, 11 თეთრი; აზერბაიჯანში – 9 თეთრი; უკრაინაში – 5 თეთრი; ბელორუსიაში – 7 თეთრი; სომხეთში – 11 თეთრი; ყაზახეთში – 7,5 თეთრი; მოლდოვაში 11,4 თეთრი.

საქართველოს აქვს იმის ენერგორესურსი, რომ ჩვენთან კილოვატსაათი ელექრტოენერგია ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში 12 თეთრზე ძვირი არ იყოს, მარამ ტარიფი, მინიმუმ 10 თეთრით, ხელოვნურად არაის გაზრდილი!

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ერთი ადამინაი წლის განმავლობაში ხარჯავს 1700 – 1800 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. როცა ერთი კილოვატსაათი ელექრტოენერგიის ფასი მინიმუმ 10 თეთრით ხელოვნურად არის გაზრდილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება თითოეული მოქალაქის ჯიბიდან მარტო ელექტროენერგიის გადასახადის სახით 200 ლარამდე ფულს იპარავს.

ეს სწორედ ის ფული, რომლითაც სააკაშვილის კლანი მდიდრდება და რომელიც ამ ხელისუფლების სკამების შენარჩუნებას ხმარდება!

– გაზის ტარიფებთან დაკავშირებით როგორ არის საქმე?

– ყველანაირი გაანგარიშებით, საქართველოში ერთი კუბური მეტრი გაზი 5 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს, მაგრამ, დღეს მოქალაქეებისთვის 51თეთრი ღირს, საწარმოებისთის კი – 75-77 თეთრი. ხელისუფლება გაზის ტარიფის სახით თითოეულ მოქალაქეს 200-250 ლარით ზედმეტს ახდევინებს. ეს სხვა რა არის, თუ არა, იძულებითი ბეგარა?!

ასეთ რამეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავინ მოითმენდა, ჩვენ კი მონური მორჩილებით ვითმენთ!

როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის გარეთ მართლაც დაიწერა საქართველოს დაბეჩავების პროგრამა, რომ ქართველი ხალხი დაემშიათ, დაეუძლურებინათ და მერე ისე ადვილად ემართათ, როგორც დღეს მართავენ!

მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა, რომ ქართველი ხალხი გამოიღვიძებს და სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ უღელს მალე გადააგდებს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *