(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი:სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლამ დამარწმუნა იმაში, საპარლამენტო არჩევნებში იქნება ისეთი გაყალბება, რომლის მსგავსიც საქართველოს არ ახსოვს!”

394113_404240929644629_1530168770_nვესაუბრებით პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერს, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს, თეიმურაზ შაშიაშვილს

ბატონო თემურ, რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე 28 თებერვალს სააკაშვილის პარლამენტში სტუმრობამ და იქ განვითარებულმა მოვლენებმა?

– პირველი, რაშიც დავრწმუნდი, არის ის, რომ სააკაშვილს აღარ სჯერა საკუთარი ტყუილების. რაც მთავარია, სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლამ დამარწმუნა იმაში, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იქნება ისეთი გაყალბება, რომლის მსგავსიც საქართველოს არ ახსოვს!

მე არ მიმაჩნია, რომ ქუჩაში მას შემდეგ უნდა გამოვიდეთ, რაც არჩევნები გაყალბდება! არა ბატონებო! არჩევნებამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის,რ ომ ის არნახული გაყალბება თავიდან ავიცილოთ, რასაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამზადებს!

– სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, იმ განცხადების შემდეგ, რაცმან არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა, როგორ ფიქრობთ, კიდევ სჯერა ვინმეს, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება?

– ჩვენ 26 მაისს საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოს მოსახლეობას ვუთხარით, რომ ამ ხელისუფლებასთან გარიგება არ შეიძლება. არსებული კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება და ხელისუფლებისათვის არჩევნების გაყალბების პატიება არ შეიძლება! აი, ამისათვის იბრძოდა სახალხო კრება და ეს იყო 26 მაისი~!

დღეს ვინ როგორ გადახაზა 26 მაისი, ეს მის სინდისზე იყოს! პარლამენტში გამოსვლისას არც ერთ ოპოზიციონერს არ უხსენებია 26 მაისის ტრაგედია, მაგრამ ახლა არ არის იმისი დრო, რომ მათ ამის გამო პრეტენზია წავუყენოთ! რაც დრო გადის, უფრო და უფრო მტკიცდება იმ პოზიციის სიმართლე, რაც ჰქონდა და აქვს სახალხო კრებას!

იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც 26 მაისს ქართველი ხალხის გვერდით არ დადგნენ, დღეს ორმაგად ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და ქვეყანაში საბოლოოდ არ მივიღოთ დიქტატურა, რასაც აუცილებლად მოყვება რევოლუცია!

პირდაპირ გეტყვით, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა შანსი,. წერტილი დაესვა სააკაშვილის რეჟიმის ბოგინისთვის და დღეს ჩვენ სხვანაირ ქვეყანაში ვიცხოვრებდი, თუმცა ნინო ბურჯანაძის გარდა, სხვასაც ჰქონდა ეს შანსი!

– ვინ გყავთ მხედველობაში?

– 2007 წლის 7 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა შანსი, წერტილი დაესვა ამ ხელისუფლებისათვის. 2008 წლის აგვისტოსაც ჰქონდა ამის შანსი ბატონ ბიძინას და 2011 წლის 26 მაისსაც. ან კიდევ 2010 წლის 25 ნოემბერს, როცა პარლამენტის წინ სახალხო კრების დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. ბიძინა ივანიშვილს ერთი სიტყვა რომ ეთქვა, მხარს ვუჭერ სახალხო კრებას, რომლის სათავეში ნონა გაფრინდაშვილი დგასო, დღეს საქართველოში ეს ხელისუფლება არ იქნებოდა!

იმ ადამიანებს, ვინც ეს არ გააკეთეს, დღეს ეკისრებათ ორმაგი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ახლა მაინც არ შეუწყონ ხელი სააკაშვილის რეჟიმის გადარჩენას!

1997 წლიდან ვამბობ, რომ სააკაშვილის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში. 2012 წლის 28 თებერვალს სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი ამ სიტყვების სიმართლე. დიახ, დღეს საქართველოს ჰყავს ველური პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ტალახში გორაობით, დაზელით და დაჟეჟვით დაემუქრა დეპუტატს და რომელმაც კრიმინალი და ხულიგანი უწოდა 15 წლის ბავშვს!

ხომ დაამშიეს და დააუძლურეს ქვეყანა „მოქკავშირმა“ და მისმა გამგრძელებელმა „ნაცმოძრაობამ“? ახლა აბეჩავებენ ბავშვებს!

ხმამაღლა ვამბობ, დღეს საქართველოს ჰყავს კრიმინალური ხელისუფლება და ქვეყანაში ნომერ პირველი კრიმინალი არის სააკაშვილი!

– ბატონო თემურ, საუბრის დასაწყისში თქვით, სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლამ დამარწმუნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არნახულად გაყალბდებაო. რის საფუძველზე აცხადებთ ამას ასე დარწმუნებით?

– ბატონი ცაგარეიშვილის მიერ ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახლების სურათების აფრიალებამ სააკაშვილი ისე გააშმაგა, რომ თუ აქამდე ოდნავ მაინც ფიქრობდა ხელისუფლებიდან წასვლაზე, ახლა ბოლომდე ჩაებღაუჭება სკამს. დიახ, სააკაშვილს ა და მის გარემოცვას იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, კარგად იცის, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აუცილებლად გასამართლდებიან. მათ ცაგარეიშვილისა და ბაღათურიას გამოსვლებით კიდევ ერთხელ იგრძნეს ის შიში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ამ რეჟიმთან თავგანწირული ბრძოლაა საჭირო, ის პოლიტიკოსი, რომელიც დღეს სააკაშვილის რეჟიმთან თავგანწირული ბრძოლისათვის არ არის მზად, ამ რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს. 26 მაისმა ქვეყანას აჩვენა თავგანწირული პოლიტიკოსების!

რაც შეეხება იმ მოხსენებას, რომელიც სააკაშვილმა პარლამენტის წინაშე გააკეთა, ეს იყო წმინდა წყლის დემაგოგია! ეს იყო ბოლშევიკური მოხსენება და ვეკითხები ამერიკის ელჩს, სხვა ელჩებს, რომლებიც სააკშვილის ამ მოხსენებას ისმენდნენ: ამ კაცს ეძახით თქვენ რეფორმატორ პრეზიდენტს?!

– კონკრეტულად, რა იყო დემაგოგიური და ბოლშევიკური სააკაშვილის მოხსენებაში?

– სააკაშვილმა მოსახლეობას უთხრა ტრაქტორს მოგცემთ, პენსიას გაგიზრდით, ვაუჩერებს დაგირიგებთო, მიწას დაგიხნავთ…

რეფორმატორი პრეზიდენტი არ ლაპარაკბს. რეფორმატორი პრეზიდენტი უნდა ლაპარაკობდეს ქვეყანაში კონკრეტული გარემოს შექმნაზე, ინ~მაზე, რომ არ არსებობდეს მონოპოლიები. რეფორმატორი პრეზიდენტი უნდა ლაპარაკობდეს გადასახადების შემცირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პრინციპებსა და საფუძვლებზე. გეკითხებით, აქედან რომელზე ილაპარაკა სააკაშვილმა?!

ეს იყო არა რეფორმატორი პრეზიდენტის, არამედ კადაფის მოხსენება! სააკაშვილის ამ მოხსენებით შეურაცხყოფილია ყველა ღირსეული ადამინი, რომელიც ამ ხელისუფლებამ მათხოვრად ვერ აქცია!

დიხ, მე ვარ მათხოვარი და არავის ვაუჩერი არ მინდა! მე არ მინდა ვაუჩერიანი ქართველი, მე მინდა გადახდის უნარიანი ქართველი, რომლესაც ჯიბეში ედება თავისი შრომით ნაშოვნი ფული, მაგრამ ხელისუფლება ეუბნება ხალხს, მე თქვენ ფულს არ მოგცემთ, სამაგიეროთ მოგცემთ ვაუჩერს!

ცივილიზაციის სათვავებბთან მდგომი საქართველო ამათ მათხოვრების ქვეყანად აქციეს!

დღეს შეიძლება, ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ სააკაშვილი არის ბოლო დროის საქართველოს სინამდვილეში ორი ყველაზე დიდი აფერის ავტორი.

– რომელ აფერებს გულისხმობთ?

– ვგულისხმობ დაპირებას „მილიონი სამუშაო ადგილი“, რომელიც ეკუთვნოდა „მოქალაქეთა კავშირს“ და მაშინ სააკაშვილი იყო „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 2004 წელს კი სააკაშვილი პრეზიდენტად მოვიდა დაპირებით „საქართველო სიღარიბის გარეშე“.

მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის სანცვლად „მოქკავშირის“ მემკვიდრე „ნაცმოძრაობამ“ მილიონი ქართველი გააქცია ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნად და საქართველოში სიღარიბე კი არ აღმოფხვრა, ვინც ღარიბი იყო, კიდევ უფრო გააღარიბა, ხოლო ვონც მდიდარი იყო, კიდევ უფრო გაამდიდრა!

ისევ ვიმეორებ: 28 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდან გველაპარაკებოდა კრიმინალი პრეზიდენტი!

საბოლოო ჯამში, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ასე შევაფასებდი: ოპოზიციისაგან გალახული პრეზიდენტი და პრეზიდენტისაგან შეურაცხყოფილი საქართველო!

– ბატონო თემურ, სააკაშვილმა ოპოზიციის დასაბუთებული კრიტიკა რომ ვერ აიტანა და ლანძღვა-გინებაზე გადავიდა, რასაც, საერთოდ, დარბაზიდან მისი გაქცევა მოჰვა – ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდსა და საკუთარი ყურით ისმენდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი…

– ძალიან კარგია, ამერიკის ელჩი რომ უსმენდა და უყურებდა ამ ყველფერს და თუ მას ასეთი პრეზიდენტი მოსწონს, მაშინ ამერიკის ელჩი პატივს არ სცემს არათუი საქართველოს, არამედ საკუთარ ქვეყანას – ამერიკას! დიახ, თუ ამერიკას და ამერიკის ელჩს სააკაშვილისნაირი პრეზიდენტი მოსწონთ, მაშინ მე უფრო დიდი პატივისმცემელი ვყოფილვარ ამერიკის, ვიდრე თვითონ ისისნი არიან!

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამერიკას სააკაშვილი მნოსწონდეს! მე ასეთ ამერიკას არ ვიცნობ!

იმ 14 მილიონ დოლარიდან, რომელიც ამერიკამ საქართველოში მედიის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის გამოყო, თქვენმა გაზეთმა მიიღო რამე?

– ერთი ცენტიც არ მიგვიღია!

– სამაგიეროდ, ახალციხეში მიიღო ვენო მერაბიშვილის ტელევიზიამ. ყველა იმ ტელევიზიამ და გაზეთმა მიიღო, რომელიც ამ ხელისუფლებას აქებს. ამას ვერ ხედავენ ამერიკელები? ჩვენ გვიყვარს ამერიკა და ამერიკის ელჩი და ხელისუფლება რტომ გვაფურთხებენ სახეში?

თუ ჩვენ ამ ყველაფერს მოვითმენთ, სააკაშვილზე უარესები ვიქნებით!

ოპოზიციონერებმა სააკაშვილის ჩინოვნიკების სასახლეების სურათები რომ მიიტანეს პარლამენტში, ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ რატომ არ მიიტანეს თვითონ სააკაშვილის ვილის სურათი, იმ ვილის, რომელიც დიღომში, სიხარულის ქუჩა №5-ში ააშენა?

ეს ვილა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ააშენა სააკაშვილმა. სიხარულის ქუჩაზე მდებარე ამ ვილას, სააკაშვილის ავლაბრის სასახლეს და ბარათაშვილის ხიდთან მდებარე 1400-კვადრატულმეტრიან სახლს, რომელიც სააკაშვილის ოჯახის საკუთრებაა, გუმბათები ადგას თავზე. დიახ, სააკაშვილის სამივე სასახლეს ადგას გუმბათი. მოგაწვდით ამ ფოტოს და გამოაქვეყნეთ.

ძმები კუბლაშვილები ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდნენ ტყიბულიდან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთი მშვენება – ბულიას ბაღი დაისაკუთრეს, გაჩეხეს და უზარმაზარი სასახლე აიშენეს.

თქვენ იცით, ვინ იყო კუბლაშვილების მამა?

– ვინ იყო?

– პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტური პარტიის ტყიბულის ქალაქკომის პირველი მდივანი. ამის მერე, სააკაშვილი კიდევ სხვისკენ იშვერს ხელს და სხვის კომუნისტურ გადმონაშთებზე ლაპარაკობს.

ბეჟუაშვილი, რომელიც ამდენი წელია, პარლამენტის წევრია, ერთხელ მაინც ვინმეს უნახავს ტრიბუნასთან მდგარი და სიტყვით გამოსული? სამაგიეროდ, ბეჟუაშვილს ეკუთვნის რუსთაველის გამზირზე მდებარე „ოფიცერთა სახლი“ და კიდევ ბევრი რამ. ამის დამადასტურებელ ფოტოსაც გაძლევსთ გამოსაქვეყნებლად.

სააკაშვილის დედამ 2008 წლის 8 აგვისტოს, იმ დღეს, როცა ცხინვალში ომი დაიწყო, ტექნიკური უნივერსიტეტის ორი კორპუსი 300 ათას დოლარად იყიდა!

თილისის ბიუჯეტიდან 102 ათასი ლარი „დახმარების სახით“ აჩუქეს სააკაშვილის დედის უნივერსიტეტს! ნამუსი აღარ არის ამ ქვეყანაში? ხალხი კვდება შიმშილით, ადამინებს წამლის ფული არა აქვთ და ბიუჯეტიდან სააკაშვილის დედას ჩუქნიან ფულს!

საქართველოში მძვინვარებს ელიტური კორუფია და საქართველოს პარლამენტარებს ქვეყანაში არსებული ბიზნესის 95 პროცენტი ხელში უჭირავთ. საქართველოს პარლამენტი არის არა პოლიტიკური ორგანო, არამედ პრეზიდენტის მეგობარ ბიზნესმენთა კლუბი.

პარლამენტარ მერაბ სამადაშვილის კერძო საკუთრებად რომ იქცა მთელი ზესტაფონი, ეს არ იცის სააკაშვილმა? ბეჟუაშვილები რა ბიზნესებს ფლობენ, ეს არ იცის სააკაშვილმა? არ იცის სააკაშვილმა, რა ქონებას ფლობს კოდუებისა და ახალაიების კლანი? თვალებს გვიბნელებენ?

– სააკაშვილის მიერ ვანო მერრაბიშვილის „გაღლეტილად“ მოხსენიებაზე რას იტყვით?

– ნახეთ მერაბიშვილის ქონებრივი დეკლარაცია და მიხვდებით, რა „გღლეტილიც“ არის, ხოლო ის ქონება, რაც დეკალარაციაში არა აქვს შეტანილი, ასჯერ მეტია.

მერაბიშვილს თავის მიერვე შესვენებულ 2010 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია, რომ დეკლარაციის შევსების მომენტშ „ქართუ ბანკში“ ანგარიშზე ედო 140 038 ლარი და 40 თეთრი. „გაღლეტილ“ კაცს საიდან აქვს ამდენი ფული? გარდა ამისა, 2010 წელს ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თამარ მერაბიშვილს „ქართუ ბანკში“ ანგარიშზე ედო 33 044 ლარი. „გაღლეტილი“ კაცის მეუღლეს საიდან აქვს ამდენი ფული?

როგორ აიშენა „გაღლეტილმა“ მერაბიშვილმა უზარმაზარი სასახლე გიღომში, სიხარულის ქუჩაზე?

სააკაშვილისა და მის 15-კაციან გუნდს 60 მილიარდ დოლარზე მეტი აქვთ მოპარული! ქურდებს ვებრძვითო და ყველაზე დიდი ქურდი ქვეყანაში დღეს არის სააკაშვილის ხელისუფლება!

მთელი საქართველო რამდენიმე კაცმა იყიდა. დღეს საქართველოში მთავარი სიმდიდრის მფლობელები არიან რუდები და მათ უკან მდგომი ქართველები. ესენი ვითომ რუსებს ებრძვიან და მთელი ქვეყანა რუსებს მიჰყიდეს.

ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: პუტნის წინააღმდეგ ბრძოლის შირმით საქაღტველოში სურული პოლიტიკა ძლიერდება!

– სხვათაშორის, პარლამენტში სააკაშვილის წლიური ანგარიშის წარმოდგენას მთელი მინისტრთა კაბინებტი ესწრებოდა მერაბიშვილის გარდა, მაგრამ, როგორც კი სიტუაცია დაიძაბა და სააკაშვილი დარბაზიდან გაიქცა, მერაბიშვილი მაშინვე იქ დარჩა. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილმა ვითომ იხუმრა, გასული რომ ვიყავი, მამაჩემს დავურეკეო, სინამდვილეში მერაბიშვილს ხომ არ დაურეკა და საშველად ხომ არ იხმო?

– მე ვიცი ერთი რამ: დღეს საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტი არის მერაბიშვილი! რაც შეეხება სააკაშვილის მამას, იგი ნამდვილად არის ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის რდოს ამერიკელებს უნდოდათ, ბალნეოლოგიური კურორტისთვის სერიუ~ოზულად მოეკიდათ ხელი და სარიოზული პროექტები განეხორციელებინათ, მაგრამ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო და ბალნეოლოგიური კურორტი მამამისს დარჩენოდა!

საერთოდ, რაღა უნდა გაგიკვირდეს კაცს იმ ქვეყანაში, სადაც კულტურის მინისტრის სადამსჯელო რაზმი ჰყავს შექმნილი. დიახ, მხედრიონელი ნიკა რურუას სადამსჯელო რაზმები არბევენ ხალხს 26 მაისს. უდესიანის სადამსჯელო რაზმის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით, ხოლო პარლამენტის წევრს, ლიახვის ხეობის მაჟორიტარ დეპუტატ ბასიაშვილს, მეტსახელად „ნარკუშას“, სამაჩაბლოდან დენვილებისაგან ჰყავს შექმნილი ზონდერბრიგადა.

დაქცეულა ის ქვეყანა, რომელსაც „ნარკუშა“ პარლამენტარები ჰყავს და რომლის დეპუტატებიც და მინისტრებიც სადამსჯელო ზონდერბრიგადებს ხელმძღვანელობენ!

ბატონო თემურ, „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა სააკაშვილს ის დრო გაახსენა, როცა იგი „მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და 1999 წელს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრ კახა თარგამაძეს არჩევნების კარგად ჩატარებისათვის, თუმცა, სააკაშვილმა ეს კატეგორიულად უარყო, მსგავსი რამ არ ყოფილაო. თუ არ ვცდები, თქვენ ხართ უშუალო მომსწრე, როგორ ემადლიერებოდა სააკაშვილი კახა თარგამაძეს. იქნებ გაიხსენოთ, რა და როგორ იყო?

– რაც თარგამაძემ გააკეთა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ამისათვის თარგამაძე არის გასასამართლებელი, სააკაშვილმა კი მას ყველაფრისათვის მადლობა გადაუხადა.

წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ქალაქ-ქალაქ, რაიონ-რაიონ დადიოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ „მოქალაქეთა კავშირს“ არჩევნები მოეგო.რა თარგამაძის საქმე იყო არჩვენები? რასაც ის აკეთებდა, წმიდა წყლის დანაშაულია და სააკაშვილი მას ამის გამო აქებდა, ასე რომ, დღეს ტყუილებს ნუ ლაპარაკობს, თარგამაძესტან დაპირისპირებული ვიყავიო.

1999 წლის არჩევნები რომ დამთავრდა და „მოქალაქეთა კავშირმა“ მოიგო, თარგამაძეს და პოლიციის ხელმძღვანელობას მადლობის ნიშნად მიღება გაუმართეს რესტორანში.

ცაკლე მიღება გაგვიმართეს გუბერნატორებს რესტორან „პურის სახლში“. თამადა იყო ვაჟა ლორთქიფანიძე. მიღებას ესწრებოდნენ ჟვანია და სააკაშვილი. სწორედ იმ მიღებაზე თქვეს ჟვანიამაც და სააკაშვილმაც, კახა თარგამაძე რომ არ ყოფილიყო, არჩევნებს ვერ მოვიგებდითო და მისი სადღეგრძელო დალიეს!

დაბოლოს, მინდა, ერთი რამე ხაზგასმით ვთქვა: ღირსეულია ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს არ ემონება და არ ემორჩილება! ბედნიერი ვარ, რომ სახალხო კრებაში სწორედ ეს განწყობაა!

ესაუბრა

ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *