(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “ძალიან მალე ნახავთ, რამდენ პროვოკაციას მოაწყობს და რა სიბინძურეებს დაატრიალებს საქართველოში თემურ ალასანია!”

temuri 2– ბატონო თემურ, როგორც ხედავთ, სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთი წელი გადააგორა. თქვენი შეფასებით, როგორი იყო საქართველოსთვის გასული 2011 წელი?

– ყველა ნორმალური ქართველი პოლიტიკოსის სირცხვილია, რომ დღეს საქართველოში ისევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაა. დიახ, დღეს რომ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია, ამისათვის ყველა ნორმალურმა პოლიტიკოსმა უნდა მოუხადოს ბოდიში ქართველ ხალხს და საქართველოს!

ჩვენ საიტზე tetrebi.org დავდეთ მასალები “საქართველო სააკაშვილის პრეზიდენტობის რვა წლისთავზე“ ეს არის მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ მომზადებული ანალიზი, რომლის გაცნობის შემდეგაც ჭკუათმყოფელი ადამიანი შეუძლებელია არ დაითრგუნოს, ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია ქვეყანა!

საკუთარი ქვეყნის , საკუთარი ხალხის ასე დამმარცხებელი და „დამჩმორებელი“ ხელისუფლება დედამიწის ზურგზე არ არსებულა! დიახ, საქართველოს მტერი გარეთ არ ჰყავს! საქართველოს მტერი ჰყავს შიგნით და ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება!

მივმართავ პოლიტიკოსებს: როცა ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა, სკამებისაკენ რატომ იყურებით? არ გრცხვენიათ?

არ გრცხვენიათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ ამ კანონმდებლობით სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეიძლება?

არ გრცხვენიათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ ხელისუფლებისათვის არჩევნების გაყალბების პატიება და სააკაშვილთან თანამშრომლობა შეიძლება?

ვიდრე ყველა პოლიტიკოსი გულწრფელად არ მოუხდის ბოდიშს საქართევლოს მოსახლეობას, ვიდრე პოლიტიკოსები არ დაამთავრებენ ერთი ადგილის თამაშს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ბოკერიასთან მოლაპარაკებით, ან მერაბიშვილის შექებით რამე გამოვა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!

შეხედეთ, ვინ არიან დღეს ხელისუფლების მთავარი ფიგურები? ის ხალხი, ვინც გლდანის ეკლესიის დარბევაში იღებდა მონაწილეობას – ბოკერია, მერაბიშვილი, ბარამიძე, ახალაია, კოდუა, კეზერაშვილი!

დიახ, ჯალათები მართავენ ამ ქვეყანას და ამის არადნახვა, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ხელისუფლება, საკუთარი არსებობის უარყოფას, მონობას და კერპთაყვანისცემას ნიშნავს!

უყურებდე, რას იკეთებს ქვეყანას ეს ხელისუფლება და ამ ყველაფერს ითემნდე, ეს ავადმყოფობაა და მეტი არაფერი!

– ჰოდა, ამდენი აავდმყოფი რომ არის ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ხსნის სააკაშვილი ერთმანეთის მიყოლებით ახალ საავადმყოფოებს.

– ამ საავადმყოფოების აშენებით რომ გადაგვჭამეს თავი, იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში ჯანდაცვის კუთხით? მსოფლიოში არსებონს ერთადერთი ქვეყანა, სადაც თავისი მკურნალობის ხარჯების 80% თავად პაციენტი ფარავს და ეს ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო.

საქართველოს ბიუჯეტში

სულ წელს მილიარდ 600 ათასი ლარი შევიდა ავადმყოფების ჯიბიდან. ეს არის სრული კატასტროფა, ხალხო, ასეთი რამ მსოფლიომ არ იცის!

სააკაშვილმა ზესტაფონში გახსნა 20-ადგილიანი საავადმყოფო, როცა ზესტაფონი საქართველოს ბიუჯეტს აძლევს 30-ჯერ მეტ ფულს, ვიდრე ზესტაფონელებისთვის იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან. ამის შემდეგ ზესტაფონელებს 20-ადგილიანი საავადმყოფოს აშენებას ამადლიან და სააკაშვილისათვის ტაშს აკვრევინებენ!

საქართველოში ავადმყოფობა ბიზნესად იქცა. აქ ჩამოდიან სომხები, არაბები, ინდოელები და საავადმყოფოებს ყიდულობენ, რადგან იციან, საქართველოში იმდენად ძვირია სამედიცინო მომსახურება, რომ ამ სფეროში უზარმაზარი ფული იშოვება. მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, თვით ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ ხდება.

დიახ, მოქალაქეების ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების მიხედვით საქართელო მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა და მიანმას უსწრებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღბული სახელმწიოფო ხარჯების მიხედვით საქართველო მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 149-ე 152-ე ადგილებს იყოფს იემენთან, ტოგოსთან და ერიტრიასთან ერთად!

ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ხალხი კი ამას ითმენს.

– ხალხი ითმენს კი არა, ბატონო თემურ, სააკაშვილმა ამასწინათ განაცხადა, სანამ საქართველოში ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ხალხი წყვეტსო. ამაზე რას იტყვით?

– ამაზე დიდი თავხედობა და ცინიზმი რაღა გინდათ? გამოდის, რომ არჩევნების გამყალბებელი ხალხი ყოფილა, ხალხს გაუყიდია ქართული მიწები, ხალხს გადაუწყვეტია, ხელისფლებას ფუფუნებაში ეცხოვრა, თავად კი – სიღატაკეში, ხალხს დაუქცევია ქართელი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ხალხს გადაუწყვეტია 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, ხალხს დაუწყია ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, ხალხს დაუნგრევია და დაუქცევია საქართველო!

სააკაშვილის ცინიზმსა და თავხედობას არანაირი საზღვარი არა აქვს!

– თქვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადეთ, საქართველოში ჩამოსულია ამ ხელისუფლების ყველა მზაკვრული ქმედების დამდედმავი, „კაგებეს“ გენერალი და სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ესენი რაღაც ახალი პროვოკაციებისათვის ემზადებიანო. თქვენი ამ ინტერვიუდან სულ ცოტა ხანში თემურ ალასანია ოფიციალურად დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მრჩეველად. რას გვეტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

– დიახ, თქვენ ნახავთ, ძალიან მალე რამდენ პროვოკაციას მოაწყობს და რამდენ სიბინძურეს დაატრიალებს საქართველოში თემურ ალასანია. ქარმოიდგინეთ, როგორ უჭირს სააკაშვილს, რომ „კაგებეს“ გენერალი ბიძა ჩამოიყვანა და საგარეო საქმეთა სამინისტროშ დააწყებინა მუშაობა.

თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე ვინ არის? იგი იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო ატაშე ევროპის ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ისევ დარჩა რუსეთის სამხედრეო ატაშედ, ამ პოსტზე კი ადამინი ვერ იმუშავებს, თუ „კაგებეს“ მაღალჩინოსანი არ არის!

ასეთი ხალხი ჰყავს სააკაშვილს ხელისუფლებაში და კიდევ სხვაზე ლაპარაკობს! კიდევ სხვაგან ეძებს რუსეთის აგენტებს!

ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო: დღეს ერთმანეთში კინკლაობის დრო არ არის! დღეს მთავარი ამოცანა ამ რეჟიმის დამთავრებაა და მოდით, რა, ერთხელ მაინც შევძლოთ და ყველა ერთად დავდგეთ ნაციონალური ჭირის მოსაშორებლად!

ესაუბრა

ჯაბა ხუბუა

ასავალ-დასავალი (9-15 იანვარი)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *