(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: “მინდა ყველა გავაფრთხილო, საქართველოში ჩამოსულია და აქ იმყოფება ამ ხელისუფლების ყველა მზაკვრული ქმედების შემოქმედი, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია!”

SUC50335-პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან მძიმე საკითხებზე სასაუბროდ ვარ განწყობილი, მაგრამ მძიმე საუბარი უკვე აღარ ნიშნავს სააკაშვილზე საუბარს! დიახ, სააკაშვილზე საუბარი და მისი გამონათქვამების კომენტირება უკვე იუმორის სფეროა და ამას ყველაზე კარგად ვასიკო ოდიშვილი აკეთებს “მაესტროს” გადაცემა “ყოველდღიურ ამბებში”!

– თუმცა, ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, არავინ იცის, რა ბედი ელოდება ვასიკოს გადაცემას და მთლიანად ტელეკომოანია “მაესტროს” …

– საერთოდ, ქვეყნისთვის უბედურებაა როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური ტელევიზიები. დიახ, ქვეყანას სჭირდება არა სახელისუფლო ან ოპოზიციური ტელევიზიები, არამედ ქვეყანას სჭირდება მართალი ტელევიზიები და ვინც გააკეთებს მართალ ტელევიზიას, იგი ქვეყნისათვის გააკეთებს დიდ საქმეს!

ქართველმა ხალხმა გაიგო მართალი გაზეთის გემო, მაგრამ მართალი ტელევიზიის გემო ჩვენ ჯერ ვერ გავიგეთ!

ძალიან ბევრი პიროვნება ვინც ქუჩაში გამოდიოდა და კუბოებს წვავდა, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა მოკვდაო, დღეს ვანო მერაბიშვილს და ამ ხელისუფლებას ემსახურება.

– ვის გულისხმობთ?

– რამდენიმე წლის წინათ “ჯორჯიან თაიმსის” რედაქტორი იყო გიორგი კაპანაძე და ხელისუფლების უმძიმეს კრიტიკაზე აწერდა ხელს, დღეს ის იგივე კაცი ამ ხელისუფლებას აქებს და დითირამბებს უმღერის!

რაც შეეხება “მაესტროს” , მე არ ვიცი, ამ ტელევიზიის სახელსა და ღირსებას რაღა აღადგენს იმის შემდეგ, რაც მისმა მმართველ-ხელმძღვანელებმა ამდენი ილაპარაკეს ფულზე! რამდენიმე დღეა, გვესმის, რომ “მაესტროში” ამდენი მილიონი იქიდან შემოვიდა, ამდენი მილიონი ამან შემოიტანა და ა.შ. ამ საუბრებით სახელს უნადგურებენ “მაესტროს” !

თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა უნიკალური პროექტი “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” . მოლაპარაკებებს ვმართავდით “მაესტროს” ხელმძღვანელობასთან, რომ ეს პროექტი გასულიყო მათ ეთერში. ბატონმა კიწმარიშვილმა გვითხრა, ოღონდ მინდია უგრეხელიძე დათანხმდეს “ხალხის სასამართლოს” თავმჯდომარეობას და დანარჩენი ჩვენ ვიცით, “მაესტროს” ეთერში გადავცემთ ამ პროექტსო. შემდეგ, როცა მინდია უგრეხელიძე დათანხმდა “სახალხო სასამართლოს” თავმჯდომარეობას, კიწმარიშვილმა გვითხრა, რომ “მაესტროს” ეთერში ამ პროექტის გასაშვებად 300 ათასი დოლარი იყო საჭირო!

სხვათაშორის, ძალიან ბევრი ღისეული, პროფესიონალი, პატრიოტი, ავტორიტეტიანი ადამიანი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელთათვისაც “მაესტროს” ეთერი ყოველთვის დახურული იყო და ამ ხალხს, რომელთა სიტყვის მოსმენაც მართლა საინტერესო და სასარგებლოა საზოგადოებისთვის, დღემდე არ აკარებენ “მაესტროს” ეთერს!

სანამ მაისის აქციები დაიწყებოდა, “მაესტრო” სახალხო კრების ლანძღვა-გინებით იყო გაჯერებული, 26 მაისის შემდეგ ჩვენზე ალაპარაკეს ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ჩვენ კი ერთი სიტყვა არ გვათქმევინეს! ხან ოქრუაშვილის ინტერესებს ემსახურნენ, ხან – ვის და ხან – ვის!

_ სხვათაშორის, დიდი სკანდალის მიუხედავად, საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი “მაესტროს” დასაცავად აქტიურად არ დაირაზმა, როგორ ფიქრობთ, რატომ?

– მართალი სიტყვის დასაცავად ხალხი დადგება! „მაესტროს შემთხვევაში ხალხმა დაინახა, რომ ეს არის შიდა ომი და კიწმარიშვილისა და ხელისუფლების ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. მე არ ვამბობ, რომ კიწმარიშვილი უშუალოდ ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა, მაგრამ ხელისუფლებამ შეზლო, მომხდარიყო ასეთი კონფლიქტი, რომელიც მისთვის არის სასარგებლო. ეს ყველაფერი ურტყამს „მაესტროს“ ავტორიტეტს!

– როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს?

– სააკაშვილის რეჟიმი დღეს დგას ორად ორ რამეზე – ტყუილსა და ტერორზე! დიახ, სააკაშვილის რეჟიმი უკვე ავრცელებს ასეთ ხმებს – თუ „ნაცმოძრაობა“ არ იქნება ხელისუფლებაში, არ იქნება შუქი, არ იქნება გაზი, პოლიციელი ხელფასს ვერ მიიღებს, პენსიონერი პენსიას ვერ მიღებს და ა.შ. ტყუილია, ხალხო, ეს ყველაფერი!

პირიქით, როცა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ იქნება, შუქის, გაზის წყლის გადასახადო იქნება გაცილებით ნაკლები, ხელფასი და პენსია იქნება გაცილებით მეტი!

დიახ, ყველა პოლიციელმა, მოსამსახურემ, ყველა პედაგოგმა და საერთოდ, ყველა პროფესიის ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ როცა „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, მათ გაცილებით მეტი ხელფასი და იცხოვრებენ იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე დღეს ცხოვრობენ იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე დღეს ცხოვრობენ! ყველა პენსიონერმა უნდა იცოდეს, რომ როცა „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გაცილებით მაღალი პენსია!

ამ ყველაფერს ჰაერში კი არ ვლაპარაკობ, ამ ქვეყანას აქვს იმისი რესურსი, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ გაცილებით უკეთესად! სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს რესურსების 10 პროცენტსაც ვერ იყენებს და ამიტომ არის ხალხი ასე გაღატაკებული და დაბეჩავებული!

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პენსიონერს ბიუჯეტში ყოველთვე შეაქვს იმაზე მეტი ფული, ვიდრე ბიუჯეტიდან პენსიას იღებს, მასწავლებელი უფრო ნაკლებს იღებს ხელფასს, ვიდრე ბიუჯეტში შეაქვს და ა.შ.

ეს არის დაქცეული ქვეყანა და ამ დაქცეულ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, ბატონებო?! როდემდე უნდა ვუყუროთ, როგორ გვიწყობს გენოციდს სააკაშვილის ხელისუფლება?! როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში კიდევ ვინმე უჭერდეს მხარს ამ ხელისუფლებას?!

მწერალი კაცი რომ ამ ხელისუფლებას გვერდით დადგება და იმას იტყვის ოპოზიციას ცვედანი ინტელიგენცია უჭერს მხარსო, ამაზე მეტი დაცემა და სიბნელე რაღა უნდა იყოს?!

– ეს მწერალმა რეზო ჭეიშვილმა ბრძანა!

– დიახ, რეზო ჭეიშვილმა ბრძანა! როცა ამას ლაპარაკობ, შენ ამ ხელისუფლებაზე უარესი ხდება! აქამდე ვიცოდი,რომ მწერალი და ინტელიგენტი ხალხს იცავდა ხელისუფლებისაგან, დღევანდელ ასქარველოში კი გამოჩნდნენ მწერლები, რომლებიც ხელისუფლებას იცავენ ხალხისგან!

იმის მოთმენა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ მონებს შეუძლიათ!

თქვენ იცით, უბნის რწმუნებულებს რა ფუნქცია აკისრიათ? შედიან ოჯახებში, ათვალიერებენ ყველაფერს სწავლობენ და სადაც ნახავენ, რომ დიდი სიმდიდრეა, მერე იძარცვება ის სახლები!

– რას ამბობთ, ბატონო თემურ?

– დიახ, კონკრეტულ ფაქტებს დაგისახელებთ, კონკრეტულ ოჯახებს და გვარებს დაგისახელებთ, მაგრამ გაზეთში თუ დაწერთ, იმიტომ რომ ეშინია ამ ხალხს. ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის ოჯახიდან, რომლის შვილიც ამ ხელისუფლების დროსაც იმყოფებოდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, პოლიციამ გაიტანა მთელი სიმდიდრე, წაიღეს ყველაფერი, ავტომანქანით დაწყებული, ძვირფასი ნივთებით დამთავრებული.

გესმით თქვენ რა ხდება? პოლიცია გადავიდა პირდაპირ ხალხის ძარცვაზე!

-კი მაგრამ, ასე გაუჭირდა ხელისუფლებას, რომ ხალხს უკვე სახლებში უვარდება და ყაჩაღობს?

– დიახ, გაუჭირდა და იცით, რატომ გაუჭირდა? რაც ქეყანაში კეთდებოდა თურმე ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა. მილიარდ-ნახევარი აქვს დახარჯული. ახლა ამ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, მართალია, ბიძინა ივანიშვილი აღარ გვეხმარება, მაგრამ ჩვენ უფრო მეტს ვაშენებთ და ვაკეთებთო. აი, ამისათვის სჭირდებათ ფული და ამიტომ გადავიდნენ ძარცვაზე!

– ისევ თავისიანებს თუ დაერევიან, თორემ სხვას რაღა დარჩა წასართმევი?

– რა თქმა უნდა, თავისიანებს დაერევიან, აბა, ფული და ბიზნესი ამ ქვეყანაში ვის აქვს? ვაი, იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ამათი მონები არიან! თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დარჩა, ყველაფერს დაკარგავენ და ნულზე დასხდებიან, თუ საერთოდ, ციხეში არ ამოყვეს თავი! დიახ, პირველ რიგში სწორედ ამ ხელისუფლების მონა ბიზნესემენებმა უნდა ილოცონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ დარჩეს!

ვინმემ იცის, რომ დღეს საქართველოს ბიუჯეტში ჯარიმებიდან შემოსული ფული მეტია, ვიდრე 2001 წელს იყო საქართველოს ბიუჯეტი? ეს არის განადგურებული ქვეყანა!

სხვათაშორის, მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ საქართველოში ჩამოსულია და აქ იმყოფება ამ ხელისუფლების ყველა მზაკვრული ქმედების შემოქმედი, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია!

ახლა მიმდინარეობს აქამდე გაუყიდავად დარჩენილი თბოსადგურების და საერთოდ, ყველა ენერგოობიექტის გაყიდვის პროცესი. მოლაპარაკებები, რომლებიც მყიდველებთან იყო დაწყებული, თემურ ალასანიამ სასწრაფოდ შეაწყვეტინა და ახლა ყველა მოლაპარაკებას პირადად აწარმოებს!

რა ქვეყანაა ეს, გამაგებინეთ? უმაღლესი განათლების სფერო სააკაშვილის ოჯახს უჭირავს ხელში , ბიზნესის 90% სააკაშვილის ოჯახს უჭირავს ხელში, და მთელ საქართველოს სააკაშვილის ოჯახი ატერორებს! მივმართავ ელჩებს, დიპლომატებს – ეს არის დემოკრატია?! ამაზე ხუჭავთ თვალებს? იმის გამო, რომ სააკაშვილი თქვენს დუდუკზე ბუქნაობს, ქართველი ხალხი გაწირეთ!

მივმართავ იმ ბიზნესმენებს , იმ ოჯახებს, რომლებიც ამ ხელისუფლებამ გაძარცვა – ხმა ამოიღეთ, თქვით ყველაფერი!

მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელთ აქვთ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი აუდიოკასეტები – გამოიტანეთ ეს ჩანაწერები საზოგადოების სამსჯავროზე!

– ბატონო თემურ, რამდენი ხანია, ამ კასეტებზე საუბრობთ, და რით ვერ დაადგა საშველი მათ გამოქვეყნებას?

– ადამიანები, რომლებსაც ეს კასეტები აქვთ, ამბობენ, გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ ჟვანიას საქმის მასალები და მერე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ კასეტებსო! ეს კასეტები ჩემს ხელში რომ იყოს, სასიკვდილო ნაბიჯზე წავიდოდი და გამოვაქვეყნებდი!

– ის მაინც გვითხარით, რა არის ჩაწერილი ამ აუდიოკასეტეში?

– მე ამ ჩანაწერის ბოლო ხუთი წუთი მაქვს მოსმენილი. იქ ისმის სააკაშვილის ხმა, რომელიც ეუბნება ვიღაცეებს, ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც შევთანხმდით, ისე გააკეთეთ ყველაფერიო!

– დარწმუნებული ხართ, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია და არა ნაყალბევი?

დიახ, ეს ჩანაწერები არის ნამდვილი. ერთ-ერთ ადამიანს, რომელმაც იცის ამ კასეტების არსებობის შესახებ და რომელსაც მოსმენილი აქვს ეს აუდიოჩანაწერი, სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ შეუთვალა, თუ ეს კასეტა საქართველოში ჩამოვა, შენი ოჯახის ჰაერში აიწევაო და სამ წელიწადზე მეტია, ამ პიროვნებას საქართველოში ჩამოსვლა აკრძალული აქვს! ეს კაცი არის ძალიან ცნობილი პიროვნება, ცნობილი დიპლომატი!

– სააკაშვილის ბიძისა და „კაგებეს“ გენერლის, თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლას რაიმე საგანგებო მიზეზს უკავშირებთ?

– თემურ ალასანია საქართველოში ჩამოდის, როცა სააკაშვილს ძალიან უჭირს! დიახ, რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე მეტად აწყობს სააკაშვილის შენარჩუნება, მას უმალვე უგზავნის უგზავნის მშველელად ალასანიას!

ასე რომ, თემურ ალასანიას ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ახლა სააკაშვილს ძალიან უჭირს და დარწმუნებული ვარ, ალასანია ახალი მზაკვრული და ბინძური გეგმით არის ჩამოსული!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *