(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი:„ქუთაისი არ არის საქართველოს არც პირველი და არც მეორე დედაქალაქი ქუთაისი ქუთაისია

 

546842_404530616282327_881395188_nქუთაისის ახალი ისტორია 21 საუკუნეში იწყება. ქუთაისი ხდება საქართველოს პოლიტიკური ადმინისტრაციის ცენტრი და მეორე დედაქალქი!“ – იმერეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. დიახ, 22 ნოემბერს ქვეყნის ნაციონალურმა საინფორმაციო საშუალებებმა საზოგადოების ახალი მღავრობის სახლის მშენებლობის დასრულების შესახებ ამცნეს. ლამის იმერლად ქცეულმა მიშამ მთავრობის სხდომის პირველი სხდომაც მოიწვია, ოპონენტები დალანძღა და შენობის გარეთ შეკრებილ „ნაციონალურ მოძრაობის „ აქტივისტებს გამოელაპარაკა. პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის უსუსურ და შეურაცხმყოფელ განცხადებას ეხმაურება.

– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილსა და ჩემს შორის არსებობს ერთი პრინციპული განსხვავება: მას ქუთაისი სჭირდება, მე კი იმ ადამიანთა სიას მივეკუთვნები, რომლებსაც ჩვენი ქალაქი უყვართ. დავიწყოთ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანით. სააკაშვილის მთავრობამ ძეგლი ლენინის ქანდაკების ადგილზე მიაგდო და ბელადის კვარცხლბეკზე შემოდგა. პროსპექტი ბენზინგასამართი სადგურებით გაივსო და სამწუხაროა, რომ ქანდაკება სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს.

სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს ქუთაისელ მათესავებზე საუბროსას დაავიწყდა, რომ სომხურ ეკლესიაში მისი წინაპარი, ბაბუის ძმა, მოძღვარეი იყო და იმავე ტაძარშია დაკრძალული.

ის ქართველები, რომლებიც დღეს სოროსის წარმომადგენლები არიან და გუბერნიებსა თუ მერიებში წამყვან თანამდებობებს იკავებენ, ჩემთან დადიოდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ დავით აღმაშენებლის მოედანზე აშენებულიყო კათოლიკური ეკლესია, ძეგლის ადგილზე კი – შადრევანი. სოროსელები მზად იყვნენ 2 მილიონი დოლარი გადაეხადათ, თუ ბაგრატის ტაძარიც გაუქმდებოდა. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, არასდროს ვუჭერდი მხარს მსგავს პროექტებს, პატუივს ვცემდი ქუტაისს, ქუტაისლებს და იმერლების დიდ ტრადიციებს. ამიტომ მსგავსი რამ არ გავაკეთე. დღეს გეგმაში აქვთ, მუზეუმის ტერიტორიაზე კათოლიკური ტაძარი ააშენონ. სწორედ იმ ძველი გეგმის მიხედვით მუშაობს ეს გიჟი, აბა სხვა რა შეიძლება ვიფიქროთ, როდესაც აღმაშენებლის ძეგლი მოისროლეს და იქ შადრევანი დაამონტაჟეს! მე გული მწყდება, რომ რეზო ჭეიშვილი ქუთაისში გვერდს უმშვენებდა სააკაშვილს.

– რა ბიზნესინტერესები აქვს სააკაშვილს ქუთაისში? უკვე საჯაროდ დაუქნია თითი მეწარმეებს და გააფრთხილა, აქ ყველაფერს მე ვაკონტროლებ და ჩემთან შეთანხმების გარეშე საქათმესაც ვერ ააშენებთო.

– ქუთაისლებს კარგად ახსოვთ, რომ 1995 – 96 წლებში სააკაშვილმა სავაჭრო ფართები მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული შენობების პირველი სართულები, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, პრაქტიკულად, უფასოდ გადასცა თავის ახლობლებს და ნათესავებს. ეს ქონება მაშინ მილიონები ღირდა, დღეს კი ფასი ათეულობით მილიონს უტოლდება. 2 წლის განმავლობაში ვჩიოდი სასამართლოში და სამართალი ვერ ვიპოვე, ფინანსურ სტრუქტურებში მეუბნებოდნენ, რა ვქნათ, სააკაშვილი კომიტეტის ხელმძღვანელია, ვერ შევეწინააღმდეგებითო. ცოტა ხნით ადრე ბუდაპეშტში მეგობართა შეკრებაზე გავემგზავრე, ჩამოსულს სააკაშვილის ახლობელ მეწარმეებზე გადაფორმებული ქუთაისი დამხვდა. ჩამორთმეულ ფართებში ასობით ადამიანი მუშაობდა. ისინი სააკაშვილმა უმუშევარი დატოვა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ხელისუფლება მალე არ იქნება და ყველა საკითხი გაირკვევა. მინდა მივმართო იმ ხალხს, რომლებსაც ახსოვთ წარსული, განსაკუთრებით ალეკო შენგელიას, ის ხომ სტატიებს ამზადებდა ყოველივე ზემოთქმულის შესახებ: ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ფეხქვეშ ეგებით იმ კაცს რომელსაც ქუთაისი ეჯავრება და ებრძვით იმ ხალხს, ვისაც ქალაქი უყვარს?

აყვავდნენ და აშენდნენ ის ბიზნესმენები, რომლებსაც მე ქვეყნის უბედურებად ვთვლიდი, მაგრამ არ ვიჭერდი. სააკაშვილმა ბევრი დააპატიმრა, შემდეგ გაათავისუფლა და მონებად გაიხადა. მოვა დრო და ყველა გაიგებს, ვინ აკონტროლებს იმ მშენებლობებს, რომლებიც დღეს ქალაქის ცენტრში წარმოებს.

-22 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ თითქოს ქუთაისის სული ჩამკვდარი იყო და მიშამ იმერლების „გამოღვიძება“ საკუთარ ღირსებად გამოაცხადა.

-ამ შეურაცხყოფას პასუხი უნდა გასცენ ქუთაისელებმა. ამათი მოქმედებები დამოკიდებულია არჩევნებზე. როგორც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, აღმა-დაღმა დარბიან და მოსახლეობაზე გადამკვდარი მთავრობის იმიჯს იქმნიან. ტყუილებით გაავსეს საზოგადოება. არსება, რომელიც ხალხში ამომრჩეველს ხედავს და არა პიროვნებას, რომელსაც ტაშისმკვრელი ბრბო უყვარს და არა ადამიანი – მან არ იცის, რა არის ქუთაისის სული. სააკაშვილს ტაძარში სიარულიც და ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაც მხოლოდ წინასაარჩევნო პიარისთვის სჭირდება.

დღეს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ახლობლები და ნათესავები ერთმანეთს ვეღარ ხვდებიან. ამასწინათ მთავრობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ცნობილმა პოეტმა დამირეკა და თავის იუბილეზე დამპატიჟა, უარი ვუთხარი. დიდი ხნის განმავლობაში მლოცავდა: რომ არ მომეწვიე, არ შემეძლო, მაგრამ რომ არ მოდიხარ, ძალიან კარგია, გაგახარა ღმერთმაო. ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, ქართველებო?

-ერთ რიტორიკულ შეკითხვას დაგისვამთ – იწყება თუ არა „ქუთაისის ახალი ისტორია“ 21 საუკუნეში?

სააკაშვილი აპირებს იმერეთის ისტორიის დასრულებას და ახლის დაწყებას. ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ის სული, რომელიც იქ არსებობს, ძლიერია. სააკაშვილის ხელისუფლება უკვე დამთავრდა.

-შენობების ფორმები თუ მოგწონთ?

-დღეს აბსოლუტურად ყველაფერი ძველი წაშალეს, სახე დაუკარგეს. რას გავს დაწესებულებები, რომლებიც წამოჭიმეს? ევროპამ უკვე დიდი ხანია, უარი თქვა მინის შენობებზე და, თურმე უცნობი გერმანელი და ესპანელი არქიტექტორები საქართველოში შედევრებს ქმნიან?!

ცუდია, თუ ვინმეს იმ პრეზიდენტის ისევ სჯერა, რომელიც ამბობს, რომ დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის პერიოდში არ აშენებულა ამდენი, რამდენიც ჩვენს დროშიო! მოაზროვნე ადამიანმა ასეთი რამ როგორ უნდა თქვას?! დღეს ნებისმიერმა ჩვენგანმა უფრო მეტი ვიცით, ვიდრე იცოდა არისტოტელემ, ან პლატონმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათზე უკეთესად ვაზროვნებთ. დავით აღმაშენებელმა სხვა თუ არაფერი, გელათი ააგო, სააკაშვილმა კი გადააბიჯა ყველაფერ ადამიანურს. რა ააშენე შენ, მისა? ამ ტრადიციულ და ტოლერანტობით სავსე ქალაქში თქვი დიდი სისულელე და ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვინმე მხარს გიჭერს, გულით მებრალება. ვისაც იმერეთი უყვარს, არ გააკეთებდა იმას, რასაც სააკაშვილი კადრულობს.

– თუ არა პარლამენტის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების გადატანით , როგორ შეიძლება განვითარდეს ქუთაისი?

-პირველ რიგში, აუცილებელია სტუდენტური ქალაქის აშენება. მეორე – მცირე ბიზნესის რეალური ხელშეწყობა. მესამე – ტრადიციული კულტურის განვითარება.

იმერლებმა გადაარჩინეს საქართველო. ადრე სომხები ითხოვდნენ დედაქალაქის ქუთაისში გადატანას. მათ სურდათ, თბილისი განვითარებულიყო, როგორც სომხური ქალაქი. ქუთაისელები არ მიემხრნენ ამ ინიციატივას. ცოტა ხნის წინ ერევანში ვიზიტის დროს მითხრეს და კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობა სომხური წარმოშობისაა. მათი ეროვნულობა დღეისათვის მხოლოდ სკამია! სომხებმა გამიმხილეს თავიანთი შეშფოთების მიზეზი: რაც სტურუამ სააკაშვილი და მისი ჩინოვნიკები ამხილა, განსაკუთრებით გვეშინია, ანასტას მიქოიანის მსგავსად ჩვენი დევნა არ დაიწყოსო. მინდა ვთქვა, რომ ქუთაისი არ არის საქართველოს არც პირველი და არც მეორე დედაქალაქი. ქუთაისი ქუთაისია! ეს არის ევროპული ყაიდის ეროვნული ქალაქი!

ესაუბრა ილია ჩაჩიაბაია

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *