(ასავალ-დასავალი)დარიალის ხეობაში ეკლესიის გახსნაზე მოსული სააკაშვილი რომ დაინახეს, ბევრმა ადამიანმა ტაძარი პროტესტის ნიშნად დატოვა

bunebaპოლიტიკური მოძრაობის ლიდერი, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, თემურ შაშიაშვილი გასულ კვირას დარიალის ხეობაში ეკლესიის გახსნას ესწრებოდა და იქ ნანახს და გაგონილს თავად მოგვიყვება.

– ბატონო თემურ, დარიალის ხეობაში ეკლესიის გახსნაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ლაყბობს, თუ როგორ ვებრძვით ეკლესიას, ამ დროს ჩვენ ეკლესიებს ვაშენებთო. რას იტყვით ამის შესახებ და მიგვიყევით, რა ხდებოდა ეკლესიის გახსნაზე, რა ნახეთ საკუთარი თვალით?

– სააკაშვილმა ტაძარში და ტაძრის გარეთაც თქვა, პოლიტიკოსები ყიყინებენო! საერთოდ, ეკლესიის გამოყენება ვინმესთან დაპირისპირებისათვის არის დიდი მკრეხელობა და როგორც სააკაშვილი იქ იქცეოდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მას ეკლესიასთან და ეკლესიურობასთან არაფერი აქვს საერთო. შემოვიდოდა ტაძარში, შემოჰყვებოდა ჟურნალისტების მთელი ჯარი, გავარდებოდა ტაძრიდან, ეს ჟურნალისტების ჯარი უკან გაჰყვებოდა!

ეკლესიასთან მისასვლელი გზები იყო გადაკეტილი, ეკლესიის ეზოში შემოწმების და გაჩხრეკის გარეშე არ უშვებდნენ ადამიანებს. მე თვითონაც, როგორც ტერორისტი, ისე დამესხნენ თავს, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე შემამოწმეს!

სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წევრების იქ ყოფნა ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ ხალხისათვის ეჩვენებინათ, ვითომ ეკლესიის გვერდით არიან, ვითომ პატრიარქთან ერთად დგანან.

ამ ხელისუფლებამ მოშალა საზღვარი საკუთარ თავსა და ეკლესიას შორის და სააკაშვილს დაწყებული აქვს ეკლესიის საკუთარ ხელისუფლებასთან შეერთების პროცესი, რაც ძალიან მძიმე და საგანგაშო ამბავია!

მთელი წლის განმავლობაში ებრძვიან ეკლესიას, უმძიმეს დარტყმებს აყენებენ, წლის ბოლოს კი პატრიარქს გაუღიმებენ მის გვერდით გამოჩნდებიან და მერე ხალხში იწყება საუბარი, რას ეჩიან ამ პრეზიდენტს, ხომ ხედავთ, პატრიარქისა და საააკშვილის დამოკიდებულება როგორი კარგიაო? აი, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია!

– როგორც ჩემთვის ცნობილია, დარიალის ხეობაში მამათა მონასტერი არა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არამედ ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ააშენა. ასე არ არის?

– დიახ, ასეა, მაგრამ იმ დღეს იქ ლევან ვასაძე იქ საერთოდ არ ყოფილა და ყველა კითხულობდა, სად არისო? ესეც ნიშანდობლივია, რომ ლევან ვასაძე, ეს ღვთისნიერი კაცი , საერთოდ არ იყო იქ და იგი საერთოდ არ უხსენებია სააკაშვილს!

ივანიშვილი ააშენებს რაღაცას, ამას ხელისუფლება იბრალებს, ლევან ვასაძე ააშენებს, ამასაც ხელისუფლება იბრალებს, სააკაშვილი იდგა ლევან ვასაძის აშენებულ ტაძარში და წმინდად ატყუებდა ხალხს, ეს ატძარი მე ავაშენეო!

– სამაგიეროდ, პატრიარქმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი სააკშვილის ეკლესიის გახსნაზე ყოფნას და თქვა, ძალიან კარგია, რომ ტაძრის გახსნაზე ჩვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის დასწრება, მით უფრო, რომ ეს ტაძარი მიხეილის სახელობის არისო…

– ეს ეკლესია არის არა მიხეილის, არამედ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის. ქართველებისათვის და მართლმადიდებლებისათვის მიხეილი არ არის მთავარანგელოზი!


– გასაგებია, მაგრამ პატრიარქმა რომ თქვა, მიხეილის სახელობის არისო?

– მე არ მინდა ვისმინო და ვიფიქრო, რომ პატრიარქმა ეს თქვა! დღეს საქართველო დგას დიდი უბედურების წინაშე და თუ ვინმე ამ უბედურებას წაუწვება და ქედს მოუხრის, ღმერთი ყველას აგებინებს ამაზე პასუხს, ვინც არ უნდა იყოს ოგო, საერო, თუ სასულიერო პირი.

ამ ხელისუფლების შექება, ამ ხელისუფლების წახალისება არის დიდი უბედურება საქართველოსთვის და ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოს!

– ბატონო თემურ, პატრიარქისა და სააკაშვილის ერთად გამოჩენა სხვადასხვა ღონისძიებებზე, „ქეთო და კოტეს“ პრემიერა იქნება ეს თუ ეკლესიის გახსნა, ხალხში პროტესტს და აპათიას იწვევს, ამას თქვენ ვერ გრძნობთ?

– როგორ ვერ ვგრძნობ? დარიალის ხეობაში ეკლესიის გახსნაზე მისული სააკაშვილი რომ ნახეს, ბევრმა ადამიანმა ტაძარი პროტესტის ნიშნად დატოვა! სააკაშვილის დაცვა ამბიონისა და პატრიარქისაკენ ზურგშექცევით იდგნენ. მე ასეთი რამ არსადა რ მინახია. გგული მწყდება, რომ მრევლიც და სასულიერო ხელისუფლებაც უფლებას აძლევს სააკაშვილს, ასეთი დაცვით შემოვიდეს ტაძარში. პრეზიდენტი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ტაძარში დაცვის მთელი ამალით არ უნდა შედიოდეს! ეს არის ეკლესიის შეურაცხყოფა!

ისიც ვიცით, რომ ბოლო დროინდელი პროცესების გამო ბევრმა ადამიანმა ეკლესიას ზურგი შეაქცია. ისიც ვიცი, რომ ზოგიერთ მეუფეს მრევლმა ობსტრუქცია მოუწყო და ეკლესიაში არ შეუშვა. ცოტა ხნის წინ საჩხერეში ვიყავი, მოსახლეობას შევხვდი და ხალხმა თქვა, იმ ზომამდე მიგვიყვანეს, რომ შეიძლება საერთოდ აღარ ვიაროთ ეკლესიაშიო.

ამ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე შტოდ დაშალოს. ისევე, როგორც ეს საბერძნეთშია, მაგრამ პატრიარქი თავისი გონიერებით ჯერჯერობით აჩერებს ამ პროცესს!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *