(ასავალ-დასავალი)ბათუმი ფაქტობრივად, თურქებისაა, დაშლიგინებენ თურქები აჭარაში.


tem.1ყოჩაღ ერდოღანს, მართლა ვულოცავ მას ასეთ წარმატებას!

ვესაუბრებით პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერს, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს, თემურ შაშიაშვილს.


– ბატონო თემურ, თქვენი აზრით, რას ემსახურება სააკაშვილის ვიზიტი პერუში?

– ეს პირდაპირ არის დაკავშირებული პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებასთან. ხომ ნახეთ, ბოკერიას წამოსცდა კიდეც, ამ კანონის მიღება მანამდე უნდა მოგვესწრო, ვიდრე პრეზიდენტის სამხრეთ ამერიკაში ვიზიტი შედგებოდაო.

მოგეხსენებათ, როგორი ძლიერია სომხური ლობი ამერიკაში, და მათ შორის სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს. სააკაშვილის ვიზიტი პერუში ორგანიზებული იყო სომხური ლობის მიერ და ლაპარაკია 5-6 მილიარდ დოლარზე, რომელიც სააკაშვილმა იქიდან უნდა წამოიღოს არჩევნების ჩასატარებლად და გასაყალბებლად!

დიახ, იმ ავადსახსენებელი კანონის მიღების სანაცვლოდ სააკაშვილი სომხური ლობისაგან მიიღებს რამდენიმე მილიარდ დოლარს და პერუში მისი ვიზიტიც ამას ემსახურება.

საერთოდ, საქართველო გაივსო არადემოკრატიული ქვეყნებიდან შემოსული ფულითა და ინვესტიციებით!

– კონკრეტულად, რომელი არადემოკრატიული ქვეყნებიდან შემოდის ფული საქართველოში?

– ყველამ იცის, რომ სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული სიმდიდრეები, ოქროს საბადოები მთლიანად რუსეთის ხელშია. ძალიან სერიოზულ სიმაღლეებს იპყრობს საქართველოში ის ბიზნესი, რომელიც აზერბაიჯანთან არის დაკავშირებული. ვგულისხმობ ნავთობისა და გაზის კომპანია „სოკარს“ ახლა, როც ელექტროენერგიის გადასახადს მიაბეს დასუფთავების გადასახადი, ეს გამოიწვევს იმას, რომ შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება და გაიზრდება გაზის მოხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის “სოკარის” გავლენას საქართველოში.

ვანო ჩხარტიშვილი ფლობდა მნიშვნელოვან წილს „სოკარში“ მას ეს წილი ხელისუფლებამ წაართვა და ჩხარტიშვილი საერთოდ გააძევეს საქართველოდან .

აზერბაიჯანელებს ეკუთვნით ყულევის პორტიც. საერთოდ, საქართველოში სულ სამი პორტია და სამივე უცხოელების მფლობელობაში გადავიდა.

– რომელი პორტი ვის ეკუთვნის?

– ყულევის პორტი, როგორც გითხარით, აზერბაიჯანისაა, ფოთის პორტი ეკუთვნით არაბებს, ბათუმის პორტი კი ყაზახეთის კუთვნილებაა.

სხვათაშორის, ჩემთვის ცნობილია, რომ ნოღაიდელი თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბათუმის პორტის პირდაპირი წესით 20 მილიონად გაყიდვას!

საქართველო აღმოჩნდა კავკასიაში მიწაზე დაგდებული ქვეყანა, რომელზეც დაჯლიგინობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები!

დიახ, სომხეთმა სააკაშვილის წყალობით საქართველოში მიიღო ის, რაზეც ვერ იოცნებებდა – ზღვაზე გასასვლელი, ანუ გზა ახალქალაქიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით ბათუმამდე, ეს საბჭოთა კავშირის დროს ვერ გაუბედეს საბჭოთა საქართველოს, მაგრამ ახლა სააკაშვილმა ფრთები შეასხა სომხეთის მრავალსაუკუნოვან ოცნებას!

თქვენ წარმოიდგინეთ, ლარსის საბაჟო პუნქტიც კი მხოლოდ სომხეთისათვის გახსნეს, სომეხი მძღოლი უნდა დაიქირავო, რომ ლარსზე საქართველოს ტერიტორიიდან გადაგიყვანოს რუსეთის ტერიტორიაზე და პირიქით!

მინდა მივულოცო სომხეთის პრეზიდენტს და ხელისუფლებას მათი ასეთი წარმატება საქართველოში!

– მგონი, ამ მხრივ თურქეთის ხელისუფლებასაც მისალოცად აქვს საქმე არა?

დიახ, ნამდვილად! მე ხომ არ ვლაპარაკობ ბათუმის მოსახლეობის 90% ამბობს, რომ ბათუმი, ფაქტობრივად, თურქეთისაა და დაშლიგინებენ თურქები აჭარაში. ყოჩაღ, თურქეთის პრემიერ-მინისტრს ერდოღანს, მართლა ვულოცავ მას ასეთ წარმატებას!

თურქეთის ფეხქვეშ გავეგეთ, აზერბაიჯანის ფეხქვეშ გავეგეთ, რუსეთის ფეხქვეშ გავეგეთ, სომხეთის ფეხქვეშ გავეგეთ, იმის გამო, რომ სააკაშვილმა სკამი შეინარჩუნოს!

თქვენ რომ იცოდეთ, გარეგინ მეორის თბილისში ჩამოსვლა და იმ კანონის მიღება უნდა მომხდარიყო აპრილში, მაგრამ ვერ გაბედეს. ახლა ვხვდები, რატომ დაარბიეს ასე სასტიკად ხალხი 26 მაისის ღამეს !

– ეს ერთმანეთთან რა კავშირშია?

– იმიტომ მოექცნენ ხალხს ასე სასტიკად, იმიტომ ჩაახშვეს სისხლში მშვიდობიანი პროტესტი, რომ სომხეთთან ეს დიდი გარიგება ჰქონდათ დაგეგმილი, დიახ, ამ ყველაფერს რომ არ მოჰყოლოდა საპროტესტო ტალღა, ამიტომ გაუსწორდნენ ხალხს ასე სასტიკად 26 მაისს!

ყველაზე სამარცხვინო იცით, რა არის? ის, რომ სოსო თოფურიძისნაირ ხალხს აქვს გავლენა ეკლესიაზე და სინოდზე. სოსო თოფურიძე იყო კახა თარგამაძის მინისტრობის დროს პირწავარდნილი „ანონიმშჩიკი“ჰკითხეთ ყოფილ პოლიციელებს და გეტყვიან, რომ თარგამაძის დროს თოფურიძეზე გაფუჭებული კაცი პოლიციაში არ არსებობდა!

ისიც ნიშანდობლივია, რომ თარგამაძის პოლიციაში ყველაზე გაფუჭებული კაცი სააკაშვილის პოლიციაში ერთ-ერთი მთავარი კაცი გახდა. თუნდაც აქედან შეიძლება წარმოვიდგინოთ რას წარმოადგენს ეს ხელისუფლება!

საქართველოს უბედურება ის არის, რომ არაეკლესიური კაცი გვყავს ქვეყნის სათავეში. დიახ, სააკაშვილს სძულს ეკლესია, არ არის იგი მართლმადიდებელი და ვინც სააკაშვილს ხმა მისცა, იმან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მისცა ხმა!

– სხვათაშორის, ბატონო თემურ, ვინმე სტეფანიანმა თქვენ ქსებოფობთა სიაში შეგიყვანათ და მგონი, გაეროშიც გიჩივლათ.

-მადლობელი ვარ ბატონო! იმან იფიქროს, ვინც სტეფანიანის მიერ შედგენილ სიაში არ მოხვდა, თორემ ეს ჩემთვის დიდი პატივია!

სააკაშვილის მრჩეველმა, ვან ბაიბურთმა დაწერა, დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც 25 მაისს აქციაზე არ მოვიდაო, ასე რომ ვინც 26 მაისის აქციაზე არ იყავით, ყველას გილოცავთ თქვენ ვან ბაიბურთის მადლობა დაიმსახურეთ!

მე ერთი რამ ვიცი: სტეფანიანები და ვან ბაიბურთები რომ არ უშლიდნენ ხელს, ქართველ და სომეხ ხალხს შორის არნახული დამოკიდებულება იქნებოდა!

ბაიბურთი ყველა ეპოქაში ყველა ხელისუფალთან კარგად იყო. გუმბარიძესთან კარგად იყო ვან ბაიბურთი, პატიაშვილთან კარგად იყო, გამსახურდიასთან კარგად იყო, შევარდნაძესთან კარგად იყო, ეხლა სააკაშვილთან არის კარგად!. მინდა გითხრათ, რომ კარგად აკეთებს სომხების საქმეს, მაგრამ ვითომ ქართველები უყვარს!

აი, ასეთი სომხებია საშიში!

კავკასიაში რუსეთთან ყველაზე კარგად არის სომხეთი, რომელიც გავლენას აძლიერებს საქართველოზე. საქართველოზე სომხეთის გავლენის გაძლიერება რუსეთის გავლენის გაძლიერებას არ ნიშნავს? მე ვთვლი, რომ ნიშნავს!

მეოცე საუკუნის დასაწყისში დაშნაკმა სომხებმა დედაქალაქის გადატანა მოითხოვეს თბილისიდან ქუთაისში, რასაც მაშინ ვერ მიაღწიეს, მაგრამ ეხლა სააკაშვილი ახლა ამ სურვილსაც უსრულებს დაშნაკ სომხებს!

მე სომხების მეგობარი ვარ, მაგრამ ქართველი ვარ და ვიცი , რომ არ უნდა ვაჯლიგინოთ საქართველოში არც სომეხი, არც თურქი, არც აზერბაიჯანელი და არც არავინ!

ჩვენი დიდი უბედურება კიდევ ის არის, რომ დემოკრატიული დასავლეთი საქართველოში ითმენს იმას, რასაც არ დაუშვებდა თავისთან და არ მოითმენს არც ერთ ქვეყანაში, თუ მას ნამდვილად მეგობარ ქვეყნად თვლის.

– რას გულისხმობთ?

დასავლეთი ითმენს იმას, რომ საქართველოში არც ადამიანი, არც მეწარმე, არც ბიზნესი, არც პრესა, არც ტელევიზია, არც სასამართლო თავისუფალი და დამოუკიდებელი არ არის!

დასავლეთი ითმენს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას უწყობს გენოციდს, თვითონ კი განცხრომით ცხოვრობს.

დასავლეთი ითმენს იმას, რომ საქართველოში მოქალაქის ელემენტარული სამოქალაქო უფლებები არ არის დაცული!

– კი, მაგრამ, ბატონო თემურ, ქართველი ხალხი ითმენს ამ ყველაფერს და დასავლეთი რატომ არ მოითმენს?

– ქართველი ხალხი ითმენს იმიტომ, რომ ის დაამშიეს და დააუძლურეს, დამშეული და დაუძლურებული ხალხის მართვა კი ადვილია! და მაინც, დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა არის ხალხი! ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პოლიტიკოსების ერთობა დაამთავრებს ამ დამნაშავე რეჟიმის პარპაშს საქართველოში!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *